
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს დღეს, 12 ნოემბრის დილით, შვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მოგება "მოსთხოვა".
ფოტო "ინსტაგრამგვერდზე" ფეხბურთელის მეუღლემ გაავრცელა.
![ოქრიაშვილისა და შვილის ემოციური მიმოწერა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/271386fc56b965c23ee77e3db99f33df.jpg)
დღეს, ევროპის ჩემპიონატის ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს უმასპინძლებს, თორნიკე კი "ჯვაროსნების" ერთ-ერთი მთავარი იმედია. ასევე, "ოქრის" საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი (12) გოლი აქვს გატანილი.