ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. აშკარაა, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში,
დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, ველკოვსკი, რისტევსკი, რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი, კვეკვესკირი, დაუშვილი, ყაზაიშვილი, გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გინდათ მწვრთნელთან, ყველას მისცა საშუალება თამაშის. კარში დამრტყმელი არავინაა კვარაცხელიას გარდა. ვაისი ხო არ დაარტყამს კარში მათ მაგივრად.
დაანებეთ ვაისს თავი
00:47 15-10-2020
1
Kidev msajebma gagvwires ar shizleba ese uchivlet ra kaachmaxes saqme
Toko
00:43 15-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული