ანგელოვსკი იმედგაცრუებულია და საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის ფეხბურთელებს დაიმატებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მთავარმა კონკურენტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ ძლივს მიაღწია ფრეს (3:3) ტალინში ესტონეთთან. მაკედონიელებმა კოსოვოსთან ევროპირველობის პლეი-ოფის მოგებულ მატჩს (2:1) დიდი ენერგია შეალიეს და მათმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ესტონეთთან სასტარტოში წამყვანი ფეხბურთელები არ დააყენა, მაგრამ როდესაც 1:3-ს აგებდნენ, იძულებული შეიქნა, ისინი შეცვლაზე შეეყვანა. შედეგად, 87-ე წუთზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვეს.

ანგელოვსკი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა: "რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. კოსოვოსთან ნათამაშები ფეხბურთელების დასვენება გადავწყვიტე და შანსი სხვებს მივეცი. ვინც გამოიყენა, გამოიყენა, ვინც არა, შემდეგ შანსს დაელოდოს.

მხოლოდ უკანასკნელი
30 წუთით ვარ კმაყოფილი, როდესაც წაგებას გადავურჩით. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მოგებას ველოდი. კვლავ პირველ ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა პირველობა ბოლომდე შევინარჩუნოთ".

საკადრო პრობლემების გამო ანგელოვსკი საქართველოსთან მატჩისთვის ადგილობრივი ჩემპიონატიდან რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთელები დაასვენა ნიშნავს, რომ სწრაფი აღდგენა არც ამათ სცოდნიათ, რასაც ტპოგუნდები აკეთებენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
13 ოქტომბერი 2020 09:30
1
Კითხვა მაქვს: დავუშვად ვითამაშეთ შედეგიანი ფრე 2:2(თბილისში 1:1), ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლიდერდებით, თუ ბურთების შეფარდებას აქვს პრიორიტეტი?.. Როგორც მახსოვს უეფას ჯგუფური სისტემის დაანგარიშებაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში მთავარ პრიორიტეტად ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები აქვს და შემდეგ სხვა დანარჩენი მაჩვენებლები.. Არ დაწეროთ ჟურნალისტებო ამ თემაზე არაფერი, რაში გვჭირდება ამის ცოდნა? !! (((
გურია
13 ოქტომბერი 2020 08:45
1
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ერთმანეთთან თამშს ენიჭება. ასე რომ თუ 0-0 დამთავრდა მაშინ მაკედონიელები დარჩებიან პირველზე, თუ 2-2 ან უფრო მაღალი ფრე მაშინ ჩვენ გადავალთ პირველზე. 1-1 შემთხვევაში ბურთების სხვაობას ენიჭება უპირატესობა. თუ ესეც ერთნაირი იქნება გატნილ გოლებს. ამ მომენტში ამ კომპონენტშ გვჯობიან, მაგრამ გამოსწორება შეგვიძლია. ასე რომ მინიმუმ 1-1 უნდა ვიტამაშოთ.
პასუხი
13 ოქტომბერი 2020 15:41
0
მაკედონიასთან (ახლა) ფრე..
თბილისში მიზერი (ორივე) მოგება..
ნოემბერში საქა-მაკე 2:0..
alex
13 ოქტომბერი 2020 00:37
3
ნორმალური გუნდია მაკედონია,თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმსახურებენ მეორე ადგილს ორივე გათამაშებაშიი!!!
ბათუმი
12 ოქტომბერი 2020 22:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული