კაკაბაძე: ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ მეორე ვარჯიში ჩაატარა, ჩვენი გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კი სფფ-ის საიტთან შემდეგი განაცხადა:

"სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.

ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
david gurgenidze
16:57 11-11-2020
0
როცა შენ კარში გაუგონარ და აბსურდულ პენალტს ნიშნავენ როგორ მოიგებ? რომ არა მოგონილი პენალტი, გააზრებული შეტევაც კი არ გაუკეთებია მაკედონიას.
დიდი-ს
10:37 11-11-2020
0

სიახლეები პოპულარული