ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
ნეტავ თუ გჯერავთ მართლა ვინც თამაში უნდა მოიგოს არ არის ხვიჩა გიო... ვაისი მოიგებს?მეტი არა ჩემი მტერი
dato
11 ნოემბერი 2020 21:27
64
Guli ar gaitexot! Vaisi ara, yvela ertad movigebt! Upali shegvewios!
Zura
11 ნოემბერი 2020 21:46
0
ფორმაშია პაპუ, თამაშობს გუნდში, ნუ 20 წუტს აძლევენ
vaso
11 ნოემბერი 2020 18:24
2
ბიჭები თბილისური მატჩის ნახვა მინდა საქართველო მაკედონიის და ვერ დავძებნე დამეხმარეთ რა
რომა
12 ნოემბერი 2020 00:09
2
Vici ro xval aris marsidan kiar vicerebi?! Wina tbilisuri tamashis naxva mindoda da vuyure movidzie.
Roma
12 ნოემბერი 2020 02:35
0
პირველ არხზე 21:00 -ზე
buba
12 ნოემბერი 2020 09:10
0
ყველა გამოხმაურება
პაპუს რაცშეეხება - რადროის უახლოესი თამაშებია შეკაიკაცო!

შეტევაში კაცი გვინდა და ვინ თუ არა პაპუნაშვილი????

გასაგებია უთამაშებლობა და დროის ნაკლებობა მაგრამ, მინიმუმ 30წ გაქაჩავს და მეტიც. ეს ჩემი აზრია..
Biankonneri
11 ნოემბერი 2020 17:42
2
ისე ქეცბა, ჩამოსულია და ხომ არ გვეკითხა რჩევა, არა არ ვხუმრობ ახლა სწორედ მისი ტაქტიკა თუ გვიშველის, ავტობუსი და კონტრშეტევის იმედი, თუმცა დიდათ ეს ტაკტიკა არც ვაისს ეზერება და ზოგი ჭირი მარგებელიაო შეიძლება ახლა გამოგვადგეს.
hhh
12 ნოემბერი 2020 12:58
3
საინტერესოაა, ბიჭებს გამარჯვებას ისევ მაია ცქიტიშვილი მიულოცავს მხოლოდ? მაია სფფ-ს პრეზიდენტად!!!!!
დინამოელი
12 ნოემბერი 2020 11:18
1
არ დაჭირდება მილოცვა
loko
12 ნოემბერი 2020 11:34
3
სიტყვა "ლუზერები" არ უთქვამს. კარგად მოისმინეთ. ვიდეო არის YouTube-ში.
ქ. გ.
12 ნოემბერი 2020 08:35
0
დაწერე ბარემ, რა თქვა, შე კაი კაცო, იმხელა პრესკონფერენციას რო გვასმენინებ :) "ლუზერები" არ უხდება კონტექსტს აშკარად.
ვვვ
12 ნოემბერი 2020 10:12
0
უმძიმესი დანაკლისი გვაქვს, კიტე, კვარა და ჩაკვე. სამი მოტორი, რა ვთქვა, მარა მაინც მოვიგებთ. მთავარია დაცვა დააყენოს სწორად, ხოჭოლავას ვათამაშებდი, კაკაბაძეს დვალს და ტაბიძეს. კაშიასნაირი მცველი, ბურეთის ჩამტარებელი და პასის მიმცემი არაა არცერთი, მარა არის კი ფდორმაში? ყოველ შემთხვევაში კვერკველიას არავითარ შემთხვევაში არ ვათამაშებდი და არც ლორიას, რადგან მაგათმა ტრადიციული, უხეში შეცდომები იციან და ბევრჯერ დავუღუპივართ, ამიტომ მეკარეც გვყავს, მაკარიძე და მცველებიც, საყრდენები ყაზახური, თუმცა კვეკვე აღარაა ის კვეკვე 2 წლის წინ რომ იყო, მარა მაინც. ასევე ვფიქრობ, რომ საბა ლობჟანიძე იქნება სასტარტოში. დანარჩენი, ოქრი, ვაკო, გვილია, პაპუ, ჭანტურიშვილი, დავითა? არ ვიცი. საბა ნაღდად იქნება. მაგია რეალურად გოლის გამტანი. ვაკოს იმედი არ მაქ, მარა ისე მაგან თუ მოინდომა კი გამოუდის თამაში
vaso
11 ნოემბერი 2020 18:38
20
ლორიას ტრადიციული თან უხეში და თან დამღუპველი შეცდომა გამახსენე მეგობარო, ასაკში ვარ და მეხსიერება მღალატობს...
რა მაფიაა?
11 ნოემბერი 2020 19:49
0
კვირკველიასიც გაგვახსენე ერთი ? და რაღა დროს ჭანტურიშვილი ? კვეკვესკირმა წინა მატჩი ისეთი იტამაშა რაის ორი წლის უკან .
ლშ
11 ნოემბერი 2020 21:30
0
მე მინდა რომ ხელმოცარულად მაკედონიელები დარჩნენ,მაგრამ ისეთი მოცემულობა ჩამოყალიბდა შანსები ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალა
ლუკა
12 ნოემბერი 2020 11:53
6
ეს ფინალი თავით უნდა მოვიგოდ და არა ფეხით.
david gurgenidze
12 ნოემბერი 2020 13:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული