პანდევი თბილისში ითამაშებს, ელმასი და ადემი საეჭვოა

AutoSharing Option
მაკედონიურმა "სპორტმედიამ" უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი გუნდის კაპიტანი გორან პანდევი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო იტალიიდან ვერ გამოფრინდება. გამოცემა მკითხველს ამშვიდებს და ამცნობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვეტერანი ფეხბურთელი სკოპიეში დილით ადრე, ალიონზე ჩავა და ნაკრებს შეუერთდება. ის "რომასთან" საშინაო მატჩში (1:3) 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, სამივე გოლი მასპინძლებს სომხეთის ნაკრების გუნდისთავმა ჰენრიხ მხითარიანმა გაუტანა.

ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველმა არიან ადემმა "ისტრასთან" მატჩისწინა მოთელვისას ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. რაც შეეხება "ნაპოლის" ნახევარმცველ ელიფ ელმასს, "ბოლონიასთან" მოგებულ
შეხვედრაში (1:0) 83-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. თუმცა, შეიძლება შეზღუდვების გამო ნეაპოლიდან ვერ გამოფრინდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით და მონდომებით!!! იმედია საურველი შედეგი მოვა. წინ ევრო-20 გვაქვს.
tngh
09:28 09-11-2020
0
გუშინ კვარაცხელიას რუბინმა,ხიმკისთან 0-2 წააგო.გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი,დესპოტოვიჩი არ ჰყავდა აშკარად შეეტყო.კარის წინ მისი შემცვლელი,ბურთს ვერ იღებდა და გუნდი შარშანდელ რუბინს დაემსგავსა,ყველაფერს რომ აკეთებდა თითქოს,მაგრამ გამტანი აკლდათ.გუნდს აშკარად ეტყობოდა,ვლადივოსტოკში გადაფრენის და თამაშის დაღლილობაც.ხვიჩამ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ორჯერ პრინციპში საგოლე პასიც გააკეთა,მაგრამ პარტნიორებმა გაანიავეს.38 წუთზე კი,მეტოქემ გაჩერებულ ხვიჩას იმ ფეხში შემოჰკრა მაგრად,რომელიც ბურთიდან უფრო შორს ედგა და როცა მსაჯმა ამაზე გაფრთხილებაც კი არ მისცა,ამის შემდეგ თავი ძალიან აღარ გამოუდვია.ეტყობა სანაკრებოდ შეინახა თავი.გუნდიც თავს არ ჰგავდა და აუტსაიდერთან უშანსოდ წააგო.
სოსო
11:11 09-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული