კვარაცხელია: ყველაფერი წინ არის - 12 ნოემბრისთვის მზად ვართ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანა, ნამატჩევს კი ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით. როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუცაევმა თქვა ჯერ კიდევ თვეების წინ ასეთი ნიჭიერი ბიჭი საქართვრლოში ბოლო 60 წელია არ დაბადებულაო. სულაქველიძე ოდნავ მოკრძალებული იყო და ბოლო 20 წელიწადშიო. მე ასე ვიტყოდი, ხვიჩას გვერდით ნიჭით მხოლოდ გიო ქინქლაძეს დავუყენებდი ოღონდ იმ უზარმაზარი განსხვავებით რომ ხვიჩა უკვე დღეს ნაღდი პროფესიონალია. როგორც ვიცი სახელფასო ბარათიც მამას გადასცა და ცდუნებების ოაზისში დღემდე კლუბის ბაზაზე ცხოვრობს, მხოლოდ ვარჯიშებზე და განვითარებაზეა მომართული და აგერ რაც ფეხბურთში გამოჩნდა მას მერე ყოველ თამაშში მხოლოდ უმატებს! ეს ის ბიჭია ვინც მაკედონია რა მოსატანია ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოგვცემს შანსს ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ (ჰოლანდია ფავორიტია მაგრამ ავსტრიასთან და უკრაინასთან ჭიდაობა მეორე ადგილისთვის სასწაულის ტოლფასი ნაღდად არ არის) და დარწმუნებული ვარ ხვიჩა და ბიჭები მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებენ და არა უბრალოდ სტატისტის როლში.... ევროზე რომ გაიბრწყონავს ეს ბიჭი ხომ ვიცით მერე რაც მოხდება?... ევროპის ჩემპიონატი რომ დასრულდება ხვიჩა ყაზანის ნაცვლად ტურინში, მილანში, მსნჩესტერში, ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ბარსელონაში გაემგზავრება... და ხვიჩას აუცილებლად მიყვებიან სხვა ბიჭებიც. საცოდაობა არ არის მაგალითად ჯაბა რომ ყაზახეთში თამაშობს, თორნიკე კვიპროსზე, საბა ვოლგოგრადში? მოკლედ უიღბლობის ფიალა ამ ბოლო ორ თამაშში უნდა გადავსებულიყო და ოღონდ 12-ში რაღაც სასწაული არ მოხდეს და მერე გვიყურეთ ქართველებს! ზუსტად 2 წელიწადში ყველა ტოპ ჩემპიონატში ჩვენი ხალხი გვეყოლება!
Zaza
15 ოქტომბერი 2020 12:42
3
იმედია, ვაისმა დაინახა, თუ რა ძალაა ხვიჩა მარცხნიდან, 20 წუთში მაგარი გოლი, 2 ფაქტიურად საგოლე გადაცემა, და რომ არა კაჭარავა, ასიანი დუბლსაც გაიფორმებდა და დამაჯერებლადაც მოვიგებდით.
მინდია
15 ოქტომბერი 2020 10:09
1
მადლობა ხვიჩა, გიჟივით დავხტოდი სიხარულისაგან, ეტყობა რომ ძალიან ემოციურია )) გოლის შემდეგ ძლივს სუნთქავდა.
დევკალიონი
15 ოქტომბერი 2020 09:57
0
ხვიჩა შენ გენაცვალეე ძალიან მაგარი ხარ.იმედია ჩაკვეტაძეც მალე დადგება ფეხზე.
buxrika
15 ოქტომბერი 2020 13:43
1
ხვიჩა. მთავარია შავში არ აგივარდეს. იყავი ყოველთვის თავმდაბალი და ძალიან ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში. გვიყვარხარ, გვეამაყები და შენი იმედი გვაქვს. ბიჭებს წარმატებები დარჩენილ თამაშებში!
ალექსი
15 ოქტომბერი 2020 11:08
1
ხვიჩა კვარცხელიამ დაამტკიცა რომ მან უნდა გაიყვანოს ევროპაზე საქართველო და ღმერთო თუ ჩაკვეტაძესაც წაგვახმარ 12 ნოემბერს ეს იქნება სპექტაკლი გიო მიდი მოძლიერდი.
zurabi
15 ოქტომბერი 2020 11:03
0
ხვიჩა 26-ედ ვუყურებ შენ გოლს, ტემპი არ დააგდო. ძაან მაღლა შეგიძლია ახვიდე და არ გაუშვა შანსი ხელიდან გახდე ქართველი ხალხის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი!
შაკო
15 ოქტომბერი 2020 12:41
0
ეს ერთი და სხვა მრავალი.მიკვირს იმ ხალხის წააგებენო რომ წერენ საიდან მოდიხარ ან ქართული რატო ისწავლე(მგონია ვინც ამას წერს სზიზღება საქართველო და მისი წარმატება)ევროპაზე რომ გავლენ ესე იტყვიან რა გიხარიათ რა აზრი აქ იქ გასვლასო.
თემური
15 ოქტომბერი 2020 11:04
1
ვულოცავ ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს პირველ ბურთს ნაკრებში. მინდა მოვესწრო მის მეასე გოლსაც. ოთხი გუნდიდან სამს, რომ გასვლის თანაბარი შანსი აქვს დიდი ინტრიგაა. სომხებს 15 ნოემბერს ჩვენთან მცირე უპირატესობა ექნებათ და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მალე გაუვლით ბიჭებს ევროპაზე გასვლის ემოციები და მოემზადებიან სომხებთან სათამაშოდ.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ოქტომბერი 2020 09:49
1
მაგარი გოლი შეაგდო შრომა უნდა გააგრძელოს. ჟურნალისებზე მინდა ვთქვა კარგი იქნება თუ მუდმივ არა საჭირო ყურადღების ქვეშ იქნება, ვგულისხმობ იმას რო ახლა ლივერპული იწვევს ან ბარსელონა თუ კრასნოდარი ან სპარტაკი, ასეთი საუბრები ფეხბურთელზე ცუდად მოქმედებს, მაგალითისთვის ჩაკვეტაძე გამოდგება,იმედია ჩაკვეტაძე მალე გამოჯამრთელდება და ბევრს იშრომებს ის ნაკრებს ძალიან ჭირდება.იმავე ჟურნალისტებს კარგი იქნებოდა ფეხბურთელების ჯამრთელობის ამბავი გაერკვიათ, რა ჭირს ამ ბიჭს ბოლო ბოლო.
ziko
15 ოქტომბერი 2020 13:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული