ოქრიაშვილი: მოგების გარდა, სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ - გუნდში საუკეთესო განწყობაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩისათვის სამზადისს განაგრძობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა:

"ჩრდილოეთი მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა, სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.

​ძალიან შეკრული გუნდი ვართ. საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ,
რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ.

გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც უფრო ახლოვდება თამაში მით უფრო ვნერვიულობ.
beqa
11:48 11-11-2020
0
ოქრი შენი და ვაკოს იმედი გვაქ ! მჯერა თქვენ გაიტანთ და 2-0 მოვიგებთ !
semi
11:18 11-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული