კვარაცხელია: ყველაფერი წინ არის - 12 ნოემბრისთვის მზად ვართ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანა, ნამატჩევს კი ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით. როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩა. მთავარია შავში არ აგივარდეს. იყავი ყოველთვის თავმდაბალი და ძალიან ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში. გვიყვარხარ, გვეამაყები და შენი იმედი გვაქვს. ბიჭებს წარმატებები დარჩენილ თამაშებში!
ალექსი
15 ოქტომბერი 2020 11:08
1
ეს ერთი და სხვა მრავალი.მიკვირს იმ ხალხის წააგებენო რომ წერენ საიდან მოდიხარ ან ქართული რატო ისწავლე(მგონია ვინც ამას წერს სზიზღება საქართველო და მისი წარმატება)ევროპაზე რომ გავლენ ესე იტყვიან რა გიხარიათ რა აზრი აქ იქ გასვლასო.
თემური
15 ოქტომბერი 2020 11:04
1
ხვიჩა კვარცხელიამ დაამტკიცა რომ მან უნდა გაიყვანოს ევროპაზე საქართველო და ღმერთო თუ ჩაკვეტაძესაც წაგვახმარ 12 ნოემბერს ეს იქნება სპექტაკლი გიო მიდი მოძლიერდი.
zurabi
15 ოქტომბერი 2020 11:03
0
მაინც მგონია, რომ ვაისი კარგი მწვრთნელია და ობიქტურად უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს უკეთესად თუ არა, თანაბრად ვეთამაშეთ.
ერთი რამე მაინც მგონია, რომ გვილია იმდენ შეცდომას უშვებდა, დაუშვილის გაყვანას გვილიას გაყვანა ჯობდა. პენალტიც მაგან აიკიდა, თუ იყო საერთოდ ის პენალტი.
ფეხბურთის ქომაგი
15 ოქტომბერი 2020 11:00
5
გვილიას არ აუკიდებია პენალტი.მან მეტოქეს დაასწრო და ბურთი მოიგერია.მეორე მხრიდან სამი ქართველი ერთდროულად ეთამაშებოდა და რომელიმემ თუ ამოარტყა,არ ვიცი.არც ერთის ფეხის მოძრაობა არ ჩანდა ეკრანზე.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 12:14
1
იმედია, ვაისმა დაინახა, თუ რა ძალაა ხვიჩა მარცხნიდან, 20 წუთში მაგარი გოლი, 2 ფაქტიურად საგოლე გადაცემა, და რომ არა კაჭარავა, ასიანი დუბლსაც გაიფორმებდა და დამაჯერებლადაც მოვიგებდით.
მინდია
15 ოქტომბერი 2020 10:09
1
მადლობა ხვიჩა, გიჟივით დავხტოდი სიხარულისაგან, ეტყობა რომ ძალიან ემოციურია )) გოლის შემდეგ ძლივს სუნთქავდა.
დევკალიონი
15 ოქტომბერი 2020 09:57
0
Mangar koch(((
Achi
15 ოქტომბერი 2020 09:51
6
ვულოცავ ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს პირველ ბურთს ნაკრებში. მინდა მოვესწრო მის მეასე გოლსაც. ოთხი გუნდიდან სამს, რომ გასვლის თანაბარი შანსი აქვს დიდი ინტრიგაა. სომხებს 15 ნოემბერს ჩვენთან მცირე უპირატესობა ექნებათ და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მალე გაუვლით ბიჭებს ევროპაზე გასვლის ემოციები და მოემზადებიან სომხებთან სათამაშოდ.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ოქტომბერი 2020 09:49
1
გენაცვალე ხვიჩა, შენი ჭირიმე.
ირაკლიუსი
15 ოქტომბერი 2020 09:38
0
თამაშით ვერ თამაშობენ 12 ნოემბერს ისევ ფრეს ან წაგებით ითამაშებენ აგერ ნახავთ
2020
15 ოქტომბერი 2020 09:21
76
წინასწარ არავინ იცის,რა მოხდება.მაკედონიასთან გინდ თბილისში და გინდაც წუხელ,გვჯობნიდნენ რაიმეში?მხოლოდ სახელებში ჰქონდათ უპირატესობა.ორ თამაშში მათ წინააღმდეგ,ამ შიშის გამო დავკარგეთ გამარჯვება და არა მგონია,მესამედაც შევშინდეთ.ბიჭებმა იგრძნეს,რომ ვერც პირველი და ვერც მეორე შემადგენლობით,მეტოქე ვერ გვჯობნის და მხოლოდ საკუთარი შეცდომებით გავუშვით გამარჯვებები ხელიდან.ეს აუცილებლად მოგვიტანს უპირატესობის შეგრძნებას და 12 ნოემბერს,გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება,თუმცა 15 ნოემბერს,რამდენად გვეყოფა ემოციური მუხტი სომხების წინააღმდეგ,ეგ არის საკითხავი.შემდეგ ესტონეთია და ისევ სამი თამაში ერთ კვირაში,რა მძიმე დატვირთვაა,ახლაც დავრწმუნდით.სომხეთთანაც და ესტონეთთანაც,ბევრი გოლის გატანა გვჭირდება,ესე იგი აქტიური,შემტევი თამაში და რამდენად გვეყოფა ძალა,ემოციური მუხტი,ეგაა საკითხავი.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 11:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული