უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ იმსაჯებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებას.
ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - თითოეული მათგანი მაღალკვალიფიციური, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რეფერია.
მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი იქნება. მას გარი ბისვიქი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ქრეიგ პოუსონი იქნება, ხოლო VAR-ის რეფერის მოვალეობას სთიუართ ართველი შეასრულებს.
სხვათა შორის, ისინი ევროპის სუპერთასზე "ბაიერნისა" და "სევილიას" მატჩს მოემსახურნენ.