მაკედონია საქართველოსთან ფავორიტია და თბილისში გაიმარჯვებს - მაკედონიელთა ლეგენდა

AutoSharing Option
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გასამართ ისტორიულ მატჩამდე წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ონლაინ "თოლქ შოუ", სახელწოდებით "ჩვენი დროა", რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ხრისტოვი სტუმრობდა და 12 ნოემბრის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მაკედონიელი ფეხბურთელების არცერთი თაობა არ ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ბიჭები საუკეთესონი არიან.

მაკედონია რამდენიმე მიზეზით არის ამ დუელის ფავორიტი. ორივე ნაკრებს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ჩვენს ნაკრებს კარგი სერია აქვს,
კოლექტივი ერთად დიდი ხანია თამაშობს, საქართველო კი კოსოვოზე ძლიერი მეტოქე არაა.

არასაფეხბურთო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გუნდს, რომელიც მაქსიმალურად უდანაკარგოდ გადალახავს ვირუსს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ჩვენ ფეხბურთელთა დიდი სია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ერთობა.

ევროპის ჩემპიონატი - ეს ახდენის პროცესში მყოფი ოცნებაა. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს და ისინი 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს დაამარცხებენ", - განაცხადა ხრისტოვმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
Ra gvefexbirteba arhevnebs agebs opozicia!
Vote
09 ნოემბერი 2020 18:27
22
ვფიქრობ შენი ჩათვლით, მარტო ოპოზიციას არ ეფეხბურთება.
გიორგი
10 ნოემბერი 2020 09:49
1
თუ საქართველოს ნაკრები ევროპაზე ვერ გავა ეს იქნება ამ ხელისუფლების სინდისზე. 5000 კაცის დაშვება უოველგვარი დისტანციის დაცვით იდეალური იქნებოდა
დავით
09 ნოემბერი 2020 18:15
8
რეებს წერთ ტო ცოტა დაფიქრდით
გაგა
10 ნოემბერი 2020 13:34
1
ეწრა მაგის თაობაზე აქ....მარა ჩვენ ის ხალხი ვართ რო ოღონდ მე თუ ვერ მოვხდი მაშინ ნურც ნურავის შეუშვებთ!!!!
შეეყვანათ ჯარი, ეხბურთელები, აკადემიები... სადაც ისედაც კონტროლდება ვირუსზე და დაცულია ხალხი...მთლად უმაყურებლოდ ჩატარებას ასე არ ჯობდააა??????
aburjga-ს
09 ნოემბერი 2020 21:34
0
ყველა გამოხმაურება
ყველას მოგმართავთ! თუ გაგრძელდა აქციები, არეულობამ თუ მიიღო მაშტაბური ხასიათი მოსალოდნელია უეფამ 12 ნოემბრის მატჩი სხვა ქვეყანაში და სხვა დროს გადაიტანოს! თუ მაკედონიამ უარი განაცხადა, ოფიციალურად თუ მიმართა უეფას და დაურთო წუხანდელი კადრები, მაშინ უეფა ნამდვილად გადაიტანს ამ მატჩს! ამიტომ თხოვეთ თქვენს ახლობლებს, პოლიტიზირებულებს, პოლიტიკოსებს გაგვიწიონ ხალხს ანგარიში, გვაცალონ ეს ისტორიული მატჩი თბილისში ნორმალურად ჩავატაროთ, გავიმარჯვოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.... 13 ნოემბრამდე მაინც შეიკავონ თავი აქციებისაგან!
aburjga
09 ნოემბერი 2020 17:56
35
რუსოფილო,იქნებ იმაზე გეთქვა ორიოდ სიტყვა,თუ როგორ გადაგვასხა ცივი წყალი შენმა სათაყვანებელმა ოცნებამ ქართველ გულშემატკივარს და ფაქტობრივად დააკარგვინა ეროვნულ ნაკრებს შინაური კედლების უპირატესობა?!
aburjga-ს
09 ნოემბერი 2020 19:27
27
Araferi gansakutrebuli ar xdeboda gushin, belaryshi gacilebit uaresi xdeba magram Aravind arafers ar debs.ny panikiorobt Ra.
Ttt
09 ნოემბერი 2020 19:01
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული