ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
იმედია 12ში ყაზაიშვილებით და ოქრიაშვილებით არ დაამძიმებს თამაშს..... კვარა ჩაკვე და შენგელია ან ლობჟანიძე მარჯვნივ. კაშო უეჭველი სასტავში რადგან ამ ბაიყუშ მცცელებს თუარ დაუღრიალე ისე ითიშებიან ხოლმე მომენტებში და კაშოს არ ეშლება მასეთები. ერთი წესიერი თავმდამსხმელი და ერთი კარგი მარჯვენა მცველი გვინდა და კარგი ნაკრები გამოგვივა. 12ში როგორც არუნდა მორჩეს თამაში ვაისი უნდა გაუშვან გუნდს არანაირი ტაქტიკა არ ემჩნევა კვარამ რომ საოცარი გოლი გაიტანა არამგონია ეგ ვაისის მონახაზის ნაწილი ყოფილიყო:/// კუთხურის დროს მცველები ჩადიან ელოდებიან ჩაწოდებას და ამ დროს იქვე ვათამაშებთ და ვკარგავთ ბურთს... მაგარი ტაქტიკაა ძაან. ან გუშინ იმათი კუთხურია და ისე უაზროდ იგერიებენ წინ თითქოს რაგბი იყოს.. ეს არის ამ კაცის ტაქტიკა. ყაზახეთანაც ჩაკვემ ბომბა გოლი გაიტანა რა შუაშია აქ ვაისი. კაროჩე გასაშვებია ეს კაცი სახლში... ყაზაიშვილს 3 თამაში ათამაშა 6 დღეში აბა ეხლა ეს მწვრთნელია??????
Roma
15 ოქტომბერი 2020 09:42
13
აი სწორედ მაგის მეშიანია , ძირითადსი ეს ტვლიპიან მოიაზრებს უკვე ჩამოწერილ მოთამაშეებს.
კვარაცხელია გყავდეს ვერ იყენებდე, კიტეიშვილს თავის ადგილზე არ აყენებდე, რა კარგი ბიჭები არიან აბურჯანია, შენგელია, ჩაკვეტაძე ესენი რომ დააყენონ მაკედონიას კი არა იტალიას და გერმანიას ეთამაშებიან თანაბრად.

ამათი მიკვირს ეს ვაისას ფანკლუბი, დაასახელეთ მწვთნელი ვის ხელშიც ასეთი შედეგი გვაქვსო, რა უნდა ველაპარაკო ასეთებს, სომხეთს რომ 7-0 უგებდა ჩვენი ნაკრები ალბათ არც აინტერესებთ
las
15 ოქტომბერი 2020 10:33
10
ვაისი გენიოსია, მწვრთნელს ამდენი პრობლემა ერთად, რომ დააწვება უნდა გავუგოთ. ყველაფერი წინაა, მაგრამ ეს პრობლება 12 ნოემბრის მატჩამდე რომ გადაგვეწყვიტა კარგი იყო, რადგან 15-ში ევროპაზე გასულები ეიფორიაში ვიქნებით და სომხებთან შეიძლება ბოლომდე ვერ დავიხარჯოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ოქტომბერი 2020 09:39
3
კიტეიშვილის ტრამვის საკითხი გაარკვიეთ რა ჟურნალისტებმა.
რასაც ვუყურებ გვილიას იმედი არ უნდა გვქონდეს, ძალიან მოკლებული აქვს, ვერც ართმევაზე ივარგა, ვერც პასი და ვერც დარტყმა. ამიტომ კიტე გვჭირდება 12-ში.
rati 74
15 ოქტომბერი 2020 09:00
0
მწვრთნელის კვალიფიკაცია ცივი გონებით გუნდისშედეგებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ.ამან მოიგო ერთალიგის ჯგუფი,გავიდა ფინალში,დღეისათვის ერთერთი ლიდერია უკვე ც ჯგუფში. ამის დაუნახავობა, ვფიქრობ ,არ იქნება სწორი.ყველა თამაშს თანაც ლამაზად ვერ მოიგებ,მაგრამ როცა გასვლაზე ამხელა უპირატესობას აღწევ შენს უშუალო კონკურენტთან და ამას აკეთებ ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ეს უკვე იმას ნიშნავს რომ გყავს მებრძოლი,დაბალანსებული გუნდი.წარმატებებივუსურვოთ ჩვენს გუნდს, ის ამას იმსახურებს....
nodiko
15 ოქტომბერი 2020 08:50
3
ვაისზე ბევრჯერ მითქვამს რომ გაუმართლა, შეცვლები დააგვიანა, "სასტავი" ცუადად შეარჩია და ა.შ. მაგრამ ამ კაცმა შედეგი დადო და ეს ბოლო შეხვედრები ძალიან მაგარი საქმე გააკეთა. გვერდიდან შეიძლება ესე არ ჩანდეს (ვერ მოვიგეთ სომხეთთან და გუშინ), მაგრამ სერიოზულად იმუშავა და მჯერა, მთავარი შედეგი ნოემბერში დაიდება. ნაკრები არ აგებს და იგებს მნიშვნელოვან თამაშებს. ვაცადოთ! ვაისი ბევრად მაგარი ტრენერია ვიდრე ჩრდ. მაკედონიის ტრენერი და ეს ჩვენი დიდი პლუსია.
პ.ს. ჩრდ. მაკედონიას ყავს პანდევი, ჩამავალი საშუალო დონის "ვარსკვლავი", ჩვენ გვყავს ამომავალი სუპერ ვარსკვლავი კვარაცხელიას სახით და ჩაკვე, ამ ორს ბარსა, რეალი, იუვეს... დონეზე შეუძლიათ თამაში. ფინალი და მომავალი ჩვენია! :)
გივი
15 ოქტომბერი 2020 08:39
4
pandevi beladia makedoniis rogorc lenini iko .
KUTAISELI
15 ოქტომბერი 2020 08:37
0
ამ თამაშის ვერ მოგება იყო სასწაული და ჩვენებმა ეს მოახდინეს ბოლო წუთებზე))).
უკვე მერამდენე თამაშია ვერ ვიტანთ გასატან გოლებს (აუცილუბლად გვჭირდება მიქაუტაძე ბელგიაში რომ თამაშობს,ესეთ ფორვარდთან ერთად საგოლე მომენტების რეალიზაციაც მოიმატებს)
Gia
15 ოქტომბერი 2020 08:07
2
მიქაუტაძე რომ გვყავდეს,უკვე ჯგუფის გამარჯვებული ვიქნებოდით.მასთან ერთად კვარაცხელიას და ჩაკვეს თუ შენგელიას მქკ.გაცილებით ამაღლდებოდა.ეს უკვე შეტევაში გამართული და გოლზე დაგეშილი ნაკრები იქნებოდა,თანაც მრავალწლიანი პერსპექტივით.დღესვე გამოგვადგებოდა ეს ბიჭი,თავის მრავალფეროვანი უნარებით და სისწრაფით.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 11:32
2
ვაისმა ჩამოაყალიბა და შექმნა გუნდი. საქართველოს ნაკრები გუნდია და ეს არ ქონია ჩვენს ნაკრებს არასოდეს. ბოლო ორ თამაშში ფაქტიურად სხვადასხვა შემადგენლობები ათამაშა რაც გასაგებია, ეს არი მზადება მთავარი მატჩისთვის და ყველა ვარიანტი უნდა მოისინჯოს, მიუხედავად შემადგენლობების ასეთი ცვლისა, საქართველო ყველა ჩატარებულ მატჩში დომინანტი იყო და ყველა მეტოქეს აჯობა, ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე რო როგორც გუნდი შევდექით. ცოტა იღბალიც რო ჩვენსკენ ყოფილიყო ახლა მინიმუმ 4 ქულით მეტი უნდა გვქონოდა ჯგუფში. ყოჩაღ ბიჭებს და უპირველეს ყოვლისა ვაისს. წინ მთავარი მატჩია და ჩვენ მოვიგებთ მაგ მატჩს.
თენგო
15 ოქტომბერი 2020 07:41
3
არა ვარ პესიმისტი, მაგრამ თუ ვერ მოვიგებთ ფინალს, 100 პროცენტით ვაისის ბრალი იქნება. ამ თამაშის განიავებაც სრულიდ მაგის სინდისზეა. წარმატებები ნაკრებს,
ტარიელი
15 ოქტომბერი 2020 07:40
8
ერთადერთი ვინც სახიფათო ყავს მაკედონიას პანდევია, არაა გამორიცხული თავისი გამოცდილებით რაღაც არასასიამოვნო გააკეთოს, ამიტომ კანკავამ ფეხი არ უნდა გაანძრევინოს მთელი თამაში, თან ხვიჩამ,ჩაკვეტაძემ და ყველა შემტევმა ცხოვრების თამაში უნდა ჩაატარონ.
ინტუიცია
15 ოქტომბერი 2020 04:29
2
ჩაკვეტაძემ რა თამაში უნდა ჩაატაროს?! სასწრაფოდ გამოჯანმრთელდეს და 25 დღეში სასწაული ფორმა უნდა აკრიფოს??!!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 10:09
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული