ჩრდილოეთ მაკედონიასთან ოქრიაშვილიც ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 33 /
მაინც მგონია რომ "ძაღლი ვინც მოკლა მანვე უნდა გაიტანოსო"(მაპატიეთამ ამ გამოთქმის თუ ანდაზისთვის)მაგრამ ჩაკვეტაძის გარეშე ეს საქმე არ გამოვა,ამ ბიჭმა უნდა დაამთავროს დაწყებული და მაკედონია მთავარ შეხვედრაში დაამარცხოს. გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!
ბეგო
14 ოქტომბერი 2020 10:47
0
mazgachi xar :))) ra dzagli ris dzagli tipi fexze ver dgeba travma acvs
duscatto
14 ოქტომბერი 2020 11:08
3
ჩემი სურვილია ხვალ შემდეგი შეტევის ხაზი გვყავდეს : შენგელია-კიტეიშვილი-კვარაცხელია-ქვილითაია. ყაზაიშვილმა სკამიდან დაიწყოს, თან ბოლო ორი თამაში ძირითადში იყო.
პელიდი
14 ოქტომბერი 2020 04:10
8
ვერ ვხვდები დისლაიქები რატომ დაგიწერეს, თითქმის გამორიცხული მგონია ყაზაიშვილმა ითამაშოს,მითუმეტეს ძირითადში. ბიჭმა ამერიკიდან იფრინა,შემდეგ 180 წუთი ითამაშა 3 დღეში და კიდევ ძირითადში უნდათ ზოგიერთებს. ზოგადად ინდივიდუალურია აღდგენის ამბავი ყველა ერთნაირად ვერ იღდგენ,მაგრამ ესე სწრაფად 6 დღეში 270 წუთი,ითამაშო და აღდგენაც მოასწრო,ეგ ყოფილა რობოტი თუ ეს შეძლო. მოკლედ დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება ძირითადში და კვარაცხელია შენგელიას ვფიქრობ თუ შეძლო შენგელიამ აღდგენა და თავიც თუ კარგად ექნება,თუ არადა კვარა ლობჟანიძე. მოკლედ ჩემი პროგნოზი და მე ესე დავაყენებდი :
ლორია - მალი, ტაბიძე, კვირკველია, დვალი, - კვეკვესკირი, კიტეიშვილი,გვილია, კვარაცხელია, შენგელია, - ქვილითაია
საქართველო
14 ოქტომბერი 2020 07:16
3
საიდან გამოჩხრიკავთ ხოლმე ამ ქვილითაიებს ვერ ვხვდები რაც ათამაშეს რა გააკეთა? კაჭარავაა და დაჭენაობს უაზროდ ბურთი თუარ მოარტყი თავში ან ღიპზე ისე გოლი ვერ გააქვს. ბუდუს შანსი მისცეს ამ მოგზავნილმა მწვრთნელმა ან ალბათ სხვა რამეშია საქმე კობი კალას კლანთან ვერ აქვს ბუდუს საქმე დალაგებული და მაგიტო არ აძახებინებენ აბა სხვა რას უნდა მიაწერო ის ფაქტი ქვილითაია თვეობით უტამაშებელი იყო და მაინც იძახევდა როცა რო ბუდუ იქით გოლს გოლზე იტანდა ეს იმ დროს როცა ნაკრებს გოლის გამტანი არ ყავს.... ეს ჟურნალისტები კიდევ რამ დაადებილა რატო არ სთხოვენ კატეგორიულად ბუდუსთვის შანსის მიცემას? მე გულშემატივარმა რა გავაკეთო აქედან გზა გადავკეტო?
ჰაჰაჰა
14 ოქტომბერი 2020 11:18
2
შენგელია ამ ეტაპზე არაფრით ნაკლები არაა ოქრიაშვილზე! წინ ასევე უნდა დადგენ კვარაცხელია,ყაზაიშვილი ქვილითაია . ცენტრი კიტეიშვილი და კვეკვესკირი! კარგი გამოცდილი შეტევა გვეყოლება!
kaxa
14 ოქტომბერი 2020 08:47
2
ქვილითაიას იმედი თუ გაქვთ, არ ვიცი. მე ვერ ვიხსენებს,თუ ითამაშა გამაკვირვოს....
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 10:50
0
დღის ბოლომდე კიდევ დიდი დროა, მოასწრებენ ალბათ კიდევ უკან გუნდებში წასვლებს და ტრავმებს
jer kidev droa
14 ოქტომბერი 2020 12:37
16
როგორც ვატყობ ქვილითაიას დაყენებას აპირებს, მერამდენე შანს აძლევს, ამჯერად მაინს გაამართლოს....
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 11:05
1
იმედია ნიჩიას მაინც ითამაშებენ და არ წააგებენ .. მაინც მაკედონია მგონია მოიგებს მარა იმედი მაინც არის ნიჩიის.
ძგიბა
14 ოქტომბერი 2020 16:15
3
სახელი მაგარი შეგირჩევია:)
:)
14 ოქტომბერი 2020 21:30
0
დარწმუნებული ვარ დღეს ვაისი სულ სხვა თამაშს ათამაშებს რათა ისტორიაში ყველაზე მთავარი თამაშისთვის კოზირები არ გამოაჩინოს.ალბათ მაკედონიაც ასე მოიქცევა.ასეთი შანსი მოგვეცა ყველამ ჯიგარი უნდა ჩავდოთ.
ქართველი
14 ოქტომბერი 2020 12:57
0
ვფიქრობ, ვაისმა ისევ კაჭარავა უნდა დააყენოს თავდასხმაში და დაავალოს გუნდს მაღალი ბურთებით ამარაგონ მეტოქის საჯარიმოში, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს, არ არის საჭირო ვითომ რაღაც ნავარჯიშევი გათამაშებები რისგანაც მაინც არაფერი გამოდის. ნიკუშა წელზევით კარგად თამაშობს, თავითაცა კარგად ურტყავს და თუ რამეა სწორი კუთხითაც ისხლეტავს ბურთს კარისკენ. ქვილითაია ჯერ ისედაც ვერ წყვეტავს ვარსკვლავებს და მერე კიდე ვნახეთ, რო საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან.
giglia
14 ოქტომბერი 2020 11:09
3
თორნიკე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის, რადგან მაინც ხასიათის მოთამაშეა და სტაბილურობა აკლია. შეუცვლელი კი სამი ფეხბურთელი გვყავს - კანკავა, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია... დღეს ორი მათგანი გარანტირებულად არ გვეყოლება და თუმცა დანაკლისი მაკედონიელებსაც აქვთ, ჩვენ უფრო გაგვიჭირდება და ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ... ბაბუცა პატარაიას ჩათვლით.. პირადად მე, გასაგები მიზეზების გამო, სომხებთან მატჩი უფრო პრინციპულად მიმაჩნდა, ვინემ დღევანდელი და რატომღაც მგონია, რომ დიდად არც მაკედონიელები შეგვაკლავენ თავებს...
მ.ტ.
14 ოქტომბერი 2020 13:38
1
აბა კაცო. ვაისი დიდი სტრათეგი და ტაქთიკოსია, ხელფასის გასამმაგებას იმსსახურებს))) ერთი 30 ლაიქაც მოსჩხე შენს კომენარს კიდევ და აშენდება სოფელი)))
მიშა-ს
14 ოქტომბერი 2020 15:42
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული