საქართველო-მაკედონიას პრემიერლიგის ტოპ-არბიტრები განსჯიან

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ იმსაჯებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებას.

ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - თითოეული მათგანი მაღალკვალიფიციური, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რეფერია.

მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი იქნება. მას გარი ბისვიქი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ქრეიგ პოუსონი იქნება, ხოლო VAR-ის რეფერის მოვალეობას სთიუართ ართველი შეასრულებს.

სხვათა შორის, ისინი ევროპის სუპერთასზე "ბაიერნისა" და "სევილიას" მატჩს მოემსახურნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ცუდია ეს მსაჯები რომ აგვირჩიეს. ბარათი ავიწყდებათ, რომ ჯიბეში აქვთ. ვირეშმაკა
მაკედონიელები კი უხეშობაზე განზრახ წავლენ, განსაკუთრებით ხვიჩაზე და ოქრიზე.
აი ამ დროს იყო კარგი მაყურებელი ყოფნა ტრიბუნაზე, იქნებ ხმაურიან
პროტესტს შეეფხიზლებინა მსაჯები.
ჯეკო
09:21 11-11-2020
1
ართველი ფაქტობრივად ქართველია ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და ინებოს უფალმა ამ ყველასგან საჯიჯგნად ქცეული საქართველოს ერთხელ მაინც გახარება ამინ
kiko
09:00 11-11-2020
0

სიახლეები პოპულარული