საქართველო-მაკედონიას პრემიერლიგის ტოპ-არბიტრები განსჯიან

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ იმსაჯებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებას.

ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - თითოეული მათგანი მაღალკვალიფიციური, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რეფერია.

მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი იქნება. მას გარი ბისვიქი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ქრეიგ პოუსონი იქნება, ხოლო VAR-ის რეფერის მოვალეობას სთიუართ ართველი შეასრულებს.

სხვათა შორის, ისინი ევროპის სუპერთასზე "ბაიერნისა" და "სევილიას" მატჩს მოემსახურნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ართველი ჩვენკენ იქნება. კიდევ კარგი, აკედონიელი არ არის! ;)
ვვვ
16:05 10-11-2020
1
უხეში თამაში იქნება და მსაჯზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!!!
Musenbezi
15:49 10-11-2020
2

სიახლეები პოპულარული