ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
კიი ვაის, ეს გულის თამაშია და ჩვენ უფრო დიდი გული გვაქვს:)
კვარავხელია და შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მოტივაცია იქნება ოქრისთვის, ვაკოსთვის და მისთვის ვინც ხვიჩას მაგივრად ითამაშებს.. რონალდუ აკლდა პორტუგალიას და მოუგო თითქმის უძლეველ საფრანგეთს პარიზში.. მაკედონიაა რა, რომელსაც ასევე აკლია 3-4 ძირითადის ფეხბურთელი. უნდა მოვიგოთ!!!
ხვიჩას კი ვეტყვი რომ წინ ბევრი ოცნების მატჩი გექნება, თუნდაც შემდეგ ზაფხულს ევროპაზე! გვიყვარხართ და გვეიმედებით!
ლაშა
11 ნოემბერი 2020 18:54
0
მეცოდება ვაისი ასე არ შეიძლება გულწრფელად მეცოდება
Gio
11 ნოემბერი 2020 18:52
4
Gmertma qnas movigot magram babuca pataraiastan aris shetanxmebuli ro sixaruli gamovxatot?
Milani
11 ნოემბერი 2020 18:50
2
ესენიც მაგრებიბლ არიან რა, ვერ გააყალბეს ერთი საბუთი კვარაცხელიას მაგივრად გრიგალავა ჩაეწერათ და ეგ იყო :) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ არაფერი გუნდი არაა ეს მაკედონია, ტრაბახა და ამპარტავანი გუნდია თავის მწვრთნელიან ფედერაციანად...
Buka
11 ნოემბერი 2020 18:49
3
აბა შენ იცი ეხლა, ქვილითაია და დაუშვილი არ დააყენო ძირითადში
gio
11 ნოემბერი 2020 18:47
4
სხვა სუნი უდის ამ ყველაფერს
11 ნოემბერი 2020 18:45
19
უმძიმესი დანაკლისი გვაქვს, კიტე, კვარა და ჩაკვე. სამი მოტორი, რა ვთქვა, მარა მაინც მოვიგებთ. მთავარია დაცვა დააყენოს სწორად, ხოჭოლავას ვათამაშებდი, კაკაბაძეს დვალს და ტაბიძეს. კაშიასნაირი მცველი, ბურეთის ჩამტარებელი და პასის მიმცემი არაა არცერთი, მარა არის კი ფდორმაში? ყოველ შემთხვევაში კვერკველიას არავითარ შემთხვევაში არ ვათამაშებდი და არც ლორიას, რადგან მაგათმა ტრადიციული, უხეში შეცდომები იციან და ბევრჯერ დავუღუპივართ, ამიტომ მეკარეც გვყავს, მაკარიძე და მცველებიც, საყრდენები ყაზახური, თუმცა კვეკვე აღარაა ის კვეკვე 2 წლის წინ რომ იყო, მარა მაინც. ასევე ვფიქრობ, რომ საბა ლობჟანიძე იქნება სასტარტოში. დანარჩენი, ოქრი, ვაკო, გვილია, პაპუ, ჭანტურიშვილი, დავითა? არ ვიცი. საბა ნაღდად იქნება. მაგია რეალურად გოლის გამტანი. ვაკოს იმედი არ მაქ, მარა ისე მაგან თუ მოინდომა კი გამოუდის თამაში
vaso
11 ნოემბერი 2020 18:38
20
კვირკველიასიც გაგვახსენე ერთი ? და რაღა დროს ჭანტურიშვილი ? კვეკვესკირმა წინა მატჩი ისეთი იტამაშა რაის ორი წლის უკან .
ლშ
11 ნოემბერი 2020 21:30
0
ლორიას ტრადიციული თან უხეში და თან დამღუპველი შეცდომა გამახსენე მეგობარო, ასაკში ვარ და მეხსიერება მღალატობს...
რა მაფიაა?
11 ნოემბერი 2020 19:49
0
ელდა მეცა კვარაცხელია და შენგელია დაგვაკლდა და სამი თამაშიდან ვერცერთში ვერ დაგვეხმარებიან. არადა სამივე მოსაგები გვაქვს. მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ მაკედონიაში პირველი ტაიმიც მათ გარეშე ვიტამაშეთ და ყველანაირად ვჯობდით და მასპინძელის ფაქტორი გვემატება და კიდევ კანკავაგვეყოლება იმ თამაშისგან განსხვავებით და რატომ უნდა ჩამოვყაროთ ყურები? დანიას და შვეიცარიას არ გავატანინეთ გოლი იქაც ლიდერები გვაკლდა მეტწილად და მაკედონია ამ გუნდების აჩრდილიც არარის. კიდევ ის გარემოება მაიმედებს რომ ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია. ნახევარდაცვა სტაბილურად ჩამშლელ ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი დარტყმა შეტევას მიადგა მაგრამ იქაცაუცილებლად გვექნება ორი- სამი კარგი მომენტი და უნდა გამოვიყენოთ მითუმეტეს რომ მაკედონიის ყველაზე სუსტი რგოლი მათი დაცვაა. წარმატებები ქართველო არწივებო!!!
იაგო
11 ნოემბერი 2020 18:36
0
დაარტყით ბურთ კარში, გოლის გარეშე ვის მოუგია. დაარტყით კარში, დაარტყით
qartveli
11 ნოემბერი 2020 18:36
0
სული, გული, ძვალი, ხორცი, ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში ვინც მოედანზე გავა, დანაკლისი დიდია მაგრამ მათაც აქვთ დანაკლისი, საქრთველოს ნაკრები დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რო ევროპაზე გავიდეთ,აი იქ კი კვარაცხელიაც, ჩაკვეტაძეც,კიტეიშვილიც და ანანიძეც რომელიც ასევე მაგრად გვაკლია ხვალინდელ მატჩში, ფორმაში მყოფი ანანიძე თავისი ბურთის დაჭერით სულ სხვაა,ეს ფეხბურთეთელები რო საქართველოს ხვალინდელ მატჩში ყავდეს მაკედონიასგან აღარაფერს დატოვებდნენ ამაში ყველა დამეთანხმებით ალბათ,მაგრამ ვინც იქნება ხვალინდელ მატჩში დარწმუნებული ვარ ბოლომდე და გულიანად ითამაშებენ, მჯერა გამარჯვება საქართველოს დარჩება.
ziko
11 ნოემბერი 2020 18:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული