საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლის გამო გულშემატკივართა განსაკუთრებული ემოციები გრძელდება. სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება, თანაც ასე ერთიანად, ფეხბურთს ძალიან უხდება; ამავდოულად, იზრდება დაინტერესებულთა რაოდენობა, ყველასგან კი წესებსა და კანონზიმიერებებში ერთნაირადა და ერთდროულად გაგებას ვერ მოვითხოვთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გულშემატკივართა მოთხოვნილებები გაიზარდა და ისინი მხოლოდ მიღწეულით კმაყოფილებას არასდროს გამოთქვამენ. საქართველოს ნაკრებზე, მწვრთნელის საქმიანობაზე, აუცილებელ სიახლეებზე, წასასვლელ ფეხბურთელებსა თუ გაძლიერების რესურსზე საუბარი ისაა, რაც უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

მუნდიალი - შემდეგი ამოცანა

როცა გულშემატკივართა სურვილებზე ვწერთ, მათი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის მოსმენაა. მიუხედავად იმისა, მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ევროპას იქ 16 წარმომადგენელი ეყოლება. რადგანაც საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მერვედფინალში იყო, შეიძლება იფიქრო, რომ ესაა მიჯნა, რომელზე გადაბიჯებაც ჩვენს ძალებს არ აღემატება და მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია. ამასაც ვისურვებთ, მაგრამ ყველაფრის გამარტივება მაინცდამაინც არ გამოგვადგება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ევრო 2024-ზე "ერთა ლიგის" დახმარებით მოვხვდით, მსოფლიოზე კი მისი გზით გასვლა იოლი არაა. ტურნირზე მოსახვედრად ბრძოლას "ერთა ლიგის" 4 წარმომადგენელი გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია. თუკი A ლიგის გამარჯვებული ნაკრებები მუნდიალზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსი იმ ჯგუფის გამარჯვებულებს ექნებათ, სადაც ვილი სანიოლის გუნდიც გამოვა. საფეხბურთო ბუღალტერიად წოდებული ამბებით რომ არ დაგღალოთ, "ერთა ლიგის" 4 ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნებთან (12 ნაკრები) 4 საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, კლასიკური შესარჩევიდან მსოფლიოზე მოსახვედრად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილია საჭირო, მეორეზე გასვლის შემთხვევაში კი წინ ორი დაპირისპირებაა (ერთის მასპინძელს შედეგები არკვევს, მეორეს - წილისყრა).

როდის და სად?

მომდევნო "ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ცნობილია. როგორც ჩეხეთი (ჩვენი დამსახურებით), ასევე უკრაინა და ალბანეთი ევრო 2024-ზე ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ მათთან რთული დაპირისპირებები გველის. "ჯვაროსნები" ერთგვარად ამ ტურნირის ნაკრებად ჩამოყალიბდა და როგორც ევროს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა, ასევე A დივიზიონში დაწინაურება შეგვიძლია.

ევროპირველობის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, ჩეხების წინააღმდეგ ჩაატარებს (მოგეხსენებათ, ამხანაგურებისთვის ფანჯარა თითქმის აღარაა). წარმოგვიდგენია, რამხელა ინტერესი იქნება. უეფას საიტის თანახმად, ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, რაც მისი ტევადობიდან გამომდინარე, გასაკვირია. "დინამო არენა" გაცილებით მეტ მსურველს იტევს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, გულშემატკივართა მაღალი კულტურაა - მთავარი დანიშნულების შესასრულებლად ტრიბუნებზე ყოფნა გადამწყვეტი სულაც არაა. ესმით, რომ იქ ყველა ვერ დაეტევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რაც მატჩებისას სხვადასხვა ადგილას, დიდ ეკრანზე, ერთდროულად გულშემატკივრობაა, გაგრძელდეს. ყველაფერი ერთ წერილში ჩაატიო, რთულია, მათ შორის ისიც, რა შეიძლებოდა ორგანიზების კუთხით უკეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა...

"ერთა ლიგის" ჯგუფს ნოემბერში ისევ ჩეხებთან სტუმრობით დავასრულებთ. შინ კი 14 ოქტომბერსა (ალბანეთთან ბათუმში, ამ ეტაპზე ასეა) და 16 ნოემბერს (უკრაინა) ვითამაშებთ.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა ამის შემდეგ ჩატარდება. სანიოლის გუნდი მესამე კალათას არ უნდა ჩამოსცდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი მეორეში იქნება და ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანი) ჩვენზე ძლიერ მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება.

სანიოლი

ფაქტია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ სიმაღლესა და გამოწვევებამდე მიიყვანა, რასაც კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. ის შეცდომებსა და ჩაგდებულ მატჩებზე ბევრს სწავლობს - აქამდე ასე იყო. ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე რასაც კარგად გაიაზრებდა, წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და მაქსიმალური მრავალფეროვნებაა საჭირო. გარკვეული ცვლილებები თამაშის პროცესშივე მნიშვნელოვანია. გასაგებია, საქართველოს ნაკრების მთავარი უპირატესობა სწრაფ შემტევებსა და კონტრშეტევებშია, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, დასახული მიზნების მიღწევას მეტი სჭირდება.

სანიოლს მოუწევს დამტკიცება, რომ მისი მეთოდები არ ამოწურულა, მეტოქეებს არ გაუშიფრავთ და სიახლეების სწრაფად დანერგვა კვლავ შეუძლია!.. ლევან კობიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოწადინებულია, წლის ბოლომდე არსებული ხელშეკრულება გახანგძლივდეს...

კონტიგენტი

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არავის განუცხადებია, თუმცა, გასაგებია, რომ საკადრო სიახლეები იქნება - ამ ეტაპზე ზოგადად ვთქვათ - პირველ რიგში, დაცვის ხაზში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ხარისხი ჰქონდეთ. ევრომ ისიც დაგვანახა, რა ფასი აქვს კარგ კლუბსა და ჩემპიონატში გამოსვლას. იმედია, ამ მხრივ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის.

პროცესი (რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა) დაწყებულია, წინ უფრო მეტია!..

სტალინი
ერთა ლიგიდან რომ მსოფლიოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი გვქონდეს, ამ ჯგუდში მინიმუმ მეორე ადგილი გვჭირდება. ანუ, უკრაინა ან ჩეხეთი უკან უნდა ჩამოვიტოვოთ. სულაც პირველ ადგილზე გასვლა კი საუკეთესო ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ უკვე მთავარი შესარჩევიდან გვიჩნდება შანსი მსოფლიოზე მოხვედრის. როგორც ჩანს, მსოფლიო მთავარი შესარჩევის ის 4-გუნდა ჯგუფები, რომლებიც მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყებენ ასპარეზობას, გაცილებით რთულები იქნება, ვიდრე ის 5-გუნდიანები, რომლებიც გაზაფხულიდან ჩაებმებიან, იმიტომ რომ შემოდგომის ჯგუფები მომავალი წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის დივიზიონებს შორის გადასასვლელ პლეი-ოფის მონაწილეებს და თვით A დივიზიონის ჩემპიონობისათვის მებრძოლ გუნდებს მოიცავს. მათ შორის კი მოვხვდებით ამ ერთა ლიგის ჯგუფში მეორე ან მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში. რამდენად რეალურია და არა ფანტასტიკის სფერო, ქართველების მიერ ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, ეს ცალკე განხილვის საგანია
ZIKO
დაცვა აუცილებლად უნდა გადახალისდეს და ნაკრები 4 მცველიან ტაქტიკაზე უნდა გადავიდეს აქ ერთი პრობლემაა ოღონდ ის ახალგაზრდა მცველები მუდმივ სათამაშო პრაქტიკასა და მუდმივ შრომაში და განვითარებაში უნდა იყვნენ თავიანთ კლუბებში.ახლა ჩამოგითვლით ნაკრების მომავალ დაცვის კანდიდატებს.საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი,საბა ხვადაგიანი,ამათ დამატებული გამოცდილი დვალი ესენი მუდმივ კონკურენციაშო უნდა იყვნენ ერთმანეთთან და ნაკრების ახალი მოქნილი და მოძრავი დაცვა უნდა ჩამოყალიბდეს რომლებიც აწეული ზემოთ შეხვდებიან მოწინააღმდეგეს და სივრცეებს ჩვენი კარიდან ზემოთ შეუზღუდავენ.ეს ჩამოთვლილი ბიჭები კარგი მცველები არიან და მათ გამოყენება ჭირდებათ რაც ახალგაზრდულ ნაკრებში დაამტკიცეს მათ.ვეტერანებს კი დიდი დიდი მადლობა ლაპარაკია კაშიაზე და კვირკველიაზე მოვიდა დრო ახალგაზრდებს დაუთმონ დაცვაში ადგილი თან მათ უკვე აღარც სისწრაფე და ჯანი შერჩათ ისინი უკვე საფეხბურთო ასაკში არიან და ეს ბუნებრივიცაა.ამიტომ მათ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თავიანთი გაკეთებული საქმეებისთვის.როგორც ეს კანკავამ გააკეთა და დროულად გაეცალა ნაკრებს დამსახურებულად.
Bs
დაცვა მისახედია, დასანანია რომ ხოჭოლავამ კარიერა ასე ადრე დაასრულა. იმედია გამოჩნდებიან კარგი ბიჭები, მგონია რომ გადრანიც უნდა მოისმნჯოს, რაც ვუყურე შარშან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
gel-100
თუ ვერ იშოვის მიტინგის ჩასატარებლად გაიქცევი არაა?? ვილი უნდა დარჩეს აუცილებლად და ახალი ნაკრები ააშენოს ახალგაზრდა დაცვით და ახალი მიზნებით,,სელექციას უნდა მიეხედოს აუცილებლად რაც შეილება მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელის მოძიებაა საჭირო, თამაშებს იგებენ მაღალი კლასის გუნდები თავისი მაღალი კლასის ფეხბურთელებით და ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ ტრენდს
დავით 67-ს. გაქანებულ ნაცოს
ცოცხები, ცოცხები ჩქარა დავით 67-სთვის!
ქომაგი
მესხზე რატომ უნდა იყოს? 10 დინამო ვერ დაიტევს იმდენი მსურველი იქნება და..?!!! ეხლა უნდათ ყველაზე მეტად ჩვენს ფეხბურთელებს ღირსეული დახვედრა და გულშემატკივრობა, თან სამივე ურთულესი თამაში გვექნება!!!
დავით 67
შენ ხარ ნამდვილი ქოცპროვოკატორი! ვინ ნახე ასეთი, ვისაც არ გაუხარდა, რა ხალხში გაქვს საქმე. შენს საყვარელ რუსებსაც კი გაუხარდათ ნაკრების ღირსეული გამოსვლა
ღვთის შვილი
ეს რა სამარცხვინო კომენტარებია. იმის მაგივრად, რო ნაკრების წარმატება გვიხაროდეს, ამდენი გაბოროტებული და ჩაბოღმილი ხალხი საიდან? სირცხვილია უბრალოდ. თქვე არაგარეწრებო თქვენ
ემიგრანტი
ჩემი აზრით ფედერაციამ..უნდა. გადაიტანოს დინამო.არენქზე სადაც ბევრად მეტი ხალხი ეტევა და სტადიონი შეივსება წარმატებები ნაკრებს
ერთ ადგილს
ნერვებს გაუფრთხილდი. ყოველი შემთხვევისთვის ექიმსაც გაესინჯე. დამამშვიდებლებს გამოგიწერს.
თქვენი სანქციები ერთადგილას....
არაფრის მაქნისს: ენჯეობებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს ,რამდენი აქვთ ხელფასი ესეც ვიკითხოთ? თანაც უცხოეთიდან კარგა-მაგრა, რო შემოსდით დონორებისგან მაყუთები აქ ასარევად და რევოლუციების მოსაწყობად ეგეც ვიანგაშიროდ. მაგ შავ ფულებზე ატყდა ერთი ამბავი რომელსაც "რუსული კანონი" დაარქვეს, თუ აქ და თუ იქ ევროპაშიც და ამერიკაშიც, რადგანაც ეგენი არიან მაგ დოლარების დონორები, იმიტამაც იგლჯავენ ერთ ადგილებს ამერიკის კონგრესში და აქვთ ერთი გნიასი და ვაი უშველებელი. რატომ რა მიზეზით, რა სარჩულით გვაძლევენ სანქციებს? იმიტომ, იმიტომ და იმიტომ! პასუხი არა ადეკვატურია!
გიორგი
მომწონს ღვთისავარის მოზომილი, ფაქტებზე დაფუძნებული და სხვადასხვა შესაძლებლობების კრიტიკული შეპირწონებაზე დაფუძნებული ანალიტიკური სტატიები. კიდევ ერთი ასეთი კარგი სპორტული ჟურნალისტი ვიცი, გიორგი უბილავა. რაც მეტი გვეყოლებიან ასეთი პროფესიონალები, მით უკეთესი იქნება ჩვენი სპორტის განვითარებისთვის.
გიო
იმის თქმა რომ შენნაირები არ არიან ფეხბურთის გულშემატკივრები და დაიწვი კიდეც თავი.
ზაკო
გველ-სოკერა. რამხელა ჩ----რი ხარ. ფუიიიიი.
dato
ისევე როგორც მინისტრების და პარლამენტარების ხელფასია მხოლოდ ოფიციალური 6,000 ლარი. ყოველთვიურად ქეში მისდით ყველას
კუკურელია
იმიტო ძმაო რო საქართველოში ყველაფერი გამჭირვალეა და შავი ფული არ ტრიალებს.........ვაააჰაჰაჰაჰაჰაჰა
არარეალობა
აბა როგორ არის შესაზლებელი ამდენი შემტევი ერტდ 10 კაცში? ჩაკვეტაძე, , კვარაცხელია, მიქაუტაძე, ლობჟანიძე, ზივზივაძე? 50% თავდამსხმელი? აბა , ჯიგარ!
d
რა შუაშია სანიოლის დანიშვნისას ნაცების ჩაკვეხება? :) ანუ რა გინდა თქვა რომ ნაცები არის სიბნელე და ქოცები შარავანდედი შემოსილი გაცისკროვნება? :)
d
თქვენი ვერსია რა არის? ))
გია
ნაკრებს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება. იშოვის თუ ვერა, ეს უკვე ფედერაციის უნარზეა დამოკიდებული.
გველ-სოკერა
ძალიან ბევრს არც გაუხარდა ჩვენი ნაკრების ღირსეული გამოსვლა ევროზე იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკის 50 შტატი და აქ მთავარია ბეისბოლი,ჰოკეი და ამერიკული ფეხბურთი....და სანიოლი ვისაც არ გინდათ უნდა იცოდეს ახალ ტრენერს გადაწყობა და ექსპერიმნტები დაჭირდება რასაც დრო მიაქ
Footbol
არველაძე არ გვირჩენია სანიოლს ? ბოლოსდაბოლოს ქართველია და იცის მენტალიტეტიც და მოთამაშეების გაცნობა არ შჭირდება, შემტევი ფეხბურთი უყვარს და უფრო შეესაბამება ჩვენს გუნდს
რეალობა
ვინ მოსთხოვოს? ყელამ. ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა. მაგალითად, GeoTeam-ის საბა საპანაძემ უკვე მიმართა ფედერაციას.
მანფრედ კალცი
ერთი კითხვა მაქვს! რატომ გგონიათ, რომ სანიოლის ხელფასი მხოლოდ 200 ათასია? ))))
1234
ვინ მოსთხოვოს? როგორ მოსთხოვოს?
გიო
სანიოლს თუ არ დატოვებენ მსოფლიო ჩემპიონატზე არც უნდა ვიოცნებოთ! ...ვინც იძახისს წავიდესო უკეთესი ვინ წარმოუდგენია უბრალოდ დაწეროს!!....და მეორე კიდევ ის უკეთესი ან მოვა ან არა....გულშემატკივრობის ნიღბის ქვეშ შეფარული პროტესტანტი ნაც-კამანდა!!! ეგაა მაგათი სახელი
ჩემი აზრი
საინტერესოა
რეალობა
მოსთხოვეთ ფედერაციას, რომ ნაკრების ყველა თამაში დინამოზე ჩატარდეს!
მდაა-ს
90 წუთი რომ 11-ზე გაყე, 3 წუთი რანაირად გამოვიდა? ზოგადად კი, მართალი ხარ. გინდაც, 8 წუთში ერთელ კარის ჩარჩოში დარტყმა მაინც ბევრია.
ჯეჯე
მსოფლიოზე გავიდეთ და წასვლამდეც აღვნიშნავთ იქ მოხვედრას და იქ წარმატებასაც.
სოსო
ფიფია,თვითონაც აცხადებს,რომ დინამოს შენახვის და გაძლიერების სახსრები არა აქვს.თუ ვინმე სერიოზული მყიდველ-ინვესტორი გამოჩნდება,სიხარულით გადავცემო,მაგრამ არავინაა მსურველი.აკადემიას კი ჩინებულად ამუშავებს და ამაზე მადლობა.კიდევ რაღაცებზეც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული აზრის გამოთქმა,მაგრამ ამ პოსტზე პოლიტიკური დასკვნების გამოტანა,თანაც ასეთი დასკვნების?მარაზმია!ქართულ ფეხბურთზე,ქართულ სპორტზე,საქართველოზე მოფიქრალი ადამიანის პოსტია და ვინც მას,სხვანაირად აღიქვამთ,ცოტა უფრო გულდასმით წაიკითხეთ.ჩამოაშორეთ ეს კლიშეები და რეალურად რასაც ამბობს,ის გაიაზრეთ,ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.სულ სხვანაირად გამოჩნდება ეს პოსტი და ვინძლო თქვენც დაეთანხმოთ.
სოსო
მდაა.მართლაც მდაა!ესე იგი,ჩვენი მცველები,შეტევაში არ მონაწილეობდნენ,არა?ევროპის ჩემპიონატზე,5გოლი გავიტანეთ და აქედან 2,პენალტიდან!ერთი პენალტი,ლუკა ლოჩოშვილმა აჰკიდა და მეორე,გურა კაშიამ!თანაც სტანდარტების დროს კი არა,თამაშის დროს,შეტევაში ჩართვის შემდეგ.რამდენი ნაკრებია,ვინც ასე ეფექტურად გამოიყენა მცველები?არა მგონია ბევრი ბევრი შექუჩდეს.ან ის ბიჭები,შენ რომ ამბობ უნდა წაეყვანათ და ეთამაშებინათო,საკუთარ გუნდებში რამდენს თამაშობდნენ?კაშია კი,უკვე ზედიზედ მესამე წელია,სლოვაკეთის ჩემპიონი და შეუცვლელი ფეხბურთელია.კვირკველიაც არაბეთში თამაშობს და არ დაგავიწყდეს,რომ იქ რონალდოსთანაც უწევდა ბრძოლა,ბენზემასთანაც და კიდევ ბევრ სხვა ვარსკვლავთანაც.ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაგ ბიჭებსაც მოუწევთ,ნაკრების ღირსების დაცვა,თანაც აუცილებლად,მაგრამ როცა დრო მოვა,მაშინ.ნაყოფი მაშინ უნდა მოკრიფო,როცა მწიფეა.უფრო ადრე მოკრეფა,მის გადასაყრელად გაწირვას ნიშნავს.

მსოფლიოზე თუ გავიდა არ წახვიდეთ პირდაპირ დაიწყეთ აღნიშვნა
იასონას პასუხი ბესოს
გრუზინ? ეგრე რუსები,სლავები მოგვიხსენებენ და რომელი ხარ შენ? რაც შეეხება იმას თუ რატომ არ მომწონს ეგ იდეა,33 წელია რაც მაგას გავყვირავთ ერი და მიგვიღეს? არა ხომ და შენი გათვლებით,რამდენ ხანში გააკეთებენ მაგას? ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია,ხოლო ევროკავშირი არის ამერიკის მიერ კოლექტიური ევროპის მართვის და დამონების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. ანუ გამოდის რო მხარეს ირჩევ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და როგორც მხარეს,ყველთვის გექნება კონფლიქტი არჩეული მხარის მტრებთან და გვქონდა კიდეც. ჩვენ არც ევრაზიულ და არს ევროკავშირიში არ უნდა გავწევრიანდეთ,მარა ვინ გისმენ. რაც შეეხება ფეხბურთს,ბრაზილია და არგენტინა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები,მარა სავსეა მათი ფეხბურთელებით ევროპა.აგერ რეალმა ენდრიკი იყიდა კიდევ. თუ ნომრალურად ითამაშებს ვინმე,ყველა კლუბი გამოათავისუფლებს ადგილს გუნდში. ეკონომიკასთან მიბმა ფეხბურთის არ არის სწორი,ბრაზილიაც და არგენტინაც,ურუგვაიც,არიან ერთერთი უღარიბესი ქვეყნები,მარა 9 მსოფლიო ჩემპიონობა აქვთ მარაქაში,როცა მთელ სკანდინავიას,ავსტრიას,შვეიცარიას ან უნგრეთს არცერთი,ხოლო ინგლისს ერთი კინკილა. აქ უნდა გქონდეს აკადემიები და გაზარდო ხალხი,არა წავიდნენ ბავშვები ევროპაში და იქ იყვნენ აკადემიებში,მერე ან ითამაშებს ჩვენთან ან არა. ამიტომაც ეგ არაფერი არგუმენტი არის,რომლის გაბათილებაც არ შემიძლია მედასავლეთე ცალფაზიანო იდიოტო
ბესო
თავიდან კარგად დაიწყე, გეთანხმებოდი ბევრ რამეში ფეხბურთს რაც შეეხება, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გააფუჭე აი ამ ფრაზით: " მე არ მომწონს ნატოში ჩვენი გაწევრიანების იდეა,როგორც ევროკავშირში" ... ევროკავშირის წევრობა ასევე ფეხბურთის წინსვლას რომ ნიშნავს ამდენი არ გესმის გრუზინ??
ფეიკ იასონას უდარს იასონას უდარისგან
რუსეთუმე რატო ვარ,სიმართლის თქმის გამო? ან ეს რუსეთუმეობა რას ნიშნავს გამარკვიეთ,თორე ვერ გავიგე ვერაფერი. თუ რუსეთის სიყვარულ მაბრალებთ,სად გამოჩნდა ეგ ამბავი? აზერებზე ვთქვი და ყარაბაღზე,ყარაბაღი აზერბაიჯანი არ არის? ან ს/კ ცხინვალის და გაგრას ხსენება არ მოგეწონათ საქართველოს კონტექსტში? გაუგებარია,რატომ ვარ რუსეთუმე. ან ნატო არ უდრის ამერიკას თუ ევროკავშირი არ არის ამერიკის კოლონია?
მდაა
სანიოლის მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ როდესაც ჩამივიდა მწვრთნელი არ იყო მაგრამ ძაან გაუმართლა და მოიგო ერთა ლიგა მშევენივრად სადაც უკვე რაღაც ისწავლა …მაგრამ როდესაც დააპირა ზემო საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო და ჩააგდო შესარჩევი რის შემდეგ დაუბრუნდა ძველ სქემას ცოტათი გაუმჯობესა და სასწაული მოახდინა ევროზე. …რისთვისაც ღმერთია მოწმე ძააან დიდი მადლობა ბიუსტი და ქუჩები მისი სახელობის ….მაგრამ მაქვს ეჭვი რომ ჩვენ ნაკრებს შეუძლია კიდევ გაზრდა აი მას კი ვერა და რატომ ვერა გეტყვით ის არ არის ნაგლი მან ვერ გაბედა დაცვის შეცვლა რომელსაც ( ანუ დაცვას )შეუძლია მხოლოდ საჯარიმოში იდგეს როგორც სანგარში და მოიგერიოს ბურთები გაიხსენეთ ვაისი ის ჩვენ მცველებს ათამაშებდა უფრო მაღლა ( მაშინ ისინი ცოტათი ახალგაზრდები იყვნენ და ცოტა სირბილი შეეძლოთ) და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს ვაისის დაცვა ჯობდა სანიოლისას იმით რომ ისინი ბურთს იჭერდნენ მახსოვს ჩვენი გინებები იმ უკან პასებზე მაგრამ იმ ბურთის დაჭერის და უკან პასების დროს ყოველ 2-3 წუთში კარში არ გვირტყამდნენ აი ნახეთ 360 წუთში 100 ჯერ დაგვირტყენ კარისკენ აქედან 37 კარში სადაც გავუშვით 8 გოლი და მამარდამ გააკეთა 29 სეივი ( მიდის კამათი რომ 30-იო) ყველა ვამაყობთ მამარდათი და მართლაც რომ გმირობაა მაგრამ წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი ჩეხებთან 10 სეივი და 1 გოლი ესე იგი ყოველ 3 წუთში ურტყამდნენ კარში არა კარისკენ არამედ კარში მის ადგილას პირადად მე გავიხდიდი ბუცს და თავში ჩავცხებდი დავის უფროსს და მერე მწვრთნელს თუ ვინები დამიყენა წინ დაცვაში …თან ეს მაშინ რომ დაცვას არცერთ შეტევაში არაფერი წცლილი არ მიუძღვის ….ასე რომ ბოდიში საბასთან მაგრამ მანაც დაკარგა სისწრაფე რომ ზემოთ აწეული დაცვით ვითამაშოთ ხოლო დარჭობილი ჯოხი კაშია ახლა კი არა მაკედონიის შემდეგ უნდა წასულიყო ჩემი აზრით სანიოლი ვერ გაიზარდა ზუსტად იმის გამო რომ ვერ გაბედა კაშიას მოშორება წარმოიდგინეთ სამიცენტრ მცველი დვალი შუაში საზონოვი რომელიც საყრდენად არის გაზრდილი და შეეძლება ზემოთ ასვლა შეტევის მიხმარება ასევე ლოჩო რომელსაც შეეძლება ფლანგზე შეტევის მიხმარება და მთავარი ამათ სამივეს შეუძლიათ მაღალი დაცვის თამაში იმიტომ რომ სირბილი შეუძლიათ არამედ საკმაოდ სწრაფები არიან ასევე არიან ტაბიძე კალანდაძე ივა გელაშვილი არის დაცვა მაღლები და სწრაფები ხომ ვნახეთ ეს 21 წლამდელებში სადაც დედა უტირეს პორტუგალიასაც ბელგიასაც ნიდერლანდებსსც ნახეთ რამდენნი არიან იმათი უკვე ამ ევროზე …აქედან გამომდინარე რომ დაცვის გაახალგაზრდავება მოგვიწევს და შემტევების 70% გამოიარა სვანაძის ხელში რომელმაც ყველა იცის და ყველას იცნობს თავიდან ბოლომდის მაშინ ისმის კითხვა სადამდის ვზარდოთ სანიოლი ჩვენს ნაკრებზე ბარემ სვანაძესთან ერთად გაზრდა გააგრძელონ პლიუს სვანაძემ უკვე იცის ახალი მომავალი და სანიოლს ძაან უჭირს ახალგაზრდების მოწვევა და მითუმეტეს ნდობა მაგაში ვაისი ბევრად სჯობდა …თუნდაც დათვალეთ და შეადარეთ ვის ვისი დროს ქონდა პრემიერა არ ითვლება მიქაუტაძე ის ევტოპაში აფეთქდა ….და სულერთია ვინ იქნებოდა მწვრთნელი …ან არის მეორე ვარიანტი რისიც მე არ მჯერა რომ მაგარი თანამედროვე უკვე შემდგარი აღმშენებელი მწვრთნელი ჩვენთან ჩამოვა….
მდაა
სანიოლის მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ როდესაც ჩამივიდა მწვრთნელი არ იყო მაგრამ ძაან გაუმართლა და მოიგო ერთა ლიგა მშევენივრად სადაც უკვე რაღაც ისწავლა …მაგრამ როდესაც დააპირა ზემო საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო და ჩააგდო შესარჩევი რის შემდეგ დაუბრუნდა ძველ სქემას ცოტათი გაუმჯობესა და სასწაული მოახდინა ევროზე. …რისთვისაც ღმერთია მოწმე ძააან დიდი მადლობა ბიუსტი და ქუჩები მისი სახელობის ….მაგრამ მაქვს ეჭვი რომ ჩვენ ნაკრებს შეუძლია კიდევ გაზრდა აი მას კი ვერა და რატომ ვერა გეტყვით ის არ არის ნაგლი მან ვერ გაბედა დაცვის შეცვლა რომელსაც ( ანუ დაცვას )შეუძლია მხოლოდ საჯარიმოში იდგეს როგორც სანგარში და მოიგერიოს ბურთები გაიხსენეთ ვაისი ის ჩვენ მცველებს ათამაშებდა უფრო მაღლა ( მაშინ ისინი ცოტათი ახალგაზრდები იყვნენ და ცოტა სირბილი შეეძლოთ) და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს ვაისის დაცვა ჯობდა სანიოლისას იმით რომ ისინი ბურთს იჭერდნენ მახსოვს ჩვენი გინებები იმ უკან პასებზე მაგრამ იმ ბურთის დაჭერის და უკან პასების დროს ყოველ 2-3 წუთში კარში არ გვირტყამდნენ აი ნახეთ 360 წუთში 100 ჯერ დაგვირტყენ კარისკენ აქედან 37 კარში სადაც გავუშვით 8 გოლი და მამარდამ გააკეთა 29 სეივი ( მიდის კამათი რომ 30-იო) ყველა ვამაყობთ მამარდათი და მართლაც რომ გმირობაა მაგრამ წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი ჩეხებთან 10 სეივი და 1 გოლი ესე იგი ყოველ 3 წუთში ურტყამდნენ კარში არა კარისკენ არამედ კარში მის ადგილას პირადად მე გავიხდიდი ბუცს და თავში ჩავცხებდი დავის უფროსს და მერე მწვრთნელს თუ ვინები დამიყენა წინ დაცვაში …თან ეს მაშინ რომ დაცვას არცერთ შეტევაში არაფერი წცლილი არ მიუძღვის ….ასე რომ ბოდიში საბასთან მაგრამ მანაც დაკარგა სისწრაფე რომ ზემოთ აწეული დაცვით ვითამაშოთ ხოლო დარჭობილი ჯოხი კაშია ახლა კი არა მაკედონიის შემდეგ უნდა წასულიყო ჩემი აზრით სანიოლი ვერ გაიზარდა ზუსტად იმის გამო რომ ვერ გაბედა კაშიას მოშორება წარმოიდგინეთ სამიცენტრ მცველი დვალი შუაში საზონოვი რომელიც საყრდენად არის გაზრდილი და შეეძლება ზემოთ ასვლა შეტევის მიხმარება ასევე ლოჩო რომელსაც შეეძლება ფლანგზე შეტევის მიხმარება და მთავარი ამათ სამივეს შეუძლიათ მაღალი დაცვის თამაში იმიტომ რომ სირბილი შეუძლიათ არამედ საკმაოდ სწრაფები არიან ასევე არიან ტაბიძე კალანდაძე ივა გელაშვილი არის დაცვა მაღლები და სწრაფები ხომ ვნახეთ ეს 21 წლამდელებში სადაც დედა უტირეს პორტუგალიასაც ბელგიასაც ნიდერლანდებსსც ნახეთ რამდენნი არიან იმათი უკვე ამ ევროზე …აქედან გამომდინარე რომ დაცვის გაახალგაზრდავება მოგვიწევს და შემტევების 70% გამოიარა სვანაძის ხელში რომელმაც ყველა იცის და ყველას იცნობს თავიდან ბოლომდის მაშინ ისმის კითხვა სადამდის ვზარდოთ სანიოლი ჩვენს ნაკრებზე ბარემ სვანაძესთან ერთად გაზრდა გააგრძელონ პლიუს სვანაძემ უკვე იცის ახალი მომავალი და სანიოლს ძაან უჭირს ახალგაზრდების მოწვევა და მითუმეტეს ნდობა მაგაში ვაისი ბევრად სჯობდა …თუნდაც დათვალეთ და შეადარეთ ვის ვისი დროს ქონდა პრემიერა არ ითვლება მიქაუტაძე ის ევტოპაში აფეთქდა ….და სულერთია ვინ იქნებოდა მწვრთნელი …ან არის მეორე ვარიანტი რისიც მე არ მჯერა რომ მაგარი თანამედროვე უკვე შემდგარი აღმშენებელი მწვრთნელი ჩვენთან ჩამოვა….
sss-ს
ფედერაციას მიმართე, ფედერაციას...
simartle
კაშიას ნუ გაუხურეთ ბევრმა საქმე. ჯერ ერთი ძალიანკ მაგრად ითამაშა და იშვიათათ მოსდის შეცდომები. კალაძესავით თავის კარშიც ორი ბურთი არ გაუტანია:) მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამდენი წლი ასე აბა რომელი ერთი გაუძლებდით ასეთ დონეზე თამაშს. ამას გარდა თვითონ თქვა რომ მიდის. არიან ახალგაზრდები რომელნიც კარგად შეცვლიან მას. მიხედავს სამწვრთნელო შტაბი მაგ საზმეს. საჭიროა შუა ხაზის გალძლიერება ცოტა უფრო მაღალი მოთამაშით რომელსაც გრძელი პასები დამოედნის ხედვა აქვს და შორიდანაც ურტყამს. ჩვენ ნაკრებ საჯარიმოს გარედან დარტყმა უჭირს. არის ნოდარ ლომინაძე რომელსაც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი. ბევრი არ აღნიშნავს ჩაკვეტაძის ძალიან კარ თამაშს. მოდის რამოდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდა. ამ შედეგმა ბევრი ფეხბურთელი უნდა მიახვედროს რომ უკეთეს ფიზიკურ ფორმას უკეთესი შედეგები მოაქვს, ჩვენ მაინც მოვიკოჭლებთ რადგან პრესინგის თამაში არ შეგვიძლია, თუ მაღლა ვაწყხებთ რომ ბურთი ავართვათ უმეტესი ფეხბურთელე ბის უკან სიარულით ბრუნდებიან. ეს დღევანდელ ფეხბურთში მიყღებელია. ასევე ყველა გუნდი ისჯება რომელიც სწრაფად გოლს იტანს და იმის შესანარჩუნებლად დაცვაში დგება და ბურთის მოშორებას ცდილობს პირველივე შანსიდან და ეს ამ ჩემპიონატმაც დაამტკიცა კვლავ. ტექნიკურად ჩვენი გუნდი ბურთთან მუშაობით არავის ჩამორჩება მარამ ამ ბურთს მოფრთხილება უნდა, შენარჩუნება, ზუსტი პასები და შეტევში სწრაფად ასვლა რაც შეგვიძლია და არა თავიდან მოშორება. დაბალანებული თამაში და არ აბა იქნებ გაგვიმართლოს როგორც ესპანეთთან. გაგვიმართლა და იმის მაგივრად რომ კიდევ შეგვეტია სწრაფად სანამ გონზე მოეგებოდნენ ჩასვა გუნდი მწვრთნელმა დაცვაში და ბურთის მოშორებაზე გქადავიდნენ. ესპანეთთან ბურთის მიცემა საკუთარი თავის დაკოდვის ტოლფასია და სისხლდენისგან სიკვდილის. მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს და მთელ გუნდს. ძალიან გაგვახარეს და აგვატირეს სიხარულისგან ბევრი მსოფლიოს გარშემო. მადლობა ასევე ყველას ვინც შესძლო თამაშებზე დასწრება და გულშემატკივრობა, რაც აუცილებელია... მაგრამ შეცდომებს გადახედვა უნდა, მიზეზების ამოცნობა და გამოსწორება . წარმატება საქართველოს ნაკრებს და დიდება ერთიან თავისუფალ საქართველოს! ერთიანობის გარეშე თავისუფლება არ იქნება!
T.q
მოდი პირდაპირ ვთქვათ რაა სანიოლის წასვლა არ წასვლის სტატიაზე დავწერე კომენტარი რო დაცვა და ცენტრი გადახალისდება და წასასვლელები წავლენთქო და ეხლა კაშია თუ არ წავა მაგრამ გვერძე არ გაიწევა როგორც ეს კანკავამ გააკეთა ამ ევროზე ვის თვალშიც მოიპოვა სიმპათია დაკარგავს და თან ძალიან მწარედ დაკარგავს თავადაც ხვდებით როგორ აკინძავენ! ეს ერთი მეორე კვირკველია ასევე. საზანოვის დრო მოვიდა ბოლოსდაბოლოს რაც არ უნდა იყოს ასაკოვან ფეხბურთელებზე მეტი პერსპექტივაც აქვს და კლასიც, გამოცდილება ნაკლები. ცენტრი, კვეკვე ასევე შეცვლაზე კარგი იქნება სიგუას მიეცეს შანსი ამ ერთა ლიგაზე ნუ მოკლედ რა სამუშაო ძალიან ბევრია და წამსვლელები დარჩნენ მაგრამ სკამზე. მოკლედ დაცვის ხაზი ყველაზე უსუსტესი რგოლი გვაქვს და ნახევარ დაცვა საშვალო, კიტე ქოჩო ჩაკვე მაგარია ტრიოა მაგრამ სამივე ფეხბურთელი თუ კიდევ მოუმატებენ და დონეს გაიზრდიან მაშინ ცენტრი შეიძლება გრანდების დონეზე ავიდეს მაგრამ დაცვაში გვიჭირს
შვედუნა
შენ რომ ევროკავშირში და ნატოში არ შესვლა რუსეთუმეობა გგონია მაგიტო გიჭირს აზროვნებაში. შე მოხალისე მონავ და ბატონის მაძიებელო
ნუგზარი
მეგონა ევრო 2024- ის შემდეგ მაინც,ცოტა მეტად გაერკვეოდა ხალხი ფეხბურთში. რას ითხოვთ სანიოლისგან. მხოლოდ სამი კაცია ძირითადის 11 -დან ტოპ 5 ლგაში, სათადარიგოებს რომ თავი დავანებოთ. ალბათ ქოჩორა დაემატება მეოთხე და ეგაა სულ. ამ შემადგენლობით გვარდიოლა და ანჩელოტი ვერ გააკეთებს მეტს. ვერ ვითამაშებთ მაღალ პრესინგს, იმიტომ რომ არ გვყავს სწრაფად მორბენალი ცენტრალური მცველები. ასევ არ გვყავს პირველი პასის გამკეტებელი ცენტრაულირი მცველი. გვიჭირს მოკლე პასებით ბურთის ამოტანა იმიტომ რომ აკლიათ კლასი,როგორც დაცვის, ასევე ნახევადრაცვის მოთამაშეებს. მონდომებით, 4-5 კაცით და სანიოლის დისციპლინით გაკეთდა რაც გაკეთდა. შედეგს მინიმუმ 15-16 თნაბარი კლასის დაბალანსებული შემადგენლობა სჭირდება ყველა რგოლში. ბურთის გორავის გარდა, ანალიტაკასაც უყურეთ და წაიკითხთ ხანდახან, სასაცილო კომენტარები რომ არ აკეთოთ.
ემიგრანტი
ცუდია ის რომ არცერთ ყოფილმა თუ მოქმედმა არბიტრმა. არ აგნიშნა. ესპანეთის მიერ გატანილი ოფსაიდ ტი ეს რომ პირიქით მომხდარიყო დარწმუნებული ვარ. არ ჩაგვითვლიდნენ თუ ჩათვლიდნენ მაშინ არბიტრს დასჯოდნენ ...
LB
ჩემი მოკრძალებული აზრით, სანიოლმა მაქსიმუმი კი არა მაქსიმუმის მაქსიმუმი დადო ამ წელს. ამის მეტს ფიზიკურად ვერ გააკეთებს. თუ გვინდა უფრო შორს წავიდეთ, სანიოლს მადლობა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ (თვითონაც არ არის წინააღმდეგი, მიწვევებიც აქვს). რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, აი აქ კი მართლა საგანგაშოდ არის საქმე. როგორ შეიძლება სტაბილუად ძლიერი ნაკრები გყავდეს და ჩემპიონატი უბნის დონეზე იყოს?! ანუ სადმე გინახავთ ასეთი აბსურდი? თუ ნაკრები რამეს აღწევს, იმის ხარჯზე რომ ფეხბურთელები მიდიან საზღვარგარეთ და აქაური ბობოლების დაუხმარებლად გზას იკვლევენ. მაგრამ გრძელვადიან პექსპექტივაში არაფერი გამოვა, თუ შიგნით სიტუაცია ასეთი იქნება
Kvekeskiri
გამოდი მელაძე გიცანით შენ დედაზე ადრე მოხნული
sss
მეც არ მომწონს სანიოლი და იქნებ დაგვეხმარო და გვარდიოლა ან ანჩელოტი ჩამოიყვანო.
იასონას უდარი
იასონას უდარს, შენი რუსეთუმე ...
ეუსებიო
დიდი მადლობა სანიოლს,კაშიას,ჩვენს ვეტერანებს, მაგრამ თუ არ გვინდა ხვიჩასა და მამარდას ტალანტის განიავება ცვლილებების დროა. ამიტომაა ჯაბა კანკავა ნამდვილი კაპიტანი და დიდი კაცი.ისე კი თემურ ქეცბაია ახლა ყველაზე მისაღები ვარიანტია ამ ეტაპზე.ეროვნულ ლიგას მასშტაბური ცვლილებები სჭირდება,უცხოური კაპიტალი, მანდ უამრავი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა,რომელთაც ინატრებს ბევრი ევროპული ლიგა.
საქართველო
გეთანხმები მაგრამ წელიწადში 200 ათასად ვინ მოვა?
იასონას უდარი
ეგ მიზანი სულ იყო ხოლმე,მარა ვერ გავდიოდით. თან იქ 16 გუნდი გადის ევროპიდან და არც ერთა ლიგის გზა გავა ლუქსემბურგებზე. კი,48 გუნდიანი ხდება მსოფლიო,მარა მაინც რთულია იქ გასვლა. მაინც ვერ ვხდები რა არის ოპტიმიზმის საფუძველი,როცა უეფა ზრდის გუნდების რაოდენობას დასკვნით ეტპაზე და ასე გეძლევა შანსი სადღაც მოხვდე. თუ 100 გუნდამდე გაზრდიან რაოდენობას,მერე სულ მოხვდები და იმაყებთ იმით რო ყველა მსოფლიოზე მიიღებ მონაწილეობას. კარგი,გავიგე რო პროგრესი აქვთ და ამის გჯერათ,თუმცა ეგ პროგრესი რას მოიზარებს,ისევ ერთა ლიგით სადღაც გასვლას? თუ საკვალიფიკაციოს მოვიგებთ და ისე გავალთ,ეს იქნება პროგრესი ჩემთვის და არა ის რო რაოდენბოს გაზრდით სადღაც მოვხდებით. ხარისხი მაგით არ იზომება,ქვეყანაში ფეხბურთის დონე იზომება:შიდა ჩემპიონატის სიძლიერით,ჩვენი გუნდების ევროთასებზე ასპარეზობით და რა თქმა უნდა ნაკრებების თამაშებით. ჩემპიონატის დონე ცუდია,ევროთასებზე ვერ გავდივართ და ნაკრების გამოსვლით აფასებთ რო ქართული ფეხბურთი წინსვლას განიცდის? აგერ აზრრბაიჯანმა ტონა ფული დახარჯა და ყარაბაღი გაიყვანა ევროთასებზე,პროპაგანდა აწარმოა და მთელ მსოფლიოს დაანახა რო ყარაბაღი აზერბაიჯანი. ჩვენ ცხინვალი გვყავდა და სულ ღაფავს ეს გუნდი,გაგრა არის და სულს ღაფავს,ძლივს ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს დივიზიონში. ერთი ფაქტი დამისახელეთ,სადაც კანონზმომიერება ჩანს და საქმე კეთდება. დინამო კი აკეთებს საქმეს,მარა ვერ ხეირობს ამით საკმარისად,დიდ გუნდში არ ეძლევა შანსი ტალანტებს და გაურკვეველ ლიგებში ყიდიან. კვარას და მამარდას ამბავი არის გამონაკლისი,მათ გაუმართლათ და სხვებს? შრომა და ცონდა უნდა ყველაფერს,ფიფიამ ეგ საქმე არ იცის ეტყობა. ბენფიკა მაგით არსებობს,ტალანტებს პოულობს და მერე 100 მილიონად ყიდის,ხოდა დინამოს რა სჭირს ასეთი უსაშველო? აზერბაიჯანი ვახსენე და ყარაბაღის ევროთასებზე თამაშით აზერბაიჯანული ფეხბურთი წინსვლას განიცდის? არ არის ეგ წინსვლა,სამივეს ერთობლივი მაჩვენებელი გჭირდება. არავინ არ იძახის რო ქართული გუნდები ლიგას უნდა იგებდეს,მარა ჯგუფში შესვლა უნდა შეეძლოს სტაბილურად. სამი ტურნირია და ვერცერთში ვერ გავდივართ ჯგუფში,ეს არის პროგრესი? მწვრთნელი არ გვყავს რო ბავშვი გაზარდოს,ეს არის პროგრესი? ეს რაც ნახეთ ნაკრებში არის ფეხბურთელების დიდი მონდომების და ნიჭის ამბავი,ამ ქვეყანამ ამ ხალხისთვის დიდი ვერაფერი შექმნა,როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის. იმას ვერ იტყვით რო ამ ქვეყანაში ხალხს ეზარებათ მუშაობა,მონობა არ სურთ უბრალოდ. 500 ლარად რო მთელი თვე ენაგადმოგდებული ირბენ,ეგ მონობა არ არის? ან უნივერსიტეტში რო ჩააბარებ და აქციებზე დაგარბენინებენ,იმიტო რო იციან ფული გიჭირს და წამოკიდებას ცდილობენ ამით. ქვეყანაში ადამიანი უნდა იყოს დაფასებული,მერე ფეხბურთსაც ითამაშებ და რაგბსაც,შედეგიც გექნება. ნიჭი აშკარად გვაქვს,მარა ფეხებზე გვკიდია ეს ნიჭი. ყველა ოპტიმისტს ვენაცვალე,მალადეც თქვენ,მარა მე ვერ მოგყვებით მაგ ამბავში. არ ეტყობა ამ ქვეყანას რო რაიმეზე გეგმაზომიერად ფიქრობს და აკეთებს. აგერ მთავრობა გვეუბნება რო ევროპა და ნატო უნდა,მარა ჩინეთს ეხუტება. ნატო=ამერიკას,ჩინეთი ამერიკის მტერია და სად მიდიხარ? მე არ მომწონს ნატოში ჩვენი გაწევრიანების იდეა,როგორც ევროკავშირში,მარა ხო არის ოფიციალური პოლიტიკა ეგეთი? ხოდა ეს არევა არ არის? ან იქეთ იყავი და ან აქეთ,ქალს ნუ დავემსგავსებით,ვინც ორ ან მეტ კაცს აძლევს.
რეალობა
ორდენოსანი ფეხბურთელებიდან ამათ უნდა დაეყრდნოს ახალი მწვრთნელი: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ლობჟანიძე, ზივზივაძე. ბევრი ახალი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს ნაკრებში. საქართველოს ჩემპიონატში არიან ნიჭიერი ბიჭები.
ეჰ
ტყუილად გაქვთ სანიოლის იმედი. კიდევ რამდენიმე წელს დავკარგავთ. ამ კაცს მეტი არ შეუძლია, თავადაც თქვა რომ ვსწავლობთ და ვიზრდებითო. ამ ლოგიკით შეიძლება მთელი სიცოცხლე დავტოვოთ, ადამიანი ხომ სიკვდილამდე სულ სწავლობს? ჯერ კიდევ არის დრო რომ მოვიწვიოთ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც უკვე ნასწავლიცა აქვს, გაზრდილიც არის და არ გამოძახებულ ფეხბურთელებზე გაგვცემს ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს. და არა ისეთ აბდაუბდას, რასაც სანიოლი გვეუბნებოდა აზაროვზე და არაბიძეზე. საზანოვზე რომ არაფერი ვთქვათ. ვერც ჩეხებს მოვუგებთ, ვერც უკრაინას და ვერც ალბანეთს. უბრალოდ გამორიცხულია, რომ სულ მამარდას იმედად ვიყოთ. არა პრესინგი, არა პირველ ნომრად თამაში, გაუთავებელი მასირებული შეტევები და 30-40 დარტყმული ჩვენს კარში. დაახლოებით ასეთი სურათი გველის სანიოლის ხელში. თუ გვაწყობს ამ სვარკის ყურება, კი ბატონო, 100 წელი დარჩეს, ჩემთვის პირადად მართლაც არაფერი უწყენინებია.
გია
ხალხო, ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ, სანიოლი მოგწონთ?!.
Ჯამბულ მალანია
ნაკრებმა თამასა მაღლა ასწია და ჩვენი მოლოდინებიც ოპტიმისტურია. 3-5-2 იდეალური სქემა მგონია.წარსულ თამაშებთან შედარებით ადვილად ვქმნით მომენტებს მეტოქის კართან და მგონია რომ ეს სქემა არ შეიცვლება.კაშიას და დვალის პარტნიორი უნდა მოინახოს დაცვის ცენტრში და მგონია რომ საზონოვსა და გველესიანი შორის გაიმართება კონკურენცია.ირაკლი აზაროვის გამოყენება უნდა მოხდეს ნაკრებში იქნება ეს მარცხენა მცველი თუ მისი ძველი პოზიცია.გიორგი არაბიძე საინტერესო იქნებოდა ნაკრებში 10-იანის პოზიციაზე თუნდაც ჩაკვეს შემცვლელად. წინ დიდი მოლოდინები და დიდი გამარჯვებებია.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება
მერაბი-1960
ძალიან საინტერესო იქნება შემოდგომაზე ჩასატარებელი ერთა ლიგა. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ დაახლოებით ამ კალიბრის გუნდი გვყავს და ბ ჯგუფში მინიმუმ ადგილი შევინარჩუნოთ. მანამდე დიდი იმედი მაქვს რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი უკეთეს გუნდში და ლიგაში მოხვდება. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია...
კვარა
ახალი თაობა უნდა ჭამო იდეა კიდევ თორემ კვარადონას და ადიბასის იმედზე ვერ იქნები
madloba
ღვთისავარჩიკ :)
გია
სანიოლმა თავისი ყველაფერი დაამტკიცა... ახლა სხვა მწვრთნელს მიეცით შანსი.
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია