ჩრდილოეთ მაკედონიასთან ოქრიაშვილიც ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 33 /
იმედია ნიჩიას მაინც ითამაშებენ და არ წააგებენ .. მაინც მაკედონია მგონია მოიგებს მარა იმედი მაინც არის ნიჩიის.
ძგიბა
14 ოქტომბერი 2020 16:15
3
სახელი მაგარი შეგირჩევია:)
:)
14 ოქტომბერი 2020 21:30
0
აბა კაცო. ვაისი დიდი სტრათეგი და ტაქთიკოსია, ხელფასის გასამმაგებას იმსსახურებს))) ერთი 30 ლაიქაც მოსჩხე შენს კომენარს კიდევ და აშენდება სოფელი)))
მიშა-ს
14 ოქტომბერი 2020 15:42
6
ისეთი პირი უჩანს გოლის გატანა გაგვიჭირდება და სავარაუდოდ ვერ მოვიგებთ ამ თამაშს.
ასეთ პირობებში ხვიჩას ჯანმრთელობით გარისკვა ღირს როო 12 ნოემბრის მატჩის წინ უშუალო კონკურენტებთან? მასზე ხომ ნამდვილად ინადირებენ მაკედონიელები, რომ მწყობრიდან გამოიყვანონ თანაც ხანგრძლივად
inviz9
14 ოქტომბერი 2020 15:41
2
თორნიკე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის, რადგან მაინც ხასიათის მოთამაშეა და სტაბილურობა აკლია. შეუცვლელი კი სამი ფეხბურთელი გვყავს - კანკავა, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია... დღეს ორი მათგანი გარანტირებულად არ გვეყოლება და თუმცა დანაკლისი მაკედონიელებსაც აქვთ, ჩვენ უფრო გაგვიჭირდება და ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ... ბაბუცა პატარაიას ჩათვლით.. პირადად მე, გასაგები მიზეზების გამო, სომხებთან მატჩი უფრო პრინციპულად მიმაჩნდა, ვინემ დღევანდელი და რატომღაც მგონია, რომ დიდად არც მაკედონიელები შეგვაკლავენ თავებს...
მ.ტ.
14 ოქტომბერი 2020 13:38
1
დარწმუნებული ვარ დღეს ვაისი სულ სხვა თამაშს ათამაშებს რათა ისტორიაში ყველაზე მთავარი თამაშისთვის კოზირები არ გამოაჩინოს.ალბათ მაკედონიაც ასე მოიქცევა.ასეთი შანსი მოგვეცა ყველამ ჯიგარი უნდა ჩავდოთ.
ქართველი
14 ოქტომბერი 2020 12:57
0
tu tavdasxmelis dayenebas gegmavs jobia kacharava ibrdzvis mainc. magram tu davdasxmels daayenebs vakos odnav qvemot chamoweva mouwevs da es mtlad kargi araa radgan vakos uchirs artmevebze tamashi. jobia win xvicha vako da shengelia daayenos. dacvashi cota gagvichirdeba. shemadgenloba amovikitxe da arc kakabadze gvyavs? mtelii nakrebi klubebshi wasula
bacho
14 ოქტომბერი 2020 12:56
0
დღის ბოლომდე კიდევ დიდი დროა, მოასწრებენ ალბათ კიდევ უკან გუნდებში წასვლებს და ტრავმებს
jer kidev droa
14 ოქტომბერი 2020 12:37
16
არც-თუ მრავალი წლის წინ, ერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნა, ლამის ტრაგედიად აღიქმებოდა და ჩვენი, გულშემატკივრების კომენტარებშიც მომენტალურად ჩნდებოდა პესიმისტური ტონი.
ეხლა კი, ამდენი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ არჩევანი იმდენია, რომ ლამის ყველას გვაქვს ნაკრების საკუთარი ვერსია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ნაკრების წარმატების და მოდით ვთქვათ, ვაისის კარგი მუშაობის.
მიშა
14 ოქტომბერი 2020 12:03
9
სისულელე-ს
დიდი ტაქტით არ გამოირჩევი და არც იმსახურებ პასუხს. უზრდელობების წერაში კი ვერ გაგეჯიბრები. მაჯობებ.
ბრაზილიის ნაკრები 1962 და 1966 დიდად არ განსხვავდებოდა შემადგენლობით, მაგრამ პირველ ჯერზე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მეორედ კი ჯგუფში ჩარჩა. რეჰაგელის საბერძნეთის ნაკრები კი სულაც არ წყვეტდა ვარსკვლავებს ციდან, მაგრამ გეცოდინება რა შედეგსაც მიაღწია.
შენ თუ ვაისი არ მოგწონს, შენი საქმეა, მაგრამ ზრდილობა კი უნდა გქონდეს იმდენი, რომ უცხო ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენო.
შენი სახელი კი მომეწონა, არ დავმალავ. :)
მიშა
15 ოქტომბერი 2020 07:39
0
ყველაფერში გეთანხმები გარდა "ვაისის კარგი მუშაობის" ამ ბოლო წინადადებისა. :)
Gerge
14 ოქტომბერი 2020 14:15
1
ყველა გამოხმაურება
კანკავას,კაშიას და ოქრის არყოფნა,(ჩაკვეტაძეზე აღარაფერს ვამბობ)ძალიან დიდი დანაკლისია.აქამდე ეს ბიჭები იყვნენ გუნდის ხერხემალი და მათზე იგებოდა დანარჩენი გუნდი.ოქრის ,პირველი თამაშის წინ უკვე ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სამი თამაშის ჩატარება რომ ვერ შეძლო,გასაკვირი არ არის.კანკავას გაფრთხილება იყო ძალიან გულდასაწყვეტი,სამი წუთის შემდეგ შეცვალეს.დაღლილობის გამო დაუშვა ის შეცდომა.ერთ კვირაში სამი თამაში,მართლაც ნამეტანი დატვირთვაა,მაკედონიაც ტრავმებით გაივსო,ჩვენც და ინგლისის ჩემპიონატშიც ხომ ვხდავთ,რამდენი ტრავმებია ხოლმე საახალწლო საგიჟეთის დროს.ასეა თუ ისე,ნაკრები ყველა რგოლში გამოცდილი ლიდერების გარეშე დარჩა და ძალიან საინტერესოა,შეძლებენ თუ ვერა ძირითადში პრეტენზიის მქონე ბიჭები,თამაშის თავის თავზე აღებას.შენგელია ძალიან მომეწონა და იმედია შეძლებს მთელი ძალით თამაშს.მან ჩვენი შეტევა საგრძნობლად ააჩქარა.ამასთან კვარაცხელიაც თავის ფლანგზე გადმოვა და თუ თავდასხმის ცენტრში დაყენებული კაცი,ცოტას ივარგებს,მომენტებს აუცილებლად შეუქმნიან დასარტყმელად.მაკედო0ნია უპირველესად წინა ხაზით არის ძლიერი,შორიდანაც კარგად ურტყავენ,სტანდარტულებიც კარგად აქვთ დამუშავებული და ტექნიკურებიც არიან,ასე რომ ჩვენ დაცვას ძალიან მძიმე თამაში ელის და რამდენად გაართმევენ თავს,ამაზეა დამოკიდებული მატჩის ბედი.კანკავას სრულფასოვანი შეცვლა,დღეისათვის არა მგონია ვინმეს შეეძლოს საქართველოში,მაგრამ ბიჭები ურთიერთ დახმარებით,თავს უნდა გადაახტნენ.თუ ამ თამაშს შედეგიანად,თუნდაც არ წავაგებთ,მერე უკვე შანსები გვექნება ჯგუფში გამარჯვებისათვის ვიბრძოლოთ.ვფიქრობ ყაზაიშვილს ძირითადში არ დააყენებს და მეორე ტაიმში,თამაშის გაძლიერებას,მისი დახმარებით შევეცდებით.გვილიამაც ძალიან უნდა ივაჟკაცოს.აბურჯანიაც ძალიან დაგვაკლდება,მაგრამ მთლიანობაში მაინც იმედიანად ვარ.ხსნა მოწინაღმდეგის კართან უნდა ვეძებოთ და ასეც იქნება.წარმატებები ბიჭებო!აჩვენეთ მაკედონიელებსაც,ჩვენც და ვაისსაც,რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეგიძლიათ და არავისზე ნაკლებნი არა ხართ.
სოსო
14 ოქტომბერი 2020 11:52
1
ვფიქრობ, ვაისმა ისევ კაჭარავა უნდა დააყენოს თავდასხმაში და დაავალოს გუნდს მაღალი ბურთებით ამარაგონ მეტოქის საჯარიმოში, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს, არ არის საჭირო ვითომ რაღაც ნავარჯიშევი გათამაშებები რისგანაც მაინც არაფერი გამოდის. ნიკუშა წელზევით კარგად თამაშობს, თავითაცა კარგად ურტყავს და თუ რამეა სწორი კუთხითაც ისხლეტავს ბურთს კარისკენ. ქვილითაია ჯერ ისედაც ვერ წყვეტავს ვარსკვლავებს და მერე კიდე ვნახეთ, რო საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან.
giglia
14 ოქტომბერი 2020 11:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული