ჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა დარწმუნებულნი არიან ჩრდილომაკედონიელები საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებაში თუ უბრალოდ ეს მათი სტრატეგიაა, ან შეიძლება სულაც თავს იგულიანებენ, მაგრამ ფაქტია, ერთობ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღეს ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოცხადდნენ კაპიტანი გორან პანდევი და ელიფ ელმასი და ეროვნულ გუნდთან ერთად სასტუმროში არიან.

ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რათა გავიმარჯვოთ და ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს მართლაც ემოციური შეხვედრა იქნება, რამეთუ ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა
გვაქვს. მიღწეული დადებითი შედეგებით ბედნიერები ვართ, თუმცა ფინალში გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი თამაშია, წინა ორისგან განსხვავებული; ფინალია, რომელსაც ორივე გუნდი განსხვავებულად შეხვდება. მე დეტალების ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას ვიმედოვნებ".

ასევე მეტად ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს მცველმა ვისარ მუსლიუმ და თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნელა ბეჭი არ ამოიგდოთ
grisha
09 ნოემბერი 2020 21:05
0
ძალიან ჭკვიანურია, მაკედონიელებმა თამაშამდე იზეიმონ, ჩვენ თამაშის შემდეგ. ზეიმი ორივეს შეგვრჩება.
ტვინი
10 ნოემბერი 2020 02:08
0
შეიძლება მეშლება, მაგრამ ამ ინფორმაციის მოწოდებას სხვა,უფრო პოზიტიური ინფორმაცია დადოთ ჯობია,ან ინტერვიუ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და მათ გაამხნეონ ნაკრების ფეხბურთელები,მე მგონი უკეთესია და კიდევ ერთი თხოვნა მექნება საიტის ადმინისტრაციასთან,13-მდე თუ შეიძლება რომ ნეგატიური კომენტარი და იმინფორმაცია არ გამოაქვეყნოთ რაც 12-ის და თამაშს მის მონაწილეებს შეეხებათ
froide
10 ნოემბერი 2020 09:45
1
გეთანხმები
ამ და სხვა საიტებზეც მაკედონიელების ინტერვიუებია, პიარი და ბაქიქბუქი ეძახე თუ გინიდა.

ჩვენები სად არიან? რას ფიქრობენ, რას აკეთებენ? როგორ აგულიანებენ ჩვენს ფეხბურთელებს?

ფეხბურთელების გარდა ფედერაცია როგორ ემზადება? ფანები და ასე შემდეგ?
თუ ერთი ჩვეულებრივი , რიგითი თამაშია?



ლაშა
10 ნოემბერი 2020 12:54
1
ეტყობა ეგზიტპოლების შედეგები ნახეს,ან კარგ სიზმრებს ნახულობენ.მთავარია დაცვამ არ გვიღალატოს თორემ წინ /ხვედელიძე/ გვყავს ხვიჩას სახით.ჩაკვეც რომ იყოს დიდი ანგარიშით მოუგებდით.
გოლი მინდა ხვედელიძე 2 გოლი.
09 ნოემბერი 2020 23:10
2
ჩვენ 12 ნოემბერს ვიზეიმებთ დაახლოებით 23 საათისთვის და შემდგომ :)
ირაკლი
09 ნოემბერი 2020 22:36
0
მე მათ განცხადებაში ზეიმი ვერ ამოვიკითხე. ან როგორ უნდა იზეომონ წიმასწარ როცა ორივე თამაში გადაგვირჩნენ? დარწმუნებული ვარ ვეღარ გადაგვირჩებიან, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ დარწმუნებული ვარ.
G.LA
10 ნოემბერი 2020 04:45
0
მაკედონიელები ჩვენზე გაცილებით აქტიურად " მუშაობენ" საკუთარი ნაკრების განწყობაზე,მოტივაციაზე ,ჩვენთან კიდე რა ხდება...
recondite
09 ნოემბერი 2020 22:16
4
და რა გიკვირთ? აბა მეტი რა უნდა თქვან? ყველა ვარიანტში ვაგებთ და დედა გვაქვსო ნატირები?!
სოხუმელი ვეტერანი
10 ნოემბერი 2020 13:34
0
მაკედონია უფრო სუსტი გუნდია, ვიდრე ბელორუსი.
09 ნოემბერი 2020 23:43
15
მე რაც არუნდა გაგიკვირდეთ ვაისის მეშინია... თავის ლუბიმჩიკები როარ დააყენოს სასტავში კი კარგია კაშოც და ყაზაიშვილიც რომ გამოვიდნენ ცდას არ დააკლებენ მაგრამ ხოჭოლავას კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას სულ თამაშობს თან ვის წინააღმდეგ რეალი ინტერი.. კვერკველიას უნდა შეუწყვილოს ხოჭოლავა ყველა ვარიანტში.. მარჯვნივ დვალი რათქმაუნდა. ყაზაიშვილს რაც შეეხება უთამაშებელია და რაც არუნდა ლუბიმჩიკი იყოს მაინც არუნდა ჩასვას სასტარტოში
ვააააააის
09 ნოემბერი 2020 22:33
8
მაკედონელები გადარჩნენ ჯერ ესტონელებთან, მერე ჩვენთან მოგონილი პენალტით. ჩვენ პირიქით ჯერ სომხებთან, მერე მაკედონიასთან. იმედია იმათ მთელი ბონუსები უკვე დახარჯეს და ცოტა იღბალი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, ჩვენს მხარეზე იქნება.
ნიკ
10 ნოემბერი 2020 12:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული