PREVIEW: ჩრდილოეთი მაკედონია - საქართველო

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეერკინებიან. შესაბამისად, დღევანდელ მატჩს, სატურნირო მდგომარეობის გარდა, პრინციპული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

C დივიზიონში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. 3 ტურის შემდეგ 5-5 ქულით პირველ ორ პოზიციას დღევანდელი მეტოქეები ინაწილებენ, მე-3 ადგილზე კი სომხეთის ეროვნული ნაკრებია (4). 

მასპინძლების სათამაშო ფორმა ოპტიმალურია. ოფიციალური შეხვედრების ეგიდით "წითელი ლომები", აგერ, უკვე 5 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს. დროის ამ
პერიოდში მათ 9 გოლი გაიტანეს, საპირისპიროდ კი 6 გაუშვეს. გასულ ტურში, იგორ ანგელოვსკის ბიჭებმა ესტონეთთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს და წაგებას გადაურჩნენ. გუნდმა ორბურთიანი დეფიციტი მატჩის უკანასკნელ 10 წუთში აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

მაკედონიელთა დანაკლისი საკმაოდ სოლიდურია. მასპინძლებს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ესპანური "ლევანტეს" ჩამშლელი ენის ბარდი ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მასთან ერთად ვერ ითამაშებს "ნაპოლის" ფეხბურთელი ელიფ ელმასიც. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემთხვევაში, ამ მხრივ, სერიოზული პრობლემებია. შესაბამის მიზეზთა გამო სტუმრებს პრინციპულ შეხვედრაში ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი გამოაკლდათ. ჯაბა კანკავამ სომხებთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო გაფრთხილებათა დასაშვებ ლიმიტს გადააჭარბა და დღეს გუნდს ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს. ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და გიორგი აბურჯანია კი ტრავმის გამო იუქმებენ. ლაზარეთს შეუერთდა თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელიც მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა.

მიუხედავად ამისა, სომხეთის წინააღმდეგ სლოვაკი სპეციალისტის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ თამაში კარგად გამოსდით. გუნდმა, პრაქტიკულად, "მეორე შემადგენლობით" ითამაშა, თუმცა მეტოქეს საკმაოდ ორგანიზებული და შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირა. 

ორივე გუნდი აღნიშნულ დაპირისპირებას ძალიან სერიოზულად განიხილავს. სიმბოლურია, რომ გასულ ტურში როგორც ჩრდილოეთ მაკედონიამ, ისე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშეები დაასვენა, რათა დღევანდელ შეხვედრაში უნარების რეალიზება 100%-ით მოახერხონ.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩრდილოეთი მაკედონია: სისკოვსკი - ველკოვსკი, ბეითულაი, ალიოსკი, რისტოვსკი - ადემი, ნიკოლოვი, ელმასი, ტრაიკოვსკი - პანდევი, ნესტოროვსკი.

საქართველო: ლორია - დვალი, გრიგალავა, კვირკველია, ჯიღაური - კვეკვესკირი, დაუშვილი - შენგელია, გვილია, კვარაცხელია - ყაზაიშვილი.

საინტერესო ფაქტები

  • ჩრდილოეთი მაკედონია საკუთარ არენაზე სტაბილურად კარგად თამაშობს. გუნდმა სკოპიეში ჩატარებული უკანასკნელი 12-დან 10 დაპირისპირება მოიგო. საინტერესოა, რომ 6 შეხვედრაში ანგელოვსკის შეგირდებმა პირველი გოლი მატჩის პირველ მეოთხედში გაიტანეს.
  • ბალკანელებმა შინ ჩატარებული ბოლო 4-ივე მატჩი წარმატებით დაასრულეს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ 3 შემთხვევაში მატჩთან ერთად, პირველი ტაიმიც მოიგეს.
  • მასპინძლებმა საკუთარ არენაზე პირველი ტაიმი ბოლოს 2016 წელს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან დათმეს.
  • საქართველოს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2მ, 2ფ).
  • ერთა ლიგის ეგიდით, "ჯვაროსნებმა" უკანასკნელი 10-დან 9 შემთხვევაში მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

altვაისი: გამარჯვების მოსაპოვებლად და პირველ ადგილზე გასასვლელად ვიბრძოლებთ

altანგელოვსკი: საქართველოსთან ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადებით და არა ერთი თვის შემდგომისთვის

altპანდევი: რიტმი ჯოჯოხეთურია - საქართველოსთან გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
აუცილებლად მოვიგებთ .
buxrika
14 ოქტომბერი 2020 21:26
0
მოკლედ დღეს ვაგებთ ძმებო და არ გვინდა ზედმეტი კრიტიკა. მთავარია ის თამაში მოვიგოთ....
Zaza
14 ოქტომბერი 2020 21:10
5
დავითაშვილი? კი აუცილებლად! ეგ დაიწყებს პირველ ტაიმს და მერე პაპუნაშვილი შეცვლის, მაგრამ შეუძლება ისე მოხდეს არაბიძე დაააყენოს ძირითაში.... ნუ რავიცი ასე წითაგრძნობა მაქ!!! :D
Vasili
14 ოქტომბერი 2020 21:04
1
მოგება ჯვაროსნებს,,, რომელ არხზეა?
KAXAKAXI
14 ოქტომბერი 2020 20:50
0
თუ მოგება გვინდა შენგელია 90 წუთი. თავგატეხილმა 2 საგოლე სიტუაცია შექმნა და ისე რას იზამდა. ჩაკვეს მერე კვარა და შენგელია 2 ტალანტია
ირაკლი
14 ოქტომბერი 2020 20:41
4
კვარაცხელია არავის მერე არ შეიძლება იყოს. ჯერ კვარაა და მერე სხვა რალანტები... შენგელია ძალიან კაი ბიჭია მაგრამ ტალანტისთვის ზედმეტად ბევრი თმა აკლია თავზე...
ზაზა
14 ოქტომბერი 2020 21:22
0
kakabadzis garda marjvena mzveli rom arsebobs nakrebshi ras itkvit? giorgi mchedlishvil magalitad ventspilidan gakachavda chemi azrit,zirkiani da fizikurad zlieri fexburtelia. daakenet davai jigauri marjvena mzvelad,somexma ra ukna tina tamashze ki davinaxet)))
qomagi
14 ოქტომბერი 2020 19:30
3
ოქრის გარეშე გაგვიჭირდება, ვაკომ უნდა აიღოს ლიდერობა თავზე. ლობჟანიძეს ან დავითაშვილს ძირითადს დავაწყებინებდი.
სულ2
14 ოქტომბერი 2020 19:12
10
თქვენთან ეტყობა პრეს არ მუშაობს და ტელეგრაფიც გათიშულია. დავითაშვილი როგორ უნდა ჩასვას ძირითადში?
ოზუზი
14 ოქტომბერი 2020 20:19
0
ტაისი ტრიუკბს დვიტარებს)))))))))))))
ტრიუკაჩი
14 ოქტომბერი 2020 19:05
5
ის გენიოსები სად ხართ რო ი ძახდით იიიიიი მეორე სასტავი რატო დააყენა იიიიიიიიიიიიიიი ვაისი გასაგდებია იიიიიიიი, ეეეეეეეეეეე კვარა რატო არათამააშა ბეეებეებეეეეეეეეე ვაისი გასაგდებიააიიიიიიი არ იცის ტრენერობაიი მე უფრო მაგირ ვარ მალი ლაკვეხელიანი და ბუდუიიიი სასტავშიიიიი... დაიმტვრა თუ არა ნახევარი გუნდი გენიოსებო.
semi
14 ოქტომბერი 2020 18:40
9
რო დაიმტვრა ნახევარი გუნდი, მაგიტო ვუკიჟინებთ რო ზივზივაძეც და ხარაიშვილიც მოიწვიოს და გააშინაუროს ნაკრებში. ბუდუზე კარგ სათამაშო და ფიზიკურ ფორმაში ცენტრ ფორვარდებში ნამდვილად არავინ გვყავს. არც ბუდუა ლუის სუარესი ნამდვილად მაგრამ ამ მწირ არჩევანში ყველას ჯობია
სულ2
14 ოქტომბერი 2020 19:15
4
ვაისის შემადგენლობას რა გამოიცნობს მაგრამ მე მაინც ასე მგონია: ლორია, ჯიღაური, ტაბიძე, კვირკველია, დვალი- კვეკვესკირი კიტე - ყაზაიშვილი, შენგელია, კვარაცხელია- ქვილითაია, ან შეიძლება ყაზაიშვილი დაასვენოს და გვილია დააყენოს
შოთა
14 ოქტომბერი 2020 18:25
2
ყაზაიშვილს მთელ დროს ალბათ არ აღამაშებს
ოზუზი
14 ოქტომბერი 2020 19:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული