ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
წმინდა გიორგი გფარავდეთ ბიჭებო ბრძოლაში. ეს ბაქია ბაჭიები მუხლებზე უნდა დააყენოთ!
zaza
12 ნოემბერი 2020 12:39
1
დინამოს სტადიონს რამე გადააფარეთ კიდე ჭაობში უნდა ათამაშოთ ბიჭები? ეს ბუნებაც ეხლა გაჯიუტდა რა ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის. კანკავასი მჯერავს ბიჭებს ისე დაქოქავს თავს შეაკლავენ!!! ვეღარ ვძლებ გულს ბაგა ბუგი გაუდის უხ როგორ არ ვართ სტადიონზე დარწმუნებული ვარ ასეთი ქომაგობა ისტორიას არ ექნებოდა ნანახი!!!! ან გამარჯვება ან მოედანზე დახოცვა!!!!!!
ვატო
12 ნოემბერი 2020 12:32
0
ვლადიმირ წესიერად, არანაირი ან!!! სულ რომ სეტყვა და თოვლი მოვიდეს ან შენ მოგიწიოს მოედანზე გასვლა, ეს თამაში უნდა მოიგო და დავამთავროთ ამით განხილვები!!! წარმატებები!!!
!!!
12 ნოემბერი 2020 10:34
0
თუ ძმა ხარ დაუშვილის და ქვილითაიას ნუ დაგვანახება შემადგენლობაში.
arabika
12 ნოემბერი 2020 12:42
2
რატომ მიულოცავს ბიჭებს მხოლოდ მაია ცქიტიშვილი? შევარდებიან როგორც ყოველთვის პირველები გასახდელში კალა-კობი და აფერისტულად გადაეხვევიან. ამათ ხომ ეს დღეები გიგზნტური შრომა გასწიეს ნაკრების წარმატებით გამოსვლაში?))))) შოთის და თემურას მეტმა ვერავინ ვერ უნდა გაბედოს მილოცვა, ვეტერანებმაც კი. ყველანი თევზებივით დადუმებულები არიან. ორი სიყტვა მაინც დაწერეთ ბიჭების გასამხნევებლად, თქვე ბედოვლათები. არ გესმით რომ იტორიული დღე და გადამწყვეტი მომენტია ქართულ ფეხბურთში?
დინამოელი - ს
12 ნოემბერი 2020 12:02
1
რაზე ნერვიულობთ, უთხარით ბიჭებს რომ, რუსებს ვეთამაშებით და პრობლემა არ იქნება.
მამუკა
12 ნოემბერი 2020 11:07
0
არანაირი ანტიგმირი, არც განიხილება ეს მოცემულობა!!!! ან მოიგეთ და გმირები ხართ ან დარჩით საერთოდ სტადიონზე!!! წარმატებები!!!
2:1 საქართველოს სასარგებლოდ
12 ნოემბერი 2020 10:30
0
Xvichas korona daudasturdao ratomgac blepi mgonia radgan rubinis uprosobam da gulshematkivarma gaatrake ro ar unda gageshvat sanakrebo shekrebazeo ase rom mgonia pederacias shemoutvales da amatmac kovidi moimizezes radgan aq tramva an rame ar mosvloda xvichashi did puls xedaveen da nakrebshi tamashi vegar gariskees es chemi azriaa
Soso
12 ნოემბერი 2020 00:25
20
სხვა სუნი უდის ამ ყველაფერს
11 ნოემბერი 2020 18:45
19
კაჭარავას დაყენება ჯობია სასტარტოში 2მეტრიანი კაცი ბურთს მაინც მოიგებს აბა ქვილითაია გინდ გყოლია გინდ არა თავისზე ბევრად დაბალმა სლოვაკმა მცველმა ყველა სათავე ორთაბრძოლა მოუგო. ასევე თვეობით უთამაშებელი ფორმა დაკარგული ხალხიც არ გვინდა სასტარტოში კაშია და ვაკო სკამზე.
ნიკა
12 ნოემბერი 2020 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული