საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისათვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს - გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია
(ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 38 /
უნდა მოვიგოთ 1000%
ჯანსული
10 ნოემბერი 2020 23:38
0
ძალიან კარგია რომ ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს რა დონის თამაშია ეს და რა დევს სასწორეზე ბიჭები 200% უნდა დაიხარჯონ და როგორც ქეცბაია იტყოდა ყველაფერი უნდა ჩადონ რომ მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ევროპაზე ძალიან სამწუხაროა რომ ჩაკვე და კიტე არ გვყავს მაგრამ უნდა მოვიგოთ ასეთი შანსი მეორედ ჩვენ აღარ გვექნება.
გიო
10 ნოემბერი 2020 15:02
0
ყველანი მაკედონიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და ეს გასაგებია,მაგრამ ამ თამაშის შემდეგ,ამ კვირაში კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი,მოსაგები და მაკედონიასთან შედარებით,3 გოლით მეტი გასატანი.მაშინ ჯგუფში გამარჯვებასაც მოვიპოვებთ და ბ ჯგუფში ავალთ.ჩემი აზრით და ალბათ ბევრი დამეთანხმება,დღევანდელი ჩვენი ნაკრების ძალა,ბ ჯგუფს შეესაბამება.ასე რომ ესეც უნდა გვახსოვდეს და კიდევ,ერთ კვირაში დინამოს სტადიონისათვის სამი მატჩი,ნამეტანი დატვირთვა არ იქნება?მისი მინდვრის საფარი რომ კრიტიკას ვერ უძლებს,ხომ ვნახეთ
სოსო
10 ნოემბერი 2020 14:48
0
ათასი რამე ითქმება და იწერება.მე კი ვიცი,რომ მაკედონია ჩვენი მომგები არ არის.ჩვენი დღევანდელი ნაკრები,მათზე უკეთესია და თვითონ ჩვენ თუ არაფერი მოვიფიქრეთ,მეტოქეს შანსი არ ექნება.უხეშობაც იქნება,პროვოკაციაც,ყველაფერს უნდა ველოდოთ,მაგრამ ჩვენ თუ კონცენტრაციას არ დავკარგავთ და სათამაშო დისციპლინას მკაცრად შევინარჩუნებთ,აუცილებლად გავიმარჯვებთ.ეს ჩვენი ბიჭებისთვის კარიერის მთავარი მატჩია.ეს შესანიშნავად ესმით და ამისათვის ემზადებოდნენ,ამდენი ხანი.ასე რომ მათი მოტივირების საჭიროებას ვერც კი ვხედავ.ბიჭები გავლენ, ყველაფერს დადებენ,რაც შეუძლიათ ან არ შეუძლიათ და გაიმარჯვებენ.ჩვენ,თქვენ გვერდით ვართ და სიზმარას ზღაპრისა არ იყოს,ჩვენი ძალა თქვენ!ჩვენი ძალა თქვენ,ბიჭებო!
სოსო
10 ნოემბერი 2020 14:40
0
კანკავა და კვეკვესკირი ჩამოვიდნენ თუ იცით?
me ar var Roboti
10 ნოემბერი 2020 13:37
1
შენ არ ხარ რობოტი?შენ გგონია ჩვენ ვართ?საიტს არ სურს დაჯერება თორემ,დედას დავიფიცავ,რომ არც მე ვარ რობოტი.იმისი ეჭვიც მაქვს,რომ არც სხვები არიან რობოტები და საერთოდაც,წერა კითხვის მცოდნე და სპორტში გარკვეული რობოტი,საქართველოში საერთოდ არ მგონია არსებობდეს.რაღაცა აზრი ხომ უნდა ჰქონდეს,მაგის დაწესებას?ერთადერთი აზრი ჩვენთვის ნერვების მოშლა და დროის დაკარგვა მგონია.შესაძლოა დამატებით კიდევ ელექტროენერგიის ხარჯი და სულ ეგაა.ან ეს კონფიდენციალურობის პირობები რს ნიშნავს?აქ ისეთი რა უნდა დაიწეროს,რომ საიდუმლოდ შესანახი გახდეს?ბაცნობა გამოდის საბოლოო ჯამში და სჯობია მოაშოროს საიტმა.
სოსო
11 ნოემბერი 2020 12:54
0
დარწმუნებულივარ 12ში ჩვენ ვიზეიმებთ მაგრამ აქვე ავღნიშნავ ბრძოლა დისიპლინა შემართება ამის უიმისოდ ვერაფერს გააწყობთ დანარჩენი ჩვენ ხელთაა მინდა რომ ბუზღუნით ხა ტირილით გაუშვათ სახლში მაგ ბუქიებს მაღალი კლასის ვართო დავანახოთ ვინ ვინაა ლომებო❤❤❤
ლაშა
10 ნოემბერი 2020 13:16
0
თუ აქციებია საჭირო, ახალი არჩევნების მოთხოვნას, 12-ში სტადიონზე შეშვება მოითხოონ, არ სჯობია? - მგონი, ბევრად სჯობია.
ლაშა
10 ნოემბერი 2020 12:43
0
ჯარიდკაცები დაასწრეთ თამაშს, თქვე ვირის აბანოში შესაყრელებო!!!!!!!
გიორგი
10 ნოემბერი 2020 12:24
1
ვაისმა უნდა გადახედოს თავის შეცდომებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ორჯერ ათი კაცით დარჩენილებს ვერ მოვუგეთ. მოგებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს, ეს მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება
gio
10 ნოემბერი 2020 12:11
0
წარმოდგენაც კი მბურძგლავს რა იქნებოდა სტადიონზე ხალხი რო ყოფილიყო ასეთ დროს მინიმალური შანსიც არ ექნებოდათ მაკედონელებს ათათურქის სტადიონი მონაგონი იქნებოდა ისეთ ჯოჯოხეთს მოვუწყობდით მოწინააღმდეგეს. ბიჭებო სტადიონზე მარტოები იქნებით მაგრამ გახსოვდეთ თქვენს უკან მილიონობით გულანთებული ქართველია.......... წაგების უფლება არ გაქვთ!!!
საქართველო
10 ნოემბერი 2020 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული