ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
მთელი საარჩევნო სისტემა გაყალბდა და რა მოხდბოდა კვარაცხელიას და შენგელიას მაგივრად ვინმე სხვისთვის დაეწერათ ეს დედააფეთქებული ვირუსი ჰა?
თემური
11 ნოემბერი 2020 19:54
35
აბა თქვენ იცით ბიჭებო არაუშავს ბოლომდე ითამაშეთ და კარებში დაარტყით .
გოგი
11 ნოემბერი 2020 19:45
0
ეხლა ვიშვიშის დრო არაა თავდადება და ბოლომდე ვრძოლა გამოიღებს სედეგს, ყვითელი ბარათების და მითუმეტეს წითელი ბარათის გარეში, აბა წარმატებები ჩვენს ნაკრებს სულმოუთქმენლათ ველი ნანატრ გამარჯვებას
კობა
11 ნოემბერი 2020 19:44
0
აუ კვარააა :( ხვალ ფაფხურა თამაში იქნება და 1 გოლი გადაწყვეტს ყველაფერს რომელიც მეორე ტაიმში გავა.... ზურიკო და საბა სასტავში!!! კაშია სკამზე!
ვატო
11 ნოემბერი 2020 19:36
4
რაც უფრო ცოტა რჩება მატჩამდე, მით უფრო ჩქარა მიცემს გული.გული მიგრძნობს მოგება ჩვენ დაგვრჩება,აი ნახავთ.
გულშემატკივარი
11 ნოემბერი 2020 19:21
0
ერთი ფილმის გმირსა არ იყოს: ეს რა ჭირი გვჭირს ტო? ელდა მეცაო რომ ამბობდნენ,ახლა მივხვდი ამ ფრაზის სრულ არსს.. ყველა მიყვარს და ყველა მენანება ავადმყოფობისთვის,მაგრამ რა იქნებოდა მათსავით მე3 კატეგორიის ფეხბურთელი დაგვკლებოდა თუკი ეს გარდაუვალი იყო..... ან შენგელიას მაინც არ შეხვედროდა. ამბობენ,რომ კიდევ გვყავან კარგები თავდასხმაშიო,ამათნაირი შემქმნელი არცერთი არაა და ცარიელი გულით თამაში ხეირს ვერ მოგვიტანს იქ თუ ტექნიკა არ გაბადია.თფუ ჩვენი წილი ფორტუნას დედას შე--ცი
gela 67
11 ნოემბერი 2020 19:21
9
ღმერთო შენ გადმოგვხედე. ეს რა ხდებააა, ეს რა უბედურებააა?!!! მაინც მჯერა რომ გავიმარჯვებთ! იმის გაფიქრებაც კი მზარავს, ვაი რომ წავაგოთ. მიდით ლომებო, საქართველოს სჯერა თქვენი!
შოთა
11 ნოემბერი 2020 19:12
0
ახლა წუწუნის დრო აღარაა, თამაში კარზე მოგვადგა, ვინც მინდორზე გავა ყველამ მეტი უნდა მოინდომოს, არ შეშინდეთ კოლხელებო თქვენ ხვალ ყველა ლიდერები და ყველა გმირები იქნებით, გამარჯვება ბიჭებო!!!
ლეო
11 ნოემბერი 2020 19:09
0
ხვიჩას არ ყოფნააა...... ეს რა თქვით ხალხნო ?? ეს რა უბედურება სჭირს ნაკრებს ? ეს რა ჯანდაბაა? ბატონო ვლადიმერ რა პაპუნაშვილი? რა პაპუნაშვილი?? პაპუნაშვილი რომ გამოიყვანოთ ხვალ ძირითადში დასრულდა ესეიგი ამდენი წვალება უაზროდ! რა დროს პაპუნაშვილია? ხარაიშვილი მაინც იყოს განაცხადში ... ეჰ რა! კარგით რა მართლა! ოქქრი - შენ მოგმართავ მეგობარო - აბა შენ იცი!! შენ უნდა აიღო შენ თავზე ის გადამწყვეტი გოლი! შენი კი ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა
გადასარევი გიორგი
11 ნოემბერი 2020 19:06
6
ბიჭების გამოცდილების იმედი მაქ...! კანკავამ თავის სიტყვა უნდა თქვას ამ თამაშში! და კიდევ გვაქ ერთი ვაზნა ზურიკო დავითაშვილის სახით , შეიძლება გახვრიტოს მაკედონია!!!! ( რო წავაგოთ შეუძლება ინფაქტმა მხიოს!)
Vasili
11 ნოემბერი 2020 18:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული