ოფიციალურად: საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთადერთი შეხვედრა აშორებს. 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ვლადიმირ ვაისის შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაოფიციალურდა, რომ აღნიშნული მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

"პოლიტიკური პროცესების და აქციების შედარება რაიმე თამაშთან, თუნდაც მნიშვნელოვანთან, არაა სწორი. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, თუნდაც იმ ფონზე, რომ მათ არ უკეთიათ პირბადე.

სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს
ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

altროგორი შემადგენლობით უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი

 

მკითხველის კომენტარები / 36 /
ეს მთავრობა რომ აპელირებს არჩევნებში უფრო მეტი ხმა მივიღეთო და ხალხის ხმაა გადამწყვეტიო. ეხლა ვინ იქნება უმრავლესობაში დასწრება არ დასწრების ამბავში. იმათიც მესმის ვინც წინააღმდეგია მაყურებლის დასწრების, მაგრამ უმრავლესობას ხომ მაინც უნდა? ასე უნდა გაითვალისწინო ხალხის აზრი? ან იმ ქალბატონს რომ დაავალეს ამ განცხადების გაკეთება ეს ნორმალურია? ფეხბურთის ფედერაციაში ხალხი დაილია? მაგრამ იციან რომ ისედაც თავიანთ შელახულ ავტორიტეტს ამ განცხადებით კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე პირადად ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიდრე არჩევნები. წყალსაც წაუღია პოზიციაც და ოპოზიციაც. ვერავინ დამაჯერებს იმას რომ ვინმე ჩემზე უფრო ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე ანდაც სხვის ჯანმრთელობაზე
დავით 67
17:48 06-11-2020
1
ჯერ ნახეთ რა ხალხი მივა სტადინის მიმდებარედ და რო მოვიგებთ კორონაზეც თანახმა ვარ დაფიცებული მაქ.
kuka
14:48 06-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული