ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

AutoSharing Option
ინგლისური "ლიდსის" ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა ეზგან ალიოსკიმ საქართველოს წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს თავისი ნაკრები მოიპოვებს.

"გუნდი, რომელიც ევრო 2020-ზე ითამაშებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება. მიუხედავად ამისა, დიდი გუნდები, არცთუ იშვიათად, პატარა გუნდებთან მარცხდებიან. ამის თავიდან ასაცილებლად, დიდი კონცენტრაცია და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

ყველაფერს ხვალინდელი დაპირისპირება გადაწყვეტს. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ვიზეიმებთ" - განაცხადა ალიოსკიმ.

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altPREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბიჭოო რა მაგარია ამდენ ქართველს გაერთიანებულს რო ხედავ ტანში ჟრუანტელი მივლის სიამაყით! ბიჭებს წაგება რომც უნდოდეთ ვერ წააგებენ :) დღეს ჩვენი დიდგორია მოსაგები! მიდით ბიჭებო მოუგრიხოთ ამ მკვეხარა მამლებს კისერი! მთელი ქართველი ერი დღეს თქვენთანაა თქვენ გაგვაერთიანეთ და ამ იმედის ნაპერწკალს ნუ გაუქრობთ საქართველოს!
abreza
18:06 12-11-2020
1
ნამუსი რომ გქონოდა იმ გამოგონილ პენალტს არც დაარტყამდი!!!!!!!! წაგებულები არ იყავით????????
გიორგი
14:35 12-11-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული