14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის ვეტერანი კაპიტანი გორან პანდევი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებიც მოედანზე გავლენ. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, მოტივაცია სჭირდებათ და უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვარ. მჯერა, ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის.
აქ ყველა ჩვენგანი ევროპირველობაზე გასასვლელად იბრძვის. რიტმი ჯოჯოხეთურია, რადგან 7 დღეში 3 მატჩი ძალიან ძნელი სათამაშოა. ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ".