საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო
გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვაისი რომ უდონოა ახლა მაინც დაიჯერებთ?
???
12 ნოემბერი 2020 22:21
0
აი რასაც ვამბობდი ეს არის თავდადება ? ან რომელიმე ხედავთ რაიმე ტაქტიკას ან რამეს ატყობთ რომ მომზადებულები არიან ?
გიო
12 ნოემბერი 2020 22:32
1
საქართველოს ფეხბურთელების ეს თაობა არ იმსახირებდა ევროპაზე გასვლას რეალურად ამ ეტაპამდე 18-19 წლის ბიჭებმა მოგვიყვანეს რომლებიც დღეს არ თამაშობდნენ შედეგიც ლოგიკურია
გიორგა
12 ნოემბერი 2020 23:02
0
წეღან დავწერე და დისლაიკებით აივსო პოსტი როცა ნაკრებში ხარ და არის გადამწყვეტი თამაში და შენ ბოლოს 2თვის უკან გაქ ფეხბურთი ნათამაშები მესი ხარ თუ რონალდუ რომ დაგაყენოს მწვრთნელმა და შენც გახვიდე უნამუსოდ.... ხოჭოლავას არ დაყენება იქნებოდა ტიპმა რეალის ინტერის ფეხბურთელებს თანაბრად ებრძოლა... საბას ან ზურიკოს არ გამოყენება იქნებოდა? პაპუნაშვილმა ბოლოს გასულ წელს ითამაშა და ეხლა აქ გამოიყვანა მოედანზე... კაცის მოტყუება და წინ წასვლა შეუძლია 2 ფეხბურთელს ამ ნაკრებში ვინც დღეს ყავდა ვაის საბას და ზურიკოს... არცერთს არ მისცა დრო და ამ კაცს უნდოდა მკვდარი ფეხბურთელებით თამაშის მოგება?
სწორია
12 ნოემბერი 2020 23:21
0
89 ე წუთზე რომ გააკეთებ შეცვლებს ესაა საქმე?
ბეღურა
12 ნოემბერი 2020 22:53
0
აქამდე ვიცოდი, რომ 89-ე წუთზე ლიდერი გუნდის მწვრთნელი აკეთებდა ცვლილებას დრო რომ გაეყვანა, ვაისმა ეს სტერეოტიპი დაანგრია. მოკლედ, უჭკვიანესი ვაისი საქართველოს პრეზიდენტად (სალომეზე ნაკლები ქართული არც ამან არ იცის), ხოლო უდიდესი გავლენის მქონე კობიაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მიეყვანა - საქართველოს პრემიერად.
დინამოელი
12 ნოემბერი 2020 23:05
1
განადგურებული ვარ. ისევ ვერ გაუძლეს წნეხს,ვიყოთ გულახდილები და გვაჯობეს. ვულოცავ მაკედონიას სანუკვარი მიზნის მიღწევას,დღეს ისინი უკეთესები იყვნენ.ალბათ ვერც დივიზიონს მოვიგებთ.ციკლი დამთავრდა და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ლევანმა და ვაისმა.იღბალმაც ზურგი გვაქცია. ერთადერთი კარგი ის არის რომ ეს თამაში არ წაუგიათ ხვიჩას, გიოს, ოთარს,ზურიკოს და ლევანს.. ეს ფსიქოლოგიური კუთხით მომავალში გამოგვადგება. წავაგეთ უშანსოდ, უბედურება ის არის რომ ეს ლოგიკური იყო.. ლევან არ გაქვს მორალური უფლება დარჩე პრეზიდენტად, უნდა წახვიდე.. პასუხისმგებლობის აღებაც ვაჟკაცობაა!

ლაშა
12 ნოემბერი 2020 23:15
0
გოლის გაშვების შემდეგ აღარც მიყურებია.......
სააკაძე
12 ნოემბერი 2020 22:23
2
კაᲭარავა გაიყვანე ბიᲭოოოო!!!!
ზურა
12 ნოემბერი 2020 22:32
3
წინა თამაშებში როგორც ჩანს ჩვენი ნაკლი დავმალეთ და ახლა წარმოვაჩინეთ ერთიანად...
ზესტაფდონი
12 ნოემბერი 2020 22:59
2
ქეცბაია იყო მართალი!
zviads
12 ნოემბერი 2020 22:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული