პანდევი თბილისში ითამაშებს, ელმასი და ადემი საეჭვოა

AutoSharing Option
მაკედონიურმა "სპორტმედიამ" უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი გუნდის კაპიტანი გორან პანდევი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო იტალიიდან ვერ გამოფრინდება. გამოცემა მკითხველს ამშვიდებს და ამცნობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვეტერანი ფეხბურთელი სკოპიეში დილით ადრე, ალიონზე ჩავა და ნაკრებს შეუერთდება. ის "რომასთან" საშინაო მატჩში (1:3) 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, სამივე გოლი მასპინძლებს სომხეთის ნაკრების გუნდისთავმა ჰენრიხ მხითარიანმა გაუტანა.

ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველმა არიან ადემმა "ისტრასთან" მატჩისწინა მოთელვისას ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. რაც შეეხება "ნაპოლის" ნახევარმცველ ელიფ ელმასს, "ბოლონიასთან" მოგებულ
შეხვედრაში (1:0) 83-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. თუმცა, შეიძლება შეზღუდვების გამო ნეაპოლიდან ვერ გამოფრინდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვალ მოდიან ხო? ხოდა გაირკვევა ვინები ჩამოვლენ.... წლობით უთამაშებელი მაშია და ყაზაიშვილი არ ჩააკვეხოს სასტავს თორე აქედან ვერ გაგვასწრებს ვაისია თუ ვიღაც.
რომა
15:07 09-11-2020
6
Vegar gavige sabolood itamashebs tu ara sxva sitebze idzaxian arao aq kio da mainc gaaketet kidev ertxel dges an xval vin itamashebs da vin ara imatgan.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული