ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
აი ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ ამ მომენტში. სამარცხვინო ნაკრები, ჯოგი, ცხვრების ფარა. ყველაზე მეტად მთავრობა არის დებილების ბანდა, უეფამ დაგრთო ნება 33000 კაცი შეუშვა სტადიონზე და შენ ასეთი თამაშის წინ უარს ამბობ. ჯერ ფეხბურთელების გამხნევებაზე ვთქვათ, ბიძინა გამოენძრა, ჩვენი სამარცხვინო პრეზიდენტი თუ ვინ? (კალაძეზე არ მაქვს საუბარი) გამოდი შე ნერწყვით გაკეთებულო და გაამხნევე ბიჭები ორი სიტყვით ხო შეგიძლია. მაკედონიაში ერთი ამბავი იყო ყველა ამხნევებდა ნაკრებს ვისაც არ ეზარებოდა და აქ ჩვენთან ხოცავდნენ პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს. ფუ თქვენი სკამებზე გამწარებული ...... ......
Anti
12 ნოემბერი 2020 23:20
4
4 წინადადება ნაკრებს
1) გული ყველას დაგვწყდა, მაგრამ ჩვენ თქვენგან განსხვავებით მოედანზე ვერ გავდივართ!
2) უკან პასებით ან უზუსტო წინ ბურთის გადაგდებით თამაშის მოგება გამორიცხულია. ამიტომ არსებობს დრიბლინგი
3) 88 წუთზე ცვლილებებით რამდენი მატჩია ფეხბურთის ისტორიაში მოგებული, ბატონო ვაისს?
4) პენსიონერები( კაშია, ოქრიაშვილი) და არასპორტსმენები( კაკაბაძე, ყაზაიშვილი) წადით ბიძია სახლში
არდილეს
12 ნოემბერი 2020 23:18
2
ვაისის ჩამომყვანი მტერია! 92-ე წუთზე შეცვლებით დრო გაყავდა შინაურ მტერს!
რაგბის ფანი
13 ნოემბერი 2020 00:44
3
15 წელია ფეხბურთს ვუყურებ. ვიცი რმ არცისე დიდი სტაჟია მაგრამ არც ცოტაა. 15 წელი ველოდებოდი ამ დღეს ბევრი 30 წელი ელოდებოდა ზოგიც უფრო მეტი. ძალიან ძნელია როცა ერთ წუთში მთელი შენი ოცნებები თავზე გემხობა. მარტი ჩემი ოცნება რომ ყოფილიყო ჯანდაბას. 3 მილიონი კაცი ამდენი წელი ველოდით. ორი წუთით რო წარმოვიდგენ თუ რამოხდებოდა ჩვენ ქვეყანაში ეს თამაში რო მოგვეგო მეტირება ძმას გეფიცებით. ჩვენ ეს არდაგვიმსახურებია. ჩვენში ვგულისხმობ გულშემატკივარს. ფეხბურთელებმა რაც დაიმსახურეს ის მიიღეს. სამწუხაროდ სანუგეშებელს ვერაფერს ვწერ. გენაცვალეთ ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ქვეყანაზე
ქართველი
13 ნოემბერი 2020 00:08
0
გენაცვალე , მეც და ჩემს ირგვლივაც მასე ვართ ყველა, 37 წელია ამ დღეს ველოდი , ვერც ვლაპარაკობ, ყველაფრის მუღამი დამეკარგა, ამაზე დიდი სტრესი არ ვიცი , ცალკე პოლიტიკაში რა ხდება... ღმერთო რატო ასე მწარედ???:(
iolasha
13 ნოემბერი 2020 00:29
0
გადადგეს ფედერაცია!
ქომაგი
12 ნოემბერი 2020 23:53
1
ვაისმა მხოლოდ ორად ორი რამ გააკეთა დადებითი ერთი რომ ჩაკბეს ენდო და ათამაშა სწორედ გიომ მოიყვანა ნაკრები პლეიოფებამდე, მეორე კი კვარაცხელია ათამაშა პლეიოფში და მან მოიყვანა ფინალამდე, და დღეს რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ სხვა სურათი იქნებოდა ჩაკვეზე არაფერს აღარ ვამბობ. ასე რომ ვაისს არაფერი სხვა არ გაუკეთებია არასდროს. არავინ არ თქვას რომ ცხადაძე აქამდე ვერ მოიყვანდა ნაკრებს. ჩემი აზრით ამ თამაშს უფრო ქართველი მწვრთნელი ჭირდებოდა ვიდრე ტაქტიკის უცხოელი, თუმცა კიდევ ვიტყვი სად იყო ტაქტიკა?
Zura
12 ნოემბერი 2020 23:39
3
ეხლა ნახეთ კობიაშვილს რამდენი ტროლები ჰყავს მობილიზებული,რომ მისი ლომის წილი ჩვენი ნაკრების დამარცხებაში გადაწონოს. არადა მახსოვს მისი აცრემლებული თვალები როცა არჩევნებში (ფედერაციის პრეზიდენტის) გაიმარჯვა. თურმე რისთვის ნდომებია ეს თანამდებობა. ვირთხა ყველაზე ჭკვიანი ცხოველია დელფინის და ცხენის შემდეგ, მაგრამ ადამიანი ვირთხა ყველაზე საშიშია!
დავით 67
12 ნოემბერი 2020 23:17
7
ხომ არ იცით მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მმართველი პარტიის დეპუტატია?
DART
12 ნოემბერი 2020 23:21
1
5 წლის ვიყავი 1981 წლის 13 მაისს. მახსოვს ჩემთან ერთ პატარა ოთახში შეკრებილი მეზობლები, დაძაბული მოლოდინი, მამაჩემის გადაწერილი პირჯვარი და მერე ადამიანების სიხარულით გადარევა. 40 წელი ველოდი ამ ემოციის განმეორებას, ჩემსავით ათასობით ადამიანი. კიდევ დიდი ხანი ალბათ ვერ მოვესწრები. გვაქვს ქართველებს ერთი გამოთქმა: ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ვერ შეცვლის ერთი კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ვერაფერს. არ მოვა აქ გაზაფხული კარგა ხანს. ღრმადაა ყველაფერი უფრო, შორსაა მეტასტაზები წასული და არ ეხება ეს მხოლოდ ფეხბურთს, უბრალოდ აქ ყველაზე კარგად ჩანს. ცოტა პესიმისტურია ეს კომენტარი, მაგრამ არ მგონია, არარეალურს ვამბობდე.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 00:51
2
დავითაშვილმა რომელიც 92 წუთზე გამოიყვანა ერთხელ მიიღო ბურთი გამწვავებაზეე წავიდა, ჯარიმა აიკიდა და გიჟივით იყო. ასეთი ფეხბურთელი სკამზე არ უნდა ჰყოლოდა ...
სიმართლე!
13 ნოემბერი 2020 00:17
0
სამწუხაროდ,მერამდენედ მიწევს იმის თქმა,რომ რაცა ვართ,ესა ვართ! მეტი ამ ფეხბურთელებს ფიზიკურად არ შუძლიათ,მორჩა და გათავდა!ეს იყო,ორი დაბალი კლასის გუნდის ჯახირი(ძნელია იმ ყველაფერს,რაც გუნდებმა აჩვენეს,გამართული,საზრიანი თამაში უწოდო!),რომელშიც გაიმარჯვა,შედარებით უკეთესმა გუნდმა,თუმცა სადაც სამართალია უნდა ვთქვათ ის,რომ ჩვენი დივიზიონიდან ვერც ერთი გუნდი ვერ აკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დონეს!დარწმუნებული ვარ იმაში,რომ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე რომ გვყოლოდა,ბევრად უკეთესად ვითამაშებდით მაგრამ...რაც არის ეს არის,უკვე აღარაფერი ეშველება!უნდა დაველოდოთ იმას,რომ წამოვა კარგი თაობა,მაგრამ ამისთვის ქვეყანაში არავითარი წინაპირობა არ არსებობს!უმთავრესი სფერო,ბავშვთა ფეხბურთი,ისევ არაპროფესიონალების ხელშია,ასე რომ...
Alex.F
12 ნოემბერი 2020 23:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული