2018 წელს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ მაკედონიელები გაანადგურეს

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები გუნდების მესამე შეხვედრამდე 6 დღე დარჩა და გულშემატკივართა უმრავლესობა წუთებსაც ითვლის.

ეროვნული ნაკრებების დონეზე სრული თანაფარდობაა: ორი შეხვედრა, ორი ფრე, ბურთები 2:2-ზე. აი, ასაკობრივ გუნდებს რაც შეეხება, მაკედონიელებს ამ მხრივ ძალიან ვჩაგრავთ.

ამა წლის თებერვალში 19-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში მასპინძლებს ორივე მატჩი მოუგო: ჯერ 5:1 გაანადგურა, შემდეგ 4:3 სძლია.

თუმცა სკოპიეში დაფიქსირებული შედეგი ქვეყნების გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა არ ყოფილა. 2018 წელს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ქართველებმა მაკედონიელებს 6:1 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში
პოკერი ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, 1 გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა (1-იც საკუთარ კარში შეაგდეს).

ახლა ზურიკო და ხვიჩა ეროვნული გუნდის იმედები არიან. როგორც ვხედავთ, არცერთ მათგანს მაკედონიასთან არასდროს წაუგია და იმედია, ამ სტატისტიკას 12 ნოემბერს კიდევ ერთ გამარჯვებას დაამატებენ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვარაცხელია მაკედონიელებთან შეხვედრას შედეგიანი მოქმედების გარეშე არ ტოვებს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩემი აზრით, ბელორუსი არანაკლები სიძლიერის გუნდია, თუ უფრო ძლიერი არა, ვიდრე მაკედონია, ის თამაში ჩვენ კითხვის ნიშნბის გარეშე მოვიგეთ, არავის ეჭვი რომ არ შეპარვია, მაკედონიას უფრო დამაჯერებლად მოვუგებთ, დარწმუნებული ვარ გავანადგურებთ.
ასე მგონია
00:40 07-11-2020
2
კარგით რა , რა თანაფარდობა , ზედ გადავუარეთ ორივე შეხვედრაში .
მერე რა , რომ ფრედ დავამთავრედ ორივე .
თუ რამე სასწაული არ მოხდა , ცალი ფეხით უნდა მოუგოთ მაკედონიას პლეიოფის ფინალში.
ბესო
22:12 06-11-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული