კვარაცხელია: ყველაფერი წინ არის - 12 ნოემბრისთვის მზად ვართ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანა, ნამატჩევს კი ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით. როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუცაევმა თქვა ჯერ კიდევ თვეების წინ ასეთი ნიჭიერი ბიჭი საქართვრლოში ბოლო 60 წელია არ დაბადებულაო. სულაქველიძე ოდნავ მოკრძალებული იყო და ბოლო 20 წელიწადშიო. მე ასე ვიტყოდი, ხვიჩას გვერდით ნიჭით მხოლოდ გიო ქინქლაძეს დავუყენებდი ოღონდ იმ უზარმაზარი განსხვავებით რომ ხვიჩა უკვე დღეს ნაღდი პროფესიონალია. როგორც ვიცი სახელფასო ბარათიც მამას გადასცა და ცდუნებების ოაზისში დღემდე კლუბის ბაზაზე ცხოვრობს, მხოლოდ ვარჯიშებზე და განვითარებაზეა მომართული და აგერ რაც ფეხბურთში გამოჩნდა მას მერე ყოველ თამაშში მხოლოდ უმატებს! ეს ის ბიჭია ვინც მაკედონია რა მოსატანია ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოგვცემს შანსს ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ (ჰოლანდია ფავორიტია მაგრამ ავსტრიასთან და უკრაინასთან ჭიდაობა მეორე ადგილისთვის სასწაულის ტოლფასი ნაღდად არ არის) და დარწმუნებული ვარ ხვიჩა და ბიჭები მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებენ და არა უბრალოდ სტატისტის როლში.... ევროზე რომ გაიბრწყონავს ეს ბიჭი ხომ ვიცით მერე რაც მოხდება?... ევროპის ჩემპიონატი რომ დასრულდება ხვიჩა ყაზანის ნაცვლად ტურინში, მილანში, მსნჩესტერში, ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ბარსელონაში გაემგზავრება... და ხვიჩას აუცილებლად მიყვებიან სხვა ბიჭებიც. საცოდაობა არ არის მაგალითად ჯაბა რომ ყაზახეთში თამაშობს, თორნიკე კვიპროსზე, საბა ვოლგოგრადში? მოკლედ უიღბლობის ფიალა ამ ბოლო ორ თამაშში უნდა გადავსებულიყო და ოღონდ 12-ში რაღაც სასწაული არ მოხდეს და მერე გვიყურეთ ქართველებს! ზუსტად 2 წელიწადში ყველა ტოპ ჩემპიონატში ჩვენი ხალხი გვეყოლება!
Zaza
12:42 15-10-2020
3
მადლობა ხვიჩა, გიჟივით დავხტოდი სიხარულისაგან, ეტყობა რომ ძალიან ემოციურია )) გოლის შემდეგ ძლივს სუნთქავდა.
დევკალიონი
09:57 15-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული