ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
კიტეიშვილის ტრამვის საკითხი გაარკვიეთ რა ჟურნალისტებმა.
რასაც ვუყურებ გვილიას იმედი არ უნდა გვქონდეს, ძალიან მოკლებული აქვს, ვერც ართმევაზე ივარგა, ვერც პასი და ვერც დარტყმა. ამიტომ კიტე გვჭირდება 12-ში.
rati 74
15 ოქტომბერი 2020 09:00
0
რას ერჩით ვაისს ვერ გავიგე?მოხდა ასე,შეცდა ჩვენი დაცვა.და ამაზე გავუშვათო ვაისი.ექსპერიმენტალური შემადგენლობით ახერხებს გუნდი წაუგებელ სერიას.ვაისზე უკეთესი ნაკრების მწვრთნელი არც გვყოლია.ფინალიც გვაქვს და ჯგუფშიც დიდი შანსია პირველი ადგილის.რა პრეტენზიებია ამ დროს მწვრთნელთან?!თამაშის ხარისხი?!ვერ ატყობთ ცვლილებებს?ძალიან მაგარი პოტენციის ნაკრები გვყავს.კარგი ახალგაზრდებით.ველოდები მამარდაშვილს კარში.
ელდარი
15 ოქტომბერი 2020 22:04
1
მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ რომ გუნდის ერთადერთი დალაგებული ნაწილი არის ცენტრალური დაცვა და ჩამშლელი ფეხბურთელი კანკავა, აქ დამთავრდა ჩვენი ფეხბურთელების საიმედოობა. დაცვის მარჯვენა ფლანგი და მარცხენა ფლანგი დიდ პრობლემას ქმნის, თუ კაკაბაძე დაიმტვრა შემცვლელიც არ გვყავს ხოლო მარცხენა მცველი ფაქტობრივად არ გვყავს და ხან ვინ დგას ხან ვინ. იგივეა ფორვარდის პოზიციაზეც, სანამ მჭედლიძე ფორმაში იყო უალტერნატივო ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ გოლი არ გაქონდა ოთაბრძოლების 90 % იგებდა და პასიც არ დაეწუნებოდა. ეხლა გამოჩნდა კვარა, მაგრამ ეს ბიჭიც ახალგაზრდაა, იგივე გუშინაც 3 ჯერ უწყინარ მომენტში დაკარგა ბურთი და პენლაიც მაგის დაკარგვას მოყვა. ჩაკვე, ყაზაშვილი და ოქრი თუ ფორმაში არიან რაღაცას გავს მაგათი თამაში თუ არადა რასაც თამაშობენ ვხედავთ ყველა. ეხლა შევაჯამოთ გვყავს მეტნაკლებად ნორმალური ფეხბურთელები კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, ყაზაიშვილი ოქრიაშვილი, შენგელია, კიტეიშვილი (უფრო ზამენა თუ სხვები ფორმაში არიან), საუკეთესო ფეხბურთელი და უალტერნატივო ჩვენისთანა ქვეყნისთვის კანკავა, ჩაკვე და კვარა. 13-14 ფეხბურთელი გვყავს სულ რომლებიც რაღაცას ფაფხურობენ აქედან კიტე, კაკაბა, ოქრი, ჩაკვე, კაშო, დამტვრეულია ყაზაიშვილი ფორმაში არაა კანკავა დისკვალიფიცირებული, შენგელია თავ გატეხილი, ხოჭოლავა კორონიანი, 10 ფეხბურთელი არ გვყავდა ფაქტობრივად და ბიჭები აუტსაიდერები არსად ყოფილან, პირიქით ვიძახით უნდა მოგვეგოო და რაღას ემდურებით ამ ვაისს? მშვენიერი ტრენერია, ქეცბოს რო ითხოვთ ნაკრებში დაკავიწყდათ ალბათ მაგის ნათამაშები ნაკრები, ეგ ჭ გუნდები გვიგებდნე ნდა საუკეთოსო მატჩი ჩავატარეთო იძახდა დაგავიწყდათ ალბათ 8 ნომინალური მცველი გამოყავდა სათამაშოთ.
semi
15 ოქტომბერი 2020 13:26
19
სემი ამხელა მონოლოგების წერით უსაფუძვლოდ ირჯები, შენი გამგები და მომსმენი ერთეულები არიან .
ozeki
15 ოქტომბერი 2020 22:52
0
კიდევ ერთხელ ბატონო ვაისს: კვარაცხელია რატომ არ იყო ბოლო ორი თამაში სასტავში არც ერთხელ? (12 ნოემბრამდე სახლში მიგყავს და ასვენებ...)
მახვში
15 ოქტომბერი 2020 01:58
17
კვარაცხელიას გაუფრთხილდა, შეინახა! ამ 2 თამაშში კვარაცხელიას ტრავმა რომ მიეღო 12 ნოემბერს ვინ ითამაშებდა?! უნდა გავიგოთ, რომ 12 ნოემბერი ეპოქალური თამაშია და ყველაფერი ამ თამაშს ემსახურება. ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველ ადგილზე გასვლა არის შემდეგი მნიშვნელობის ამოცანა! თანაც გუნდმა 2 მატჩი კარგად ჩაატარა. სათადარიგო ფეხბურთელებიც ვნახეთ და ბოლოს და ბოლოს გავიგეთ ვინ რას წარმოადგენს. რაც შეეხება შენგელიას, ჩვენ არ ვიცით მიზეზი, შეიძლება ეს იყოს წინა თამაშში მიღებული ტრავმა! ჟურნალისტებმა უნდა ჰკითხონ ბატონ ვაისს! ამ ახალ ერთა ლიგაზე სახლში ჩასატარებელი გვაქვს კიდევ 2 თამაში სადაც შეგვიძლია 6 ქულა ავიღოთ და ბურთების შეფარდებაც საგრძნობლად გავიუმჯობესოთ! ვფიქრობ აუცილებლად გავალთ პირველ ადგილზე!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 10:07
3
ძალიან დასანანია,რომ ბოლო ორ შეხვედრაში ასე უაზროდ დავთმეთ გამარჯვება. ამ ყველაფერში კი ლომის წვლილი ვაისს მიუძღვის - თავისი ,,გენიალური" შეცვლებით.
კოტე
15 ოქტომბერი 2020 12:16
19
იქნებ გაგვანათლო და ვინ უნდა შემოეყვანა და არ შემოიყვანა გვითხრათ ბარემ
Semi
15 ოქტომბერი 2020 12:42
10
ამ თამაშის ვერ მოგება იყო სასწაული და ჩვენებმა ეს მოახდინეს ბოლო წუთებზე))).
უკვე მერამდენე თამაშია ვერ ვიტანთ გასატან გოლებს (აუცილუბლად გვჭირდება მიქაუტაძე ბელგიაში რომ თამაშობს,ესეთ ფორვარდთან ერთად საგოლე მომენტების რეალიზაციაც მოიმატებს)
Gia
15 ოქტომბერი 2020 08:07
2
მიქაუტაძე რომ გვყავდეს,უკვე ჯგუფის გამარჯვებული ვიქნებოდით.მასთან ერთად კვარაცხელიას და ჩაკვეს თუ შენგელიას მქკ.გაცილებით ამაღლდებოდა.ეს უკვე შეტევაში გამართული და გოლზე დაგეშილი ნაკრები იქნებოდა,თანაც მრავალწლიანი პერსპექტივით.დღესვე გამოგვადგებოდა ეს ბიჭი,თავის მრავალფეროვანი უნარებით და სისწრაფით.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 11:32
2
ვაისი ერთი მიმართულების ასისტენტს თუ დაიმატებს, რომელსაც იგივე ეცოდინება, რასაც უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო აკეთებს - აღდგენითი ვარჯიში (ეს ახალი მიმართულებაა), რაც საშუალებას იძლევა თამაშიდან 72 საათის ნაცვლად უკვე 24 საათში შეძლო სრული აღდგენა და გადახვიდე მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშზე.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაუმჯობესდება!
მენტალური მომზადების ცენტრი
15 ოქტომბერი 2020 11:20
4
ჩემი აზრი მაქვს ...-გვყავს 3-4 ფეხბურთელი, როგორც მაკედონიას, დანარჩენი კანდიდატები ფეხბურთელობაზე, მენტალურადაც გვიჭირს, როგორც მთელ ქვეყანას. აბა სხვანაირად როგორ უნდა ახსნა თუ გინდ ბოლო თამაშები ჩვენზე მაჩანჩალებთან? ისინი ბევრად ძლიერები არიან ზუსტად (მხოლოდ )მენტალურად. მაინტერესებს სპეციალისტების შეფასებები ოღონდ რეალური. ვიღაცამ მწვრთნელის გარდა უნდა აუხსნას. . მაგ. ელემენტალურად დარტყმა რომ არ იციან, ძნელია? ავარჯიშონ ან თავად მეტი ივარჯიშონ. მოვუწოდებ ფეხბურთელების ახლობლებსაც შექება და შეძახილი-გამხნევება საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა რეალობის აღქმა, თვითკრიტიკა ბიჭებისგან, გამაღიზიანებელია -გამოდიან და კარგად ვითამაშედ და იღბალმა გვიმტყუნაო. გილშემატკივრების შეურაწყოფაა ამის მერე ქედმაღლურად თავის დაჭერა. ვაისაც ეხება, არ შეიძლებოდა დაუშვილის დაყენება, უნდა ეგრძნო რომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მორალური მხარდაჭერა იქნებოდა მოგვიანებით გამოძახება და შანსის მიცემა თუ დაიმსახურებდა, ანართოსისის თამაშებს ვუყურებ და ვერაფრით იჩენს იქაც თავს, გასაგებია რომ ასარჩევი კონტიგენტი მწირია, მაგრამ დანაშაულის ზომიერი შეგრძნება-გასაზრდელად გამოსასწორებლად საჭიროა.მაგ. შეცდომების ფონზე მწვრთნელი ასვენებს კალათბურთელს და შეიძლება თამაშში აღარც ჩართოს...
გუსანი
15 ოქტომბერი 2020 10:44
3
ვაისი გენიოსია, მწვრთნელს ამდენი პრობლემა ერთად, რომ დააწვება უნდა გავუგოთ. ყველაფერი წინაა, მაგრამ ეს პრობლება 12 ნოემბრის მატჩამდე რომ გადაგვეწყვიტა კარგი იყო, რადგან 15-ში ევროპაზე გასულები ეიფორიაში ვიქნებით და სომხებთან შეიძლება ბოლომდე ვერ დავიხარჯოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ოქტომბერი 2020 09:39
3
ადექი და წადი დაჯექი სახლში და დატკბი ცხოვრებით ჩვენ შეგვეში ამოხვედი ყელში უკვე დაგვასვენე წადი
Gaguuu
15 ოქტომბერი 2020 17:35
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული