დე ლაურენტისი "კვარას" დილაუთენია ეახლა და ორი საათი ესაუბრა

AutoSharing Option
იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
გვარით ესპანელია და ალბათ ესპანელების საქმეს აკეთებს. არ აძინებს წესიერად.შეიძლება ხვალაც დაადგეს))
დავით 67
19:12 28-06-2024
4
თავდაპირველად მეც ვეთანხმებოდი პოზიციას, რომ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაცლოდა ნაპოლის. მაგრამ ეხლა სურათი ძლიერ შეიცვალა. ლაურენტისმა როგორც ჩანს შეცდომები გაათვიცნობიერა, რადგან ასეთი დონის მაღალანაზღაურებად მწვრთნელთან გააფორმა კონტრაქტი. კონტე არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა ფეხბურთში და ზოგადადაც, როგორც პიროვნება. სწორედ მისი წინაპირობაა ხვიჩასა და დი ლორენცოს ტრანსფერის გამორიცხვა. ამიტომაც იკადრა ბატონმა და მენეჯერებითურთ გაუწია გერმანიისკენ. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ჯუღელს, გამოასწოროს თავდაპირველად დაშვებული შეცდომები. სრულიად ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა სასურველი პირობებით კონტრაქტის განახლებისათვის. წესიერი ხელფასი და რეალური გამოსასყიდი მომდევნო სეზონიდან, არ იქნება ცუდი ვარიანტი და აი რატომ:- ხვიჩა შეჩვეულია ამ ქალაქს და გულშემატკივრის კერპია, გუნდში ცენტრალური ფიგურა შეიქმნება და თამაში მის ირგვლივ აეწყობა. ამასთანავე კონტე დიდი მწვრთნელია და მისგან შეიძლება ბევრი რამის კიდევ უფრო დახვეწა და განსწავლა ტაქტიკურ ფეხბურთში. მართალია არ ექნება ევროპა, მაგრამ ამასაც აქვს პლიუსი, ამ გადატვირთული პერიოდის შემდეგ არ ექნება კიდევ ერთი გადამღლელი სეზონი. ცოტას დაისვენებს, ძალებს მოიკრებს, უფრო მეტის ჩვენებასაც მოახერხებს. ცოტა ვიეგოისტებ და ნაკრებსაც სჭირდება ნაკლებადგადაღლილი ხვიჩა! კარგი სეზონის შემდეგ კი, უკვე ჩამოყალიბებულ სრულფასოვან ვარსკვლავად გადავა რომელიმე მისთვის შესაფერის გრანდში.
ამატაკი
19:07 28-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული