ჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა დარწმუნებულნი არიან ჩრდილომაკედონიელები საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებაში თუ უბრალოდ ეს მათი სტრატეგიაა, ან შეიძლება სულაც თავს იგულიანებენ, მაგრამ ფაქტია, ერთობ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღეს ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოცხადდნენ კაპიტანი გორან პანდევი და ელიფ ელმასი და ეროვნულ გუნდთან ერთად სასტუმროში არიან.

ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რათა გავიმარჯვოთ და ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს მართლაც ემოციური შეხვედრა იქნება, რამეთუ ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა
გვაქვს. მიღწეული დადებითი შედეგებით ბედნიერები ვართ, თუმცა ფინალში გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი თამაშია, წინა ორისგან განსხვავებული; ფინალია, რომელსაც ორივე გუნდი განსხვავებულად შეხვდება. მე დეტალების ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას ვიმედოვნებ".

ასევე მეტად ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს მცველმა ვისარ მუსლიუმ და თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
და რა გიკვირთ? აბა მეტი რა უნდა თქვან? ყველა ვარიანტში ვაგებთ და დედა გვაქვსო ნატირები?!
სოხუმელი ვეტერანი
10 ნოემბერი 2020 13:34
0
froide! აბსოლუტურად მართალი ხარ! იმედია საიტი გაიგებს და მოგისმენს! წარმატებები ნაკრებს! დიდი იმედებით 12 ნოემბერს!
alexandre
10 ნოემბერი 2020 12:50
0
იზეიმონ თუ ეზეიმებათ,რა გინდათ მერე თქვენ კაცო.ჩვენ საქმეს მივხედოთ სჯობს,ამათ ბაქი-ბუქის ყურებას და კითხვას.ასეთი ხალხია ზოგადად ეს ბალკანელები,თითქმის ყველა,სლოვენიელების გარდა,ცხვირაწეულები და რეალობას მოწყვეტილები,ძალიან ბევრჯერ წაუმტვრევიათ ცხვირი ასეთი უაზრო თვითრწმენის გამო,მაგრამ ვერ სწავლობენ მაინც ჭკვას და იყვნენ მასე,ჩვენ რაა რა...ჩვენს საქმეს მივხედოთ,ჩვენთანაცაა მასეთი ხალხი,მათ შორის ჟურნალისტებიც,უკვე რო ჰოლანდიასთან თამაშს ელოდება ევროპის ჩემპიონატზე
master
10 ნოემბერი 2020 11:43
1
აღდგომა და ხვალეო. მიუხედავად, იმისა რომ მთავრობა, ექიმები და პიდერაცია მაკედონიელთა მხარესაა და არ უნდათ რუსებს საქართველოს გამარჯვება, გულშემატკივრებს გვჯერა ჩვენი ბიჭების!!! ბურთს თავზე გადავახევთ და ისე გავალთ ევროპაზე!!! ჩვენთან არს ღმერთი და ესაა მთავარი!!! მაინც ვუგულშემატკივრებთ, ერთ კილომეტრზეც რომ არ მიგვაკარონ სტადიონს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაჟა
10 ნოემბერი 2020 11:41
1
უნდა გვეშინოდეს სწრაფი გოლის, მათ 1-0 კიარა 4-0 უნდა გავუშვათ შინ
foodboll
10 ნოემბერი 2020 11:31
0
მაკედონიელების ზეიმი 2008 წლის აგვისტოს ნაცების ხეიმია :)))
იროდი
10 ნოემბერი 2020 10:56
14
მაგარი მზე ხარ :)
ძალიან
10 ნოემბერი 2020 11:53
0
შეიძლება მეშლება, მაგრამ ამ ინფორმაციის მოწოდებას სხვა,უფრო პოზიტიური ინფორმაცია დადოთ ჯობია,ან ინტერვიუ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და მათ გაამხნეონ ნაკრების ფეხბურთელები,მე მგონი უკეთესია და კიდევ ერთი თხოვნა მექნება საიტის ადმინისტრაციასთან,13-მდე თუ შეიძლება რომ ნეგატიური კომენტარი და იმინფორმაცია არ გამოაქვეყნოთ რაც 12-ის და თამაშს მის მონაწილეებს შეეხებათ
froide
10 ნოემბერი 2020 09:45
1
გეთანხმები
ამ და სხვა საიტებზეც მაკედონიელების ინტერვიუებია, პიარი და ბაქიქბუქი ეძახე თუ გინიდა.

ჩვენები სად არიან? რას ფიქრობენ, რას აკეთებენ? როგორ აგულიანებენ ჩვენს ფეხბურთელებს?

ფეხბურთელების გარდა ფედერაცია როგორ ემზადება? ფანები და ასე შემდეგ?
თუ ერთი ჩვეულებრივი , რიგითი თამაშია?



ლაშა
10 ნოემბერი 2020 12:54
1
მე მათ განცხადებაში ზეიმი ვერ ამოვიკითხე. ან როგორ უნდა იზეომონ წიმასწარ როცა ორივე თამაში გადაგვირჩნენ? დარწმუნებული ვარ ვეღარ გადაგვირჩებიან, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ დარწმუნებული ვარ.
G.LA
10 ნოემბერი 2020 04:45
0
რავიცი ორივე თამაშში დავამყნეთ ეს უბედურები და რისი იმედი აქვთ :D
nedved
10 ნოემბერი 2020 04:43
2
ძალიან ჭკვიანურია, მაკედონიელებმა თამაშამდე იზეიმონ, ჩვენ თამაშის შემდეგ. ზეიმი ორივეს შეგვრჩება.
ტვინი
10 ნოემბერი 2020 02:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული