
სახელდობრ, nieuwsblad-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველს მუხლზე ართროსკოპია (ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის) ჩაუტარდა და ნაწიბუროვანი ქსოვილი მოაშორეს. მან რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა დიდი ალბათობით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩისათვის მზად არ იქნება.
ტრავმის რეციდივის მიზეზად მედიკოსები ჩაკვეტაძის "გენტში" "ბეერსხოტთან" ჩატარებულ შეხვედრას ასახელებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.
ლონდონური გამოცემა: "ჩაკვეტაძე "ტოტენჰემისთვის"
იდეალური ვარიანტია"