საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
რა მოითმენს 12 ნოემბრამდე, ეხლა ვარ აჟიტირებული და იმ დღეს რა დამემართება არ ვიცი. ნაკრების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ 30 წლის გამნავლობაში. მიუხედავად მრავალი წარუმატებელი თუ საზიზღარი თამაშისა ჩემთვის ყოველთვის მთავარი საგულშემატკივრო გუნდი ჩვენი საფეხბურთო ნაკრები იყო და იქნება.
წარმომიდგენია რა განწყობა და მოლოდინია თავად ფეხბურთელების გულებში. ასე რომ დარწმუნებული ვარ ყველა მაქსიმუმს დადებს და გავიმარჯვებთ. ყვლა გულშემატკივარს გთხოვთ, მიუხედავად დამსახურებული კრიტიკისა მთავარ თამაშამდე თავი შევიკავოთ მწვრთნელის და ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკისგან. ახლა ყველა ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფედერაცია, მთავრობა და გულშემატკივრები ერთი გუნდი უნდა გავხდეთ და სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ.
rati 74
16 ოქტომბერი 2020 11:54
0
კომენტარი უკვე მიღებუ ლი ააააააა.,
დეელოდე მალე გამოქვეყ ნდე ბაააა.,
ჩათვალე, რომ ვითამ მოგე ბუ ლი ააა?
ხუთ წუთში, რომ თამაშში და ნებ დე ბააააა,
ვახ! რა იყო? ეს რამდენ ხანს, ვე ლო დეეეე?
ვახ! რა გვიყვეს, ბურთი გადა, გვა, ფხრი წეს?!!
ეს კადრებიც მაღლა თაროს შე მო დეეე,
დაველოდოთ, პაწა ხანი გე ვი დეს......
===============================
ვახ რა გვიქნეს, თავზე გადაგვაფხრიწეს,
გასკდა გული, პაწა ხანი გე ვი დეს...დაიწო ჯიგარი დაიწო სიმოოონ!!!

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16 ოქტომბერი 2020 00:10
12
მგონი ფულიცერის პრემიაზე წარსადგენია ეს თქვენი ბრწყინვალე ლიტერატურული პასაჟი
ოზუზი
16 ოქტომბერი 2020 10:34
0
ეს თამაში ვაისის წაგებულია .
სრული პასუხისმგებლობა ვაისზეა და შესაბამისად ვინც ის მოიყვანა ნაკრებში .
ბესო
15 ოქტომბერი 2020 19:20
14
არ ვიცი სინამდვილეში როგორაა,მაგრამ ვაისი მენტალურად ლუზერის ფსიქოლოგიას ავლენს და ეს გუნდზე გადამდებად მოქმედებს.როცა 10 კაციან უსუსურ მეტოქესთან ბოლო 5 წუთში 6 მცველით აპირებ მოგებას,როცა ფარჩაკ(ამ თამაშში) სასომხეთთან გუნდის ყოჩი გაგყავს და დაუშვილი შემოგყავს- ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს,რომ ძალიან მშიშარა ხარ
BOSS
15 ოქტომბერი 2020 17:57
4
ამბობენ ძლიერებს უმართლებთო, მაგრამ ასეთ გუნდს როგორიც მაკედონიაა რატომ უმართლებს? გასაგებია რომ ჩვენმა ნაკრებმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ესტონეთთან 3-1 ამოქაჩეს ეხლაც კაცნაკლულმა პენალტი მიიღეს საჩუქრად.სომხებსაც ბოლოში დაუტანეს თუ სწორად მახსოვს. ეს რა იღბლიანი გუნდი ყოფილა! არ უშავს სულ ხომ არ გაუმართლებთ. 12 ნოებერს ყოფა გეტირებათ! მაგრად გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ ევროპაზე უფრო უკეთესი დამსახურებული გუნდი გავა. რაც არ უნდა აკრიტიკო ნაკრები ჩვენი ნაკრები მაკედონიას მაინც ვჯობივართ. სულ რომ არაფერი ხვიჩასნაირი ფეხბურთელი მანდ არც დაიბადება
დავით 67
15 ოქტომბერი 2020 16:58
0
ჩემი აზრით იმიტომ უმართლებს ჩვენზე მართალია ცოტათი, მაგრამ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავთ. უკეთეს ჩემპიონატებში და კლუბები თამაშობენ რაც მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი ფეხბურთელები არიან გამოცდილებაზე და კლასზე აისახება. ისე სასაცილო არ არის, რომ კანკავა ტობოლში, კვარა რუბინში, კვირკველია როტორში და ოქრი ანორთოსისში თამაშობს, ხოლო არაფრით გამორჩეული მაკედონიელები სერია ა-ში და პრემიერ ლიგაში.
H
16 ოქტომბერი 2020 10:09
0
zas-ს! კი გეთანხმები, მაგრამ ხომ ამტკიცებს. ყოველ მატჩს დიდი მონდომებით ატარებს და გამოსდის კიდეც. უკეთესი თანაგუნდელები რომ ჰყავდეს ხომ ვაბშე...
დავით 67
16 ოქტომბერი 2020 02:15
0
ყველა გამოხმაურება
მე მგონია ერლინგ ჰალანდს ისე არ აფეტიშებენ როგორც კვარას არა და ტიპმა ბოლო 6 სანაკრებო შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.არც თუ სუსტ ნაკრებებთან შეხვედრაში.
me
15 ოქტომბერი 2020 16:10
0
სადაც გასამარჯვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...
....
15 ოქტომბერი 2020 15:43
5
მოსაგები თამაში იყო. საქართველომ მეორე ტაიმი მეტოქეს აჯობა, სანამ კაცს გაუგდებდნენ მაკედონიას მანამდეც ჯობნიდნენ ჩვენები, არა უშავს თბილისში უნდა მოუგოთ მესამე ცდაზე.ნახევარდაცვაში ყაზაიშვილი იყო კარგი მაგრად ითამაშა, სომხეთთანაც კარგად ითამაშა მან, ბელორისთან კი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე,ყაზაიშვილი ნკრებისთვის ერთერთი წამყვანი ლიდერია და ის თუ კარგ ფორმაში იქნება 12 ნოებერს ნაკრებისთვის კარგი იქნება,იმედია ამერიკიდან ევროპაში გადმოვა სათამაშოდ და რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში და კლუბში მოხვდება, თუ ასე იქნება მისთვის და ნაკრებისთვის იქნება სასარგებლო.დაცვის ცენტრში კვირკველია -ტაბიძის წყვილი ძალიან საიმედოდ მოქმედებდა თითქმის შეცდომებს არ უშვებდნენ ფალანგებიდან კი პრობლემები უხვად გვქონდა ვინაიდან არც ჯიღაურია მარჯვენა მცველი და რც დვალი არის მარცხენა მცველი,მარჯვნივ კაკაბაძე დაბრუნდება და პრობლემა მოიხსნება, აი მარცხენა მცველები კი გვიჭირს,თუმცა აქაც არ შეიძლება ავსტრიაში გადასული კერძოდ კი ვოლფსბერგში გიორბელიძე რომელიც ალბათ ტრამვას მალე მოირჩენს ყურადგების მიღმა დატოვონ, აგრეთვე უგრეთში წასულმა ლაკვეხელიანმა ძალიან მოუმატა და კიდევ უფრო განვითარდება თუ შრომას გააგრძელებს.ეს ორი მარცხენა მცველი ნაკრებს სამომავლოდ ძალიან გამოადგება.
ziko
15 ოქტომბერი 2020 15:35
0
სადაც გასამარცვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...
....
15 ოქტომბერი 2020 15:31
1
არ ვიცი ამას რა ქვია.ერთი და იგივე შეცდომა რამდენჯერ უნდა დაუშვას გუნდმა?მატჩამდე რომ ვინმეს ეთქვა ფრეზე თანახმა თუ იქნებიო,მივესალმებოდი.მაგრამ,როცა თამაშიდან გამომდინარე მეტოქეზე უკვე ზეწოლას ახდენ და თან ანგარიში მიგყავს,ეს უკან დახევა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში რა უბედურებაა.10 კაციან მეტოქეს რომ მის ნახევარზე ეთამაშო ამაზე მეტი თავდაცვა რაღა გინდა? მეტოქე თითქოს დაბნეულიც ჩანდა უკვე.ასეთ დროს კი სტანდარტი ერთადერთი შანსია გუნდისთავის,რომელიც მიიღეს კიდეც და გამოიყენეს.
დამწუხრებული გულშემატკივარი
15 ოქტომბერი 2020 15:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული