ჩრდილომაკედონიელი მწვრთნელი: თბილისში ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოგვიწევს გავლა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი და თავიანთი გუნდის შანსები სკოპიეს "ვარდარის" მწვრთნელმა ალეკსანდარ ვასოსკიმ შეაფასა.

"სამწუხაროდ, წინა მატჩებისგან განსხვავებით, სურვილის მიუხედავად, მეტოქის კართან ვერაფერი შევქმენით. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, კოსოვოსთან შეხვედრის შემდეგ ფიზიკური გადაღლილობა იყო და ემოციურადაც გადავიწვით. აგრეთვე, ბადრი, ელმასი და სპიროვსკი დაგვაკლდნენ.

მათთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს უკეთ გავუმკლავდებით. ნიკოლოვმა აბსოლუტურად სწორად ითამაშა, ცდილობდა, იბრძოდა, მაგრამ დაიღალა. შეტევაში უკეთ თამაში გვმართებს. მეკარეს ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. იმ მომენტში დავრჩით რიცხობრივ უმცირესობაში, როდესაც
უპირატესობას ვფლობდით.

მიუხედავად ამისა, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, რითაც ადრე არ გამოვირჩეოდით. თამაშმა აჩვენა, რომ საქართველო ადვილი მოწინააღმდეგე არ არის, პირიქითაც შეიძლება ითქვას. თბილისში ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოგვიწევს გავლა, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და არც ერთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

რაც დღეს ვნახე, ძალიან დიდი შანსი გვაქვს. გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამისათვის ყველა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი, ეს მაკედონია პანდევითა და ყველა მოთამაშითა და მწვრთნელ ანგელოვსკით, 12 ნოემბერს გაიმარჯვებს. ამ სიხარულს ჩვენ სამი ათეული წელია ველით", - განუცხადა ვასოსკიმ "სპორტმედიას".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მე ვუყურე ამ თამაშს. არ ვიცი ეს სპეციალისტები რის საფუძველზე ლაპარაკობენ იმას რაც თქვეს! ჩრდილო მაკედონია არის ერთ ერთი უსახური, ანტიფეხბურთის მოთამაშე გუნდი, რომელსაც ერთი მაღალი კლასის ვეტერანი ჰყავს - პანდევი! ასეთ გუნდს 1986 წლის ფორმაციის ლანჩხუთის გურია 10 დან 9 ჯერ მოუგებდა. ოღონ მსაჯი, რომელმაც მაკედონელთა სასარგებლოდ 92-ე წუთზე ყოველგვარი ვიდეორეფერის გარეშე დანიშნა პენალტი საქართველოს ნაკრების კარში, თამაშამდე 1-2 საათით ლანჩხუთელ იმედო დონდუას უნდა შეხვედროდა. ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი კარგად გაიგებს რაც ვთქვი!
aburjga
16 ოქტომბერი 2020 17:04
1
ისე ლორიას თუ დააკვირდით პენალტის დროს როგორ გაშეშებული იდგა,ემანდ თავი არ შევაბრუნო და არაფერი დამბრალდესო)))
ბათუმის ფანი
16 ოქტომბერი 2020 11:23
1
ცოტა ევროპული ტვინით რო ეთამაშათ ზოგიერთ ჟმოტ ფეხბურთელს ანგარიში გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო.. აუცილებლა სამი შემტევით უნდა ვითამაშოთ კვარა ჩაკვე შენგელია ან ლობჟანიძე. კანკავა სულ ფეხზე უნდა ეჯდეს პანდევს კაი რა ეგ 45წლის კაცია ყველაფერი ამ გუნდში გათიშავთ მაგას გათიშავთ მაკედონიადაც. კანკავამ წესით ფეხი არ უნდა გაანძრეინოს აჩრდილივით უნდა სდიოს!!!!! ერთი ფეხბურთელის გუნდია და ეს ძაან კაია ჩვენთვის.....
აუუუუ
16 ოქტომბერი 2020 11:17
0
30 clis ukan xo bdgvnidit pegburtchi kvelapers, makedonia da pegburti, txa da pechivitaa.
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2020 08:46
0
ჩვენც 30 წელია ველით ამ დიდ დღეს
მირიანი
15 ოქტომბერი 2020 23:39
1
ნამდვილად თავში აუვარდათ და ცაში დაფრენენ, ცოტაც და ძირს დაანარცხებენ ჩვენი ბიჭები! წარმატებები საქართველოს!!!
ლეო
15 ოქტომბერი 2020 22:55
2
იმედია ვაისი ისწავლის ჭკუას და თუ 1 0 წავიყვანთ მეორეს ნატანასაც დაავალებს რომ 88 წუუთხე 2 0 მაინც იყოს თორე 90 ის მერე პენალტი გარანტირებული გვაქვს
ზორბეგი
15 ოქტომბერი 2020 21:44
6
სტადიონზე ერთი მესამედი მაყურებელი მაინც უნდა დაუშვან, რომ მხარდაჭერა ქონდეს ბიჭებს სხვანაირად გაგვიჭირდება
ალეკსანდრე
15 ოქტომბერი 2020 20:14
3
კაი ერთი ნუ მეტრაბახები,ნუ სპიროვსკი არა მაგრამ ბადრია და ელმასა მეც მყავს მეზობლად,თანაც ცოლ-ქმარი)))
ბათუმის ფანი
15 ოქტომბერი 2020 19:50
1
საერთოდ ისეა რომ მაგენი დღეს გამოიჩეკნენ.
ddgfdf
15 ოქტომბერი 2020 19:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული