საქართველოს ნაკრები იმარჯვებს და მიდის ევრო 2020-ზე, თუ არ წააგებინეს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები იმარჯვებს და მიდის ევრო 2020-ზე, თუმცა ამისათვის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია უნდა დაამარცხოს. ყველაფერი ბანალურად მარტივია.

კიდევ უფრო მარტივი იქნებოდა, უეფას ძღვენი რომ შეგვერგო და სტადიონზე მაყურებლების 33%-ის შეშვების უფლება ჩვენს ხელისუფლებას მოეცა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი გუნდი უმაყურებლოდ უარესად არ ითამაშებს და ამაში დარწმუნებულია. მაყურებელი მე-12 ფეხბურთელია და სახლში კედლებიც გეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო ხატოვნად ნათქვამია და დახმარებაში გულშემატკივარი
იგულისხმება. ამიტომ მატჩი, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, სამწუხაროდ.

ქომაგს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს: შენი გუნდის მხარდასაჭერად, მეტოქესა და მსაჯზე ზეწოლის მოსახდენად, თუნდაც იმისათვის, რათა ესა თუ ის არბიტრი ნებსით თუ უნებლიეთ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ არ შეცდეს. მაგალითად, როგორც ეს პოლონელმა ბარტოშ ფრანკოვსკიმ გააკეთა სკოპიეში ერთა ლიგის მეოთხე ტურში, როდესაც საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება მოჰპარა. მოჰპარა სრულიად მიზანმიმართულად და არა შეცდომით, რადგან კომპენსირებულ დროში პენალტის დანიშვნისას არც ერთ ქართველ ფეხბურთელს თამაშის წესი არ დაურღვევია. არის შემთხვევა, როდესაც მსაჯს საკამათო ეპიზოდში შეუძლია დანიშნოს თერთმეტმეტრიანი და შეუძლია არც დანიშნოს. იმ მომენტში კი ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. რომ გაემარჯვა, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით გაასწრებდა, ეს უკვე საკმაო ფორა იქნებოდა და არაა გამორიცხული, პან ფრანკოვსკის "შეცდომა" ბოლოს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ეჭვი მეპარება, მას ეს რომელიმე დიდი გუნდისთვის გაებედა.

მართალი გითხრათ, როდესაც ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსთან "ჯვაროსნების" შეხვედრის მსაჯად თურქი ჯიუნეთ ჩაქირი დანიშნეს, ძალიან გამიხარდა და არც შევცდარვარ. ის ხომ მაღალკვალიფიციური არბიტრია და თავისი საქმე პროფესიულად შეასრულა. თან, ბელარუსთან მატჩი იყო, ბელარუსი კი დასავლეთისთვის იგივე არაა, რაც მისი "ნებიერა" ჩრდილოეთი მაკედონია, რომელიც თავის ნაწილად მიაჩნია, ჩვენგან განსხვავებით ნატოშიც მიიღეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატიცაა. ახლა მავანი იტყვის, ეგ რა შუაშიაო, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან რა კავშირშიაო, რა შეთქმულების თეორიაზეა საუბრებიო და ა.შ. სამწუხარო კი არა, ბატონებო, საუბედუროა, რაც ხდება ხოლმე და ეს შუაში კი არა - თავშია. მერწმუნეთ, ჩრდილოეთი მაკედონია ვიეთთათვის კონტინენტის პირველობაზე საქართველოზე უფრო სასურველი მონაწილე იქნება, თანაც გაცილებით. ფეხბურთშიც არსებობს უხილავი წყალქვეშა დინებები და ამაზე კამათს აზრიც არ აქვს.

Sportall.Ge

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მუამედ სეიდინის მიმართვას გავეცანი თავისი ნაკრებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ იღბალი მამაცთა მხარეს იქნება. ხანდახან საჭიროა ნაწერის შინაარსი სტროფებს შორის ამოიკითხო. რას იზამ, ყველა თავისას ცდილობს, ხანდახან კი საჭიროა ქიციც იცოდე და ქიცმაცურიც. საჭირო კი არა, არამედ აუცილებელია. ისე, სხვათა შორის, ბატონ სეიდინს კარგი ურთიერთობა აქვს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზბიგნევ ბონეკთან. გასულ წელს შეხვედრისას მსაჯ ფრანკოვსკის თანამემამულე ბონეკი სეიდინს სადილზე ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტსა და ინვესტიციაში. არა, რამეს კი არ ვამტკიცებ ან მივანიშნებ, უბრალოდ ამბავს გიყვებით. ფეხბურთში კი არბიტრის ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს წყვეტს ხოლმე და შეიძლება გუნდს მთელი ნაშრომი წყალში გადაუყაროს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი ნაკრები საკუთარ მოედანზე მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ახლა ბიჭებმა შეუძლებელიც კი უნდა შეძლონ და საქმე არ გაირთულონ - ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე სძლიონ მეტოქეს. ჩვენი გუნდი სჯობია მეტოქეს, ეს ცალსახაა, ეს გასულ ორ მატჩში თვალნათლივ გამოჩნდა. საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ მაკედონიელებს იგორ ანგელოვსკის სახით და მან შესანიშნავად იცის ჩვენი გუნდის უპირატესობა. ვისაც ფეხბურთის ანი-ბანი მეტ-ნაკლებად გაეგება, არ შეიძლება ეს უპირატესობა არ დაინახოს. ორჯერ გადაგვირჩა მოწინააღმდეგე წაგებას (ერთხელ გადაარჩინეს) და ჰა, მესამე და სამართალი და ვისთვის იქნება სამართლიანი, ამას სულ მალე ვნახავთ.

ვლადიმირ ვაისმა შეძლებისდაგვარად მებრძოლი გუნდი შექმნა და ევროპირველობაზე გასვლის შემთხვევაში საჩუქარი არავისთვის არ იქნება - ერთა ლიგის D ლიგიდან გადავიდა C ლიგაში, ახლა B ლიგაში აღზევება შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე გასაღწევად იბრძვის. ეს ხომ უტყუარი ფაქტია. ამ ნაკრებს გააჩნია თავისი სუსტი წერტილები (ამაზე ამ წერილში ყურადღებას არ გავამახვილებ), მაგრამ ფაქტია, შეიკრა ერთიან მონოლითურ გუნდად, განმტკიცდა სათამაშო დისციპლინა, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიელებს ტოპ 5-ის ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელები ჰყავთ, გავბედავ და ვიტყვი, ვაისის განკარგულებაში უკეთესი მოთამაშეები არიან, მას მეტი შემქნელი ჰყავს, ვიდრე მის ვიზავის. მაკედონიელები გოლს ძირითადად სტანდარტულებიდან და კონტრშეტევებიდან იტანენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მინიმალურ შანსსაც იყენებენ, რასაც "ჯვაროსნებზე" ვერ ვიტყვით, რამეთუ სწრაფი თავდამსხმელი აკლიათ.

და მაინც, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ჩვენი მოგების შანსი მეტია. მართალია, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ჩვენი მთავარი გმირი გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იქნება მწყობრში და თავის სიტყვას ამჯერადაც იტყვის. ეს ის მატჩია, რომლის წაგება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, სწორი შედარება არ არის, თუმცა ღმერთმა არ ქნას და ეს ჩვენთვის იგივე იქნება, რაც 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის საკუთარ მოედანზე ურუგვაისთან დამარცხება. ეს ხომ ჩვენთვის ისტორიული მატჩია, ეს ჩვენთვის საფეხბურთო დიდგორია!

altკაკაბაძე: ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

altოქრიაშვილი: მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ - გუნდში საუკეთესო განწყობაა

altსაქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

alt"საქართველოს დავამარცხებთ, იღბალი მამაცთა მხარეს იქნება" - ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ავტორო ....!!!! თავიდან ეგ ეჭვი მეც მქონდა მაგრამ მე უფრო კოსოვოს მეშინოდა ვაი თუ თქო კოსოვოს აღიარების გაპრავების მიზნით ჩვენ დაგვიქნიონ თქო ...კოსოვოს ევროპაზე მოხვედრა ეგრევე შეცვლიდა სურათს კოსოვოს აღიარება არ აღიარების ირგვლივ ....მაკედონიაზე კი რავი ვფიქრობ ხელის წაკვრას კი ცდიან მეთქი მაგრამ ნაგლობით სულ ეგრე ვერ ინაგლებენ თან ჩვენი გუნდის მაგარი იმედი მქონდა ....!!!! ისე რაღაც შავბნელი დამთხვევები ნაღდად იყო ევროპის ჩემპიონატსა და ნატოს შესახებ თუ არ ვცდები პირველად სლოვენია ამოტივტივდა ზახოვიჩის თამადობით დანარჩენი ჭ კლასის ფეხბურთელებით აგრევე ნატოს მიღების შემდეგ ...მერე ლატვია ვერპაკოვსის თამადობით მიიღეს თუ არა ნატოში ეგრევე მოხვდნენ ევროპაზე ჭ კლასის გუნდი აბა ან ვერპაკოვსკი ან ლაიზანსი რა ფეხბურთელები იყვნენ ხომ იმ სლოვენიამ უკრაინა მოტეხა პლეიოფში ორი რაღაც უცნაური თამაშის შემდეგ ...კიდევ იყო მესამე ეგეთივე შემთხვევა მაგრამ ბოდიში და ვერ ვიხსენებ ....!!!ახლა რაც შეეხება ჩვენი გუნდის იმედი მქონდა თქო ....იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს და კიდევ მაქვს ( მაგრამ კაცი უფრო ადრე კვდება ვიდრე იმედი...) მაგრააამ ჯერ ჩაკვეს და მერე კიტეს ახლა კვარას და შენგელიას ....ხასიათი გააფუჭა კი არა სულიერად დავეშვი ...უბრალოდ ამათ გარეშე ყველა გვახსოვს ეგ ნაკრები 3-4-5 წლის უკან მალტას ძლივს მოუგეს და წვალობდნენ ყველა თამაშში იყო კერძი რომელსაც აკლდა მარილიც,პილპილიც და ბევრი სხვა სანებლებიც ...და ამ ისტორიულ თამაშის წინ დავრჩით სისწრაფეების კრეატივის და დრიბლინგების გარეშე ვისიც მეიმედება აწი უკვე ეს არის დავითაშვილი შეუძლია მაგ ბავშვს მარტოს პიანინოს თრევა არაფრით ნაკლები არ არის კვარაზე ამ წლის დასაწყისში მარტომ ათრია რუბინი ...უბრალოდ რუსული ენა და დისციპლინა რომ ესწავლათ ორთავეს მაგიტომაც დააშორეს ეგ გაუშვეს არენდით ალბათ იმის გამო რომ კვარა უკვე დაპიარებული იყო ლოკომოტივიდან სკანდალური წამოსვლის შემდეგ და მთელ რუსეთმა იცოდა მის შესახებ უჭველი გასაყიდად და თან დიდ ფულზე ამზადებენ ...შემდეგ კი ისევ ზურიკოს დრო მოვა რუბინში....მაგრამ აქაც არის რამდენიმე მაგრამ პირველი როგორ ფორმაშია მანაც მოიხადა კოვიდი 1 თვის წინ ...მეორე ენდობა კი მას ვაისი ..?? ეგ კვარასაც არ ენდო პირველ თამაშებში და სხვა ფლანგზე გაუშვა უბრალოდ ასისტით და გოლით დაუმტკიცა რომ ძლიერია ....და მესამე ესეც ბავშვია 19 წლის თან მისი ჭკუის არავინ არ დარჩა სასტავში ...მაგრამ იმედია ათამაშებენ და თან წამოიხევს თავზე მაკედონიას თავის ხვიჩას და ჩაკვეს მაგივრადაც ...არა და მაგარი უსამართლობა განგების ჯერ ჩაკვემ მოიყვანა აქამდის და მერე კვარამ გაიყვანა ფინალში ...,თქვენ ჯანმრთელობა ბიჭებო ყველაფერი წინ გაქვთ და დანარჩენებს აბა თქვენ იცით ქვეყანა თქენს იმედზეა ...და ღმერთი თქვენსკენ ...!!!!!!!!! კარგით რა ტეხავს იმას ხომ არ იტყვით 19-20 წლის ბიჭები გამოგვაკლდა და....)))))
Mdaaa
20:01 11-11-2020
0
ვულოცავ ხელისუფლებას. კვარას და შენგელიას ვირუსი დაუდგინდათ
დინამოელი
18:31 11-11-2020
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული