ჩრდ. მაკედონია - საქართველო. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის დროით 22:45 საათზე ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დაიწყება ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის. ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი, რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი, კვეკვესკირი, დაუშვილი, ყაზაიშვილი, გვილია, კიტეიშვილი, ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვცდილობ მივხდე ვაისის ჩანაფიქრს,ლოგიკასაც ვპოულობ მაგრამ.. აბა ვნახოთ რა იქნება, მთავარია 60-65 წუთამდე არ ვაგაბედეთ, ან მაქსიმუმ ისეთი ანგარიში იყოს რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი არ იყოს.. სომხეთთან სასტარტოზეც იგივე რეაქცია გვქონდა..
ლაშა
14 ოქტომბერი 2020 21:54
0
და კიდევ ერთი რამ: როცა სისხლიან თავზე ბინტშემოხვეული ფეხბურთელი ისეთ კარგ მატჩს ატარებს, როგორიც სომხებთან შენგელაიას ჰქონდა, მწვრთნელი მას და ყველა დანარჩენს ეუბნება, რომ თავგამოდებასა და ნაჩვენები თამაშის ხარისხს აზრი არა აქვს, პრინციპულ მატჩში სასტავში მაინც "ლიუბიმჩიკებს" გაამწესებს. ეს ცუდად იმოქმედებს ბიჭებზე. 3 საყრდენს დააყენებს-მეთქი, ვივარაუდე, მაგრამ ოთხივეს თუ გაიყვანდა, რას ვიფიქრებდი. მაგარი კურდღელია ყველაფერთან ერთად!
ცოტნე
14 ოქტომბერი 2020 22:17
10
ვნახოთ როგორ წავა თამაში. აშკარად მე-2 შემადგენლობაა. თუ საჭირო გახდა გააკეთებს შეცვლებს!
aburjga
14 ოქტომბერი 2020 22:25
0
წავაგებთ 0-2, დაუშვილი და ქვილითაია არ არიან ნაკრების დონის.
შენგელია ისევ მოტეხა ამ იდიოტმა?
სააკაძე
14 ოქტომბერი 2020 22:01
6
ერთი ამიხსენით ქვილითაია სულ ზურგით რომ ცდილობს ბურთის მიღებას და არ გამოსდის და სულ ძირს აგდია რა სპორტია?
სააკაძე
14 ოქტომბერი 2020 22:26
1
ზურგბურთი ქვემოთ!))
Geo
14 ოქტომბერი 2020 22:52
0
ღადაობაა... შეხედეთ მაკედონიის შემადგენლობას, ვინც ყავდათ ყველა ძირითადის დააყენეს. ჩვენ წყობას ვერ ვხვდები, მარჯვნივ ვინ უნდა შეუტიოს როცა მაგ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი გყავს და არ აყენებ?
rati 74
14 ოქტომბერი 2020 21:51
1
კვარაცხელია ყაავს საერთოდ განაცხადში? ეს რა უბედურებაა, ხალხი უყურებს ხვიჩას ლამაზ თამაშს, ყავდეს ახლა ყაზაიშვილები ქვილითაიები და მარტო ვაისმა უყუროს თამაშს
მგელი
14 ოქტომბერი 2020 21:41
8
მიუხედავად შემადგენლობისა პოზიტურად ვარ განწყობილი წინ გამარჯვებისკენ!!
ჩორნა
14 ოქტომბერი 2020 22:02
0
ერთი რა მაინტერესებს რა. საქართველომ 12 ნოემბრის ფინალიც რომ მოიგოს (ღმერთმა ქნას, ბოლო ნაბიჯია)მაინც იფიქრებთ, რომ ვაისზე უკეთესად გესმით ფეხბურთი და რომ იდიოტია? სულ ერთი ნაბიჯია იქამდე და ჯერ ასე ფიქრობთ...:)
Valderrama
14 ოქტომბერი 2020 23:38
0
ვაისის მიზანია თბილისში მოიგოს ევროპაზე გამსვლელი მატჩი, რაც კნტრაქტით ევალება, მერე თუ მოიგო ოცნებამ, კიდე გაუგრძელებენ კანტრაქტს. და მართალიცაა, არ თხოვენ ამ ჯგუფის მოგებას ალბათ, თორე ეს რა შემადგენლობაა და აქედან გამომდინარე, შემადგენლობასაც მალავს და ბიჭებსაც არჩევს, სასტავს აყენებს რა სანოემბროდ. თან ფრეს გამაზავენ და . ეგაა. ვაისას არ ვამტყუნებ, როცა ფედერაციაა დაბალი დონე
ვასო
14 ოქტომბერი 2020 22:09
2
ახლა მიხვდით, რომ ინიციატივიანი ფეხბურთელები არ მოსწონს? კვარა კი არა მესი და რონალდუც რომ გვყავდეს, სასტავში მხოლოდ "უსტანოვკის" ბრმად ერთგულ ფეხბურთელებს იხილავთ. საქართველოს სჭირდება ანჩელოტივით ლაღი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელი და არა ტიპი, რომელიც გუნდში მხოლოდ კოლექტივს ხედავს, კოლექტივს კაშკაშა ინდივიდების გარეშე. ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ 99%-ით დარწმუნებული ვარ, თუ დღეს არ შერცხვა, ერთ თვეშიც გაგვაოგნებს სუპერსელექციით და ოცნებებსაც დაგვიმსხვრევს. კვარას მალავს კიდევ ძაან უსუსური არგუმენტია. ამ წუთას ყველაზე წარმატებული და რეზონანსული ქართველი ფეხბურთელია, მთელი რუსეთი მაგაზე ლაპარაკობს და ვაისი როგორ დამალავს. უფრთხილდება კიდევ ვერ გავიგე, თუ ფეხბურთი არ ითამაშა, ტრავმებს ვერ მიიღებს, ცხადია, მაგრამ თუ ფეხბურთი არ ითამაშა, კოსმონავტი ეგ არ არის, მარსზე ფეხის დადგმით გვასახელოს. მომხდარა, რომ ელ-კლასიკო გამართულა მიჯრით, თასზე და ლა ლიგაზე და ნახევარმილიარდიანი მესის შენახვა არ მოსვლია თავში არავის, ხალხო!
ცოტნე
14 ოქტომბერი 2020 22:06
10
ტყემალზე ყოფნას სჯობია, რაც გინდა ილაპარაკე - ერთი ფასი აქვს.
ლევანი
14 ოქტომბერი 2020 22:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული