18:09 16-10-2020
აჩი არველაძე საქართველოს ნაკრების შესახებ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კი ბატონო, პროფესიონალი, ბევრი რამე კარგად ახსნა, მაგრამ სომხეთთან მატჩის დროს შენგელია თავდასხმელების განხილვაში საერთოდ უგულებელყო:) მე კიდევ ვამბობ რომ შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკკფრები მაკედონიას ვერ მოუგებს, განსაკუთრებით ჩაკვეტაძის ფორმის და კვარაცხელიას ამდენი მიკროტრავმების გამო. არც ბიძაშვილია ჩემი და არც მამიდაშვილი, მაგრამ ასე ვფიქრობ.
5
0
ბელორუსთანაც არ იყო ის პენალტი ასპროცენტიანი მაგრამ მშვენივრად შევირგეთ. ფეხბურთია და ხან აქეთ დანიშნავენ ხან იქეთ და მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეპიზოდს აგერ მეათასედ უყურებენ ეპიზოდს “სპეციალისტები” და ქვენის “მთავარი” მსაჯი და იმაზე ვერ შეთანხმებულან ვინ თამაშობს ბურთზე პირველი ზაიკოვი თუ გვილია. არა არ ვამტყუნებ რომ ვერ გაურკვევიათ მართლა რთული ეპიზოდია მაგრამ მაშინ მსაჯისგან რას ვითხოვთ? ჩვენ ათასჯერ ვნახეთ და ვერ გაგვირკვევია ბურთზე მაკედონიელი ასწრებს თუ რომელიმე ჩვენი და ამ ზედახორაში მიდი და მსაჯს მოთხოვე რატო დადე პენსლტიო! სიმართლე ითქვას მსაჯის დაგვიანებული რეაქციიდან გამომდინარე თავიდან იფიქრა სათამაშო ეპიზოდია და გავაგრძელებო მაგრამ უცებ ჩვენები წამიერად გაჩერდნენ და თავის მართლება დაიწყეს. მაკედონიელებმა კი პირიქით პენალტის მოთხოვნა. ამასობაში მსაჯმა იმის გააზრებაც მოასწრო რომ მასპინძლებს კაცი გაუძევა, შედეგად ქართველები დაწინაურდნენ და ალბათ არც ამ გადაწყვეტილებაში იყო დამწმუნებული რომ 100% სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და სუფთა ადამიანური ფაქტორი ამუშავდა, ბალანსის დასაცავად დაგვიდო პენალტი. აშკარაა რომ პენალტს დიდი ეჭვებით დებს და “დამნაშავეს” ყვითელსაც ვერ უჩვენებს იმიტომ რომ პოტენციური დამნაშავე ოთხი ქართველია და აზრზე არაა რომელმა დაარღვია წესები. საბოლოო ჯამში კი სურათი მსაჯის გადასახედიდან ასეთია. მაღალი ბურთისთვის იბრძვიან 1 მაკედონიელი და 4 ქართველი. ბურთზე ასწრებს მაკედონიელი და იქვე 4! ფეხია მოქნეული. მაკედონიელი ეცემა გაზონზე და ტკივილს (სავარაუდოდ) სიმულირებს. შეხვედრის სპეციფიკიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას რომ დარღვევა იყო ვინაიდან დიდი ალბათობით 4 ფეხიდან ერთს მაინც ექნებოდა კონტაქტი. დამნაშავე კი მსაჯი იმაშია რომ დააგინო ვერ გეტყოდა ვინ დაარღვია წესები და თუ ვერ ამბობ ვინ დაარღვია წესები ესეგი დარღვევაც არ ყოფილა და წერტილი!
2
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული