ანგელოვსკი: საქართველოსთან ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადებით და არა ერთი თვის შემდგომისთვის

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში დაგეგმილ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. თუმცა, მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ხვალ იმ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ფინალში უნდა შევხვდეთ. დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

პირველად გვიწევს 7 დღეში 3 მატჩის ჩატარება. ამათგან პირველი უმნიშვნელოვანესი იყო (კოსოვოსთან - რედ.). მჭიდრო კალენდარი ესპანეთმა და იტალიამ გააკრიტიკეს და წარმოიდგინეთ ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მდგომარეობა.
შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს.

თამაში გავაანალიზეთ და შემდეგ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის ვემზადებით და არა იმ შეხვედრისთვის, რომელიც ამავე მეტოქესთან ერთი თვის შემდეგ გვიწევს. პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად გამარჯვება გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
და რატომ არის ჯგუფის რიგითი თამაში? შეიძლება ფინალს სხვა დატვირთვა აქვს და ევროპირველობის საგზური დევს სასწირზე, მაგრამ ბვჭურდება ჯგუფის მოგებაც. თუ ვერ მოვიგეთ ჯგუფი და მაღალ დუვიზიონში ვერ გადავედუთ , ისე ვერ განვითარდება გუნდი. მარტო ფინალურ ეტაპზე გასვლით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მე ასე ვფიქრობ. გადავხედოთ რაგბის, ...
ტარიელი
09:12 14-10-2020
0
ხვალ ვატკენთ ამათ ატვეჩაი ვარ
შაკო
22:27 13-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული