ქვილითაია: საქართველოში ზეწოლა უზარმაზარია - პირველ ადგილზე გასასვლელად მზად ვართ!

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იახლა, რომელმაც შემდეგი განაცხადა.

"ჩვენს ქვეყანაში ზეწოლა უზარმაზარია. ევროპირველობაზე გასვლას 30 წელია ველით და ეს ჩვენთვის დიადი საქმეა. გამარჯვებას და კონტინენტის ჩემპიონატზე გამგზავრებას ვაპირებთ.

ისევე, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც რთული ბრძოლა გველის. მომავალი შეხვედრებიც რთულია. 3 ქულის ასაღებად და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მზად ვართ", - ციტირებს ქვილითაიას "სპორტმედია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენი ზურგით ბურთის მიღება არ გაუშვას
სააკაძე
14 ოქტომბერი 2020 22:03
0
ქვილი, ეს პლეი-ოფის თამაში არაა, ის 1 თვის მერეა აგერია :D
შაკო
14 ოქტომბერი 2020 16:22
1
წარმატებები. მე პირადად მაღალი ცენტრების არ მჯერა, სამწუხაროდ საქართველოში ეხლა ეგეთი სტილია მოდაში. მაშინ იბრაგიმოვიჩივით ძლიერი, მოქნილი და რაც მთავარია ტექნიკური უნდა იყო. მაგის მსგავსები არავინ არ არის. ნუ, რაც არის იმათში ეს ყველას ჯობია.
ჰაჰა
14 ოქტომბერი 2020 10:47
0
ვინ ამბობს ამას !?, გაქცევის მაგივრად ფეხები რომ ებლანდება და ბურთი ეკარგება? ჯობია თუ გამოსაყვანია ბოლოს გამოვიდეს ცოტა შეცდომები რომ დაუგროვდეს, ჯერ მისი რასაც ქვია ნათამაშები ფეხბურთი არც ავსტრიაში, არც ბელგიაში და არც ნაკრებში მინახია, არადა მაღალია, მიდი გიორგი და გამაკვირვე, დაგლიჯე და გაახარე, ჯერ შენი თავი, მერე ოჯახი და მთელი საქართველო. თუ სანსი კიდევ მოგეცა და მომენტები თუ გაანიავე, ბუცები ჩამოკიდე და სხვა პროფესიაში ცადე ბედი....
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 01:41
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული