ფინალამდე მიმავალი გზა ასე დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2018 წლის 6 სექტემბერს, "ასტანა არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო... პირველი გიორგი ნავალოვსკის ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი იყო. რომ არა "ნავალა", არავინ იცის, ვიქნებოდით თუ არა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში...

შემდეგ კი კიდევ ერთი გიორგის, ამჯერად ჩაკვეტაძის ბენეფისის დროც მოვიდა - "ჩაკვემ" ულამაზესი გოლი გაუტანა ყაზახებს და ესეც ჩვენი საფინალო გზის უმნიშვნელოვანესი საწყისი ეტაპი იყო.

ჩაკვეტაძემ მესამე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა - კარგი პასი გაუკეთა ვაკო ყაზაიშვილს. ვაკომ დაარტყა,
მეკარემ მოიგერია და ავტოგოლი - მატჩი მოვიგეთ.

ასე დაიწყო ფინალისკენ მიმავალი გზა...



მკითხველის კომენტარები / 10 /
კობი, კახი და მიშა! თქვენ მოგმართავთ. მიიღეთ დროულად გადაწყვეტილება... წესი არ გვინდა დავაღვიოთ, მაგრამ ეულად ისტორიული მატჩის ყურებას არავინ აპირებს. ( უბრალოდ წარმოუდგენელია ემოციის არგაზიარება ასოდენ ღირებული მატჩის მიმდინარეობისას) მოიფიქრეთ რაღაც გონივრული და ხვალ დღის ბოლომდე გვაცნობეთ
ირაკლი
20:25 10-11-2020
0
თუ არ ამოვტენეთ ვერ გავალთ ისე და ყაზაიშვილის ბუთის თრევა დაგვღუპავს!!
კახა
17:53 10-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული