უკრაინელების პროგნოზი: საქართველოს ნაკრები მოიგებს - 2:1

AutoSharing Option
ua-football-მა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მომავალ მატჩს წერილი მიუძღვნა და გუნდების შანსები შეაფასა.

მეტოქე უკრაინის ნაკრებისთვის ევრო 2020-ზე. საქართველო - ჩრდ. მაკედონია. მატჩის პროგნოზი

"ვინ არის ჩვენთვის უფრო სასურველი მეტოქე და ამ წყვილში ვის უნდა ვუგულშემატკივროთ? რომელი გუნდი მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და უკრაინასთან? საქართველოსთანაც და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც უკრაინელებმა ადრე ითამაშეს. ქართველებთან უკრაინამ 9 მატჩიდან 6 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ხოლო მაკედონიელებთან 4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო 2004 წელს ამხანაგური შეხვედრა.
საქართველო ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა, ჩრდილოეთი მაკედონია კი - 65-ეზე. ბუკმეკერები უპირატესობას მასპინძლებს ანიჭებენ. ამ ნაკრებებთან თამაში შეიძლება, მეტოქეთა შანსები კი დაახლოებით თანაბარია.

ამ დუელში გადამწყვეტი შეიძლება საკუთარი მოედნის ფაქტორი აღმოჩნდეს. საქართველო საკუთარ კედლებში ურიგოდ არ თამაშობს, გულშემატკივართა მხარდაჭერის გარეშეც. მაკედონიას 2020 წელს სტუმრად ჯერ არ მოუგია, 2019 წელს კი მხოლოდ ლატვიასა და ლიხტენშტაინს სძლია (ორივეს 2:0). ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ბევრ გოლს არ უნდა ველოდოთ, შედეგისათვის პასუხისმგებლობა გუნდებს თამაშის გახსნაში ხელს შეუშლის. ყველაფერი ერთმა გოლმა შეიძლება გადაწყვიტოს, მაგრამ თამამ პროგნოზს გავაკეთებთ - მასპინძლების გამარჯვება 2:1".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგიტო მიყვარს ეს ხალხი!
Irakli Apkhaidze
18:57 12-11-2020
1
რეალურად რო ვთქვათ დაცვა დირკა ყავთ მეკარე დაბალი დონის თავდასხმა დიდი არაფერი თავის პანდევიანად 67 წლის კაცი სწრაფ ფეხბურთს რო ვერ გაუძლებს ტემპს ცხადია... ნახევარდაცვა ყავთ ცოტა ძლიერი მაგრამ ამ შემთხვევაში ბარდი არ ყავთ ელმასი კორონას გამო უთამაშებელიაბდა თავისთავად ფორმაში არ იქნება ადემსაც ტრამვა აქვს და ეს მის თამაშს დაღს დაასვავს 90წუთი მითუმეტეს 120 წუთს ვერ გაქაჩავს ვერც ელმასი ვერც ადემი და ვერც პანდევი მაგრამ აქ მთავარია არიყოს ბურთის აქეთ იქით გორაობა ტემპი უნდა შევთავაზოთ რამდენჯერაც ტემპი მოვუმატეთ იმდენჯერ დაიბნენ და შეცდომები დაუშვეს... თან ეს სამეულიც მასეთ ინტესიურ ფეხვურთში ვერ გაქაჩავენ
რომა
18:41 12-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული