საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ ორ შეხვედრაში გასამარჯვებლად არ ეყო კლასი,სულ ესაა!!!
!!!
15 ოქტომბერი 2020 03:55
7
რა ცოტა რამეააა:))
oxxxx
15 ოქტომბერი 2020 10:06
2
კი, ოღონდ ინდივიდუალური კი არა, გუნდური კლასი. ეს კი მწვრთნელის ბრალია.
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 08:42
3
რა გჭირთ ხალხნო რა გადაუარეთ ვაისს.კაკაბაძე,კაშია,ხოჭოლავა,კანკავა,ოქრიაშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია და მესამე წუთზე კიტეიშვილი.8 ფეხბურთელი გვაკლდა და მსაჯის დამსახურებით ფრე ვითამაშეთ.ასეთი პენალტი რავიცი მე არ მახსოვს სადმე დაენიშნოთ,აშკარად დაეხმარა მსაჯი.ორივე თამაშში ბოლო წუთზე პენალტით.აშკარად უიღბლობის მომენტია.ფინალშიც გავედით და დიდებული შანსი გვაქვს ამ ჯგუფშიც პირველზე გავიდეთ.რისთვის იშლით ნერვებს და ლანძღავთ მწვრთნელს.ეს მისი დაყენებული გუნდია და სხვა არავისი.თქვენ ყველა თამაშის მოგება გინდათ,ევროგრანდი ვართ?
master
15 ოქტომბერი 2020 03:14
15
მსგავსი კომენტარების ავტორთა უმრავლესობა სტადიონზეც არ არის ნამყოფი... უბრალოდ "ბოღმა" ახჩობთ.
tngh
15 ოქტომბერი 2020 09:53
2
ორივე თამაშში დაგვაკლდა კლასი.
სომხეთთან ხელით თამაში ნამდვილად იყო,
გუშიბდელი პენალი კი მაინც უკლასპბის შედეგია და ნაწილობრივ ვაისის ბრალი, ბოლო წუთებზე 2 მცველის დამატებამ გამოიწვია ის გაურკვეველი ზედა ხორა ბურთზე (დაცვა აირია ძალიან). მსაჯმა გაატარა მეტოქის მხრიდან თავის სიმაღლებდე აქნეული ფეხი და 4-მა ქართველმა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ქვევიდან წაერტყათ ფეხში, თავით თამაშის იმიტირება, მაინც, რომ გაეკეთებინათ მსაჯს შანსი არ ექნებოდა. ისე არც მეტოქეს ქონდქ შანსი იქედან დარტყმის. ამიტომ ჩვენს შეცდომებს მივხედოთ და ვეღარ გაგვიბედავენ მასეთ პენალებს, ახლა კი ფსიქოლოგიური უპირატრსობს მათ გადავაბარეთ და სტიმული მივეცით,
თავო და თავო
15 ოქტომბერი 2020 07:34
1
არა რა ეს კაცი არ ვიცი,ძალით აკეთებს თუ რას შვება.ჯერ სასტავში არ შეიძლება რამე ისეთი არ გააკეთოს რომ არ გააკვირვის გუკშემატკივარი.მერე 10კაციან გუნდთან ანგარიშის შენარჩუნებაზე რომ დაიწყებ თამაშს,ორ მცველს რომ გამოიყვან,რომლებიც ნამდვილად აღარ არიან ნაკრების დონის, ამას რა ქვია... საერთოდ ფეხბურთში არ არსებობს მეორე ხარისხოვანი რამ.ე.ი.არცერთი ჩვენს მიერ ჩაწოდებული აუტი,ჩვენიანს არ მისდის.როგორ შეიძლება ასე ბურთის დაკარგვა.ყველა უფრთხილდება ბურთს,ჩვენ კიდე ასე ვაბარებთ მეტოქეს,რომელსაც მოყვება ვინ იცის რა....და ასეთი კომპონენტები არის ძალიან ბევრი.არა რა,უნდა გაუშვან ესკაცი,დიდი მადლობის მოხდით
კახა ქ.
15 ოქტომბერი 2020 02:52
13
ამ ტურნირზე ორ გუნდს არ აქვს წაგება ჩვენ და პორტუგალიას,ხალხნო რა გჭირთ რას ფილოსოფოსობთ ,რატო არ მოგწონთ? მემგონი აქ ფებურთის მოყვარული ცოტა ადამიანია!
თეოფა
15 ოქტომბერი 2020 02:24
24
სწორია ასეთი ფეხბურთის მოყვარული ცოტაა... რეალურად აღმქმელი მეტი
mirosan
15 ოქტომბერი 2020 10:08
0
არა უშავს ძმებო გულდაწყვეტილები ვართ ყველა მარა მთავარ ბრძოლას მოვიგებთ დარწმუნებულები ვართ უკვე ყველანი. მჯერა ჯგუფშიც ვიპირველებთ, მაკედონია მეორეჯერ ვერ მოუგებს სომხებს, თუ არა და სახლში გვაქვს ორივე თამაში და ბურთებსაც გამოვასწორებთ.
ყველანი ვხედავთ ამ სამ თამაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და რანაირი შემადგენლობით აღარ ვითამაშეთ მარა ჩავარდნა კი არა ყველა თამაში გამართულად ვითამაშეთ. ჩვენ უკვე საშუალო დონის ევროპული გუნდი გვყავს და ეს ვაისის დამსახურებაა. მეც და ბევრი თქვენთაგანც სულ ვაკრიტიკებდით მას. ფაქტი სახეზეა ამ ჯგუფშიც პირველობა გვინდა და ვიქნებით კიდე აუვცილებლად. მოვიგონოთ ვისაც მოკლე მახსოვრობა გვაქვს სად ვიყავით?
მადლობა ბიჭებს და ვაისს. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ!!
G.LA
15 ოქტომბერი 2020 02:11
6
შენ ფეხბურთთან აშკარად მწყრალად ხარ ჩემი ძმა.... თორე გეცოდინებოდა რო კაცნაკლულ მეტოქესთან დაცვას მხოლოდ იდიოტი თუ გააძლიერებს ზამენით
oxxxx
15 ოქტომბერი 2020 10:10
4
რამდენიც გინდათ დაუყვავეთ "ძაან გულშემატკივრებმა", მაგრამ 10 კაცით დარჩენილ გუნდთან დაცვაში ჩაჯდომა არის სირცხვილი. უკვე ზედიზედ მეორედ გაგვიგორა ფრე კაცნაკლულმა მაკედონიამ და ნოემბერში ისევ თუ არ გაუგდეს კაცი მერე რას ვშვრებით!?
კვარა
15 ოქტომბერი 2020 02:07
8
ვაისმა და ფედერაციამ სომხეთთან რაც გააკეთეს ეგ ღალატია! დაუწვენე სომხებს წინასწარ შეთანხმებული ფრე ითამაშეს! სპეციალურად დააყეენს მეორწ სასტავი!
სომხებთან მოგებით დღეს პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ვაისი სუსტი მწვრთნელია დღეს კიდე რა თამაში ვერ მოიგო
1
15 ოქტომბერი 2020 01:56
23
ხო ვაისმა ვერ მოიგო! სულ ველოდებოდი ეხლა შევა შეცვლაზე და შეაგდებს თქო, მაგრამ შარვალ-კოსტუმს ვერ შეელია. თქვენით იგონებთ ამ "დაგავარნიაკებს "? მეც მითხარით რა...
დავით 67
15 ოქტომბერი 2020 04:55
7

ყველაფერი ყველაფერი... რაც ითქვა და რაც არ ითქვა, მაგრამ ვინმემ იცით პენალტი რატომ დაგვიდეს? და კვარაცხელია რატომ გაგვიხდა სანატრელი სასტავში ბოლო ორი თამაში??? ...
მახვში
15 ოქტომბერი 2020 01:55
0
რატომ ჩერდება გუნდი ბოლო წუთებზე? ერთხელ და სამუდამოდ მიხვდით, რომ თამაში უნდა დამთავრდეს და მერე დაისვენოთ. ეს თამაში წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა და არავინ სხვამ! შემთხვევით არ დამიწერია, სომხებთანაც და ეხლაც, წააგეს.
100%
15 ოქტომბერი 2020 01:53
2
Kacharava ro ar yofiliyo kvara meores gaitanda. Ofsaidshi ar unda iyo da tu xar ar unda itamasho burtze. Patarpatara detalebi gansazgvravs shedegs
Dima
15 ოქტომბერი 2020 01:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული