კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ტკივილებით თამაშობს

AutoSharing Option
rsport.ria.ru-სთან "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასა და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

"ჯერ ტრანსფერზე პირდაპირ არავის მოუმართავს. რაიმე სახის სერიოზული მოლაპარაკება ან კონტაქტები არ ყოფილა, ისევე, როგორც რომელიმე კლუბისგან დაინტერესება.

ის ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ მაღალ დონეზე მუდმივად თამაში არ შეუძლია. თანაც, უკანასკნელი სამი მატჩი ტრავმირებულმა ჩაატარა. თავიდან საქართველოს ნაკრებიდან კოჭ-წვივის ტრავმით დაბრუნდა, ნემსები გაიკეთა და ისე თამაშობდა. ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ თუ არა, ზურგის ტრავმამ იჩინა თავი. ხვიჩა დიდი ტკივილებით თამაშობს და ამ თვალსაზრისით, გმირია. ფაქტობრივად, საწვრთნელ პროცესშიც არ
მიუღია მონაწილეობა, გათავისუფლებული იყო. მწყობრში მოვიყვანთ, ღმერთმა ქნას და ყველაფერი კარგად იქნება".

მკითხველის კომენტარები / 16 /
რუსტემა ნუ ათამაშებ უკანალს, შენთვის ფინანსებია ხვიჩა მხოლოდ... ნაკრებში როცა ეფექტურად გაირჯება უფრო ძვირად გაყიდი!!!
ბათუმი
09 ნოემბერი 2020 19:51
2
ეს ნიშნავს რომ მაკედონიელები, დასაწყისიდანვე ძალიან ხისტად დაიწყებენ კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშს და ეცდებიან ან დააშინონ,ან კიდევ ტრავმა მიაყენონ.ამ მიზნით გაფრთხილების მიღებასაც არ დაერიდებიან.ხვიჩას მოუწევს,მხოლოდ საჯარიმოს სიახლოვეს ჩართოს თავის დრიბლინგი.იქ ასე ადვილად ვეღარ გაბედავენ უხეშობას.თუმცა ჩვენ სტანდარტულები თითქმის არ გვაქვს დამუშავებული და შესაძლოა ვერც ამან შეაჩეროთ.იმედია ხვიჩა ბოლომდე გაუძლებს ეგზეკუციას
სოსო
09 ნოემბერი 2020 21:28
2
არაა ტრამვირებული, ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე შევედი იქ ერთ-ერთ გულშემატკივარს დასმული ჰქონდა კითხვა ხვიჩას ტრამვაზე, ფეხბურთის ფედერაციის პასუხი
იყო: არანაირი ტრამვა არ აწუხებს ემზადება თამაშისთვისოო.
Batumi90
09 ნოემბერი 2020 21:28
0
მოიცა რას ემსახურება ახლა ეს სტატია?.. ფბ რომ იყოს ვიფიქრებდი ნახვენი აინტერესებთთქო და რეიტინგებითქო... რას გვიხეთქავთ გულს, ისედაც ამოვარდნაზეა...
Irakli Apkhaidze
09 ნოემბერი 2020 20:09
5
რაც არ უნდა ტკიოდეს,ხვიჩა იმ ჯიშის ბიჭი არაა, რამის ან ვინმეს შეეშინდეს, მებრძოლი კოლხი ბიჭია და დაანახებს ამ ძალას ბალკანელებს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
10 ნოემბერი 2020 00:21
2
დედამოკლულებო! ერთის მონელება კარგად ვერ მოასწარით და უკვე მეორეს მიადექით!!!???
დ.დ.
09 ნოემბერი 2020 19:31
6
თუ ტრამვირებული იყო ყველა თამაშში ათამაშეს და ეგ როგორ გავიგოთ.არაფერი არ ჭირს და თუ რამე პრობლემა აქვს თვითონ იტყოდა.
imereli
09 ნოემბერი 2020 21:00
2
თასზე, ვლადივოსტოკში,არ ათამაშეს და ხიკისთანაც, ძალიან არ აქტიურობდა
სოსო
10 ნოემბერი 2020 12:41
0
დაგვერხაა?
KA
09 ნოემბერი 2020 19:32
6
ხვიჩა!!! გამაგრდი!!! წინ ისტორიული მატჩია!!! დაისვენე და ყურადღებით, ფრთხილად ითამაშე...
tngh
10 ნოემბერი 2020 09:27
0
უფალი იყოს შენი მფარველი და უფალს ვთხოვ კიდევ ერთხელ გაგვახაროს შენი ნიჭით ბიჭებო დაუმტკიცოდ რომ მაკედონიელები დავამშვიდოთ ძან დაფრინავენ ღრუბლებში გონიათ რომ ჩვენზე ბევრად მეტი შეუძლიათ აბა თქვენ იცით მთელი ქვეყანა ვილოცებთ რომ თქვენ სიამოვნება მიიღოდ თამაშისგან და ჩვენც გვასიამოვნოთ და გვაბლატაოთ თქვენი წარმარებით. გეხუტუნეთ გულში.
ლაშა
10 ნოემბერი 2020 08:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული