ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
ამის ეხლა გააშვება უაზრობაა, მაგრამ ცოტა შემოულაწუნეთ ფედერაციამ, თორმეტშიც რამე არ მიჰქაროს. მერე კი მადლობა და ჩემოდანი. არაა ეს იმ კალებრის მწვრთნელი, ჩვენებს რომ წაადგება მომავლისათვის. მაკედონია კი სასომხეთზე სუსტი გუნდია და აგერ ნახავთ თუ არ მოუგებენ.
emigranti
15 ოქტომბერი 2020 04:29
43
ადრე არსებული მწვრთნელებიდან რომელი იყო ჩვენი კალიბრის? იქნებ ჯერ არ დაბადებულა ჩვენთვის მოსაწონე მწვრთნელი? თქვენ როგორც ვხვდები მესი ან რონალდო გინდათ მწვრთნელად თან რო ითამაშოს და გოლებიც გაიტანოს...
sormona
15 ოქტომბერი 2020 09:59
5
არ გეწყინოს მარა აზრზე არ ხარ ქართული ფეხბურთის, გეტყობა ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებით ზომავ ჩვენს რეალობასაც
ანესთეზეოლოგი
15 ოქტომბერი 2020 07:59
3
ყოფილ იტალიურ ფეხბურთს ათამაშებს ღრმად პატივცემული ვაისი, სიმბოლური იყო 2 მცველის გამოყვანა და იმავე შეტევაში პენალტი ჩვენს კარში, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!!!
p.s. კვარა აღმაფრთოვანებელი ხარ! ჟრუანტელმა დამიარა შენი გოლის დროს!
ნაკრების ფანი
15 ოქტომბერი 2020 03:12
4
ან წადი, ან მწვრთნელობა ისწავლე.
1) როცა ვიგებთ, ერთდროულად 2-3 ფეხბურთელი არ უნდა შეცვალო, ეს მაშინ ხდება, როცა გოლია გასატანი.
2) 1-0 შენარჩუნებაზე ფიქრი ფსიქოლოგიას აფუჭებს.
3) შენგელია დააყენე მარჯვნივ.
4) ზოგიერთ ფეხბურთელს უთხარი, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, ნუ ათრევს ბურთს.
5) მადლობა ღმერთს, შეცვლების გაკეთებას აღარ აგვიანებ.
6) სიმშვიდე კარგი თვისება გაქვს, მაგრამ ზოგჯერ იაქტიურე!
რაგბის ფანი
15 ოქტომბერი 2020 02:11
16
წადი!
koki
15 ოქტომბერი 2020 02:09
23
ვლადიმერ საბავშო გუნდებშიც არ არღვევენ ბოლო წუთებში დაცვას ... რა ცვილილება გააკეთე ერთი ეგ აგვიხსენი თორე აბა ჩემი ხასიათი იკიათხე ახლა შენი უაზრობით არ გაინტერესეეებს ???
bejo
15 ოქტომბერი 2020 01:59
7
პანდევმა რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ის 37 წლის კაცია და ყველა თამაში ითამააა ვითომ შენ რომ ხალხი დაასვენ სომხებთან ლამის მთელი გუნდი და ვერც ის თამაში მოიგე და ვერც ეს მაკედონიასთან დასვენებული ხალხით...
საქართველოსთვის!
15 ოქტომბერი 2020 01:59
10
კიდევ ერთხელ ბატონო ვაისს: კვარაცხელია რატომ არ იყო ბოლო ორი თამაში სასტავში არც ერთხელ? (12 ნოემბრამდე სახლში მიგყავს და ასვენებ...)
მახვში
15 ოქტომბერი 2020 01:58
17
კვარაცხელიას გაუფრთხილდა, შეინახა! ამ 2 თამაშში კვარაცხელიას ტრავმა რომ მიეღო 12 ნოემბერს ვინ ითამაშებდა?! უნდა გავიგოთ, რომ 12 ნოემბერი ეპოქალური თამაშია და ყველაფერი ამ თამაშს ემსახურება. ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველ ადგილზე გასვლა არის შემდეგი მნიშვნელობის ამოცანა! თანაც გუნდმა 2 მატჩი კარგად ჩაატარა. სათადარიგო ფეხბურთელებიც ვნახეთ და ბოლოს და ბოლოს გავიგეთ ვინ რას წარმოადგენს. რაც შეეხება შენგელიას, ჩვენ არ ვიცით მიზეზი, შეიძლება ეს იყოს წინა თამაშში მიღებული ტრავმა! ჟურნალისტებმა უნდა ჰკითხონ ბატონ ვაისს! ამ ახალ ერთა ლიგაზე სახლში ჩასატარებელი გვაქვს კიდევ 2 თამაში სადაც შეგვიძლია 6 ქულა ავიღოთ და ბურთების შეფარდებაც საგრძნობლად გავიუმჯობესოთ! ვფიქრობ აუცილებლად გავალთ პირველ ადგილზე!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 10:07
3
Pandevi Maryla klasnia,magan moipova is sagole hauti.
Kaxa
15 ოქტომბერი 2020 01:57
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული