"ჯანდაბა, თმა შეიჭერი და ფეხბურთზე იფიქრე" - ობი მიკელმა მუდრიკს მიმართა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა Obi One-ის პოდკასტში "ჩელსის" შემტევის, მიხაილო მუდრიკის შესახებ ისაუბრა.

"ლურჯების" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, უკრაინელმა ვარჯიშს მეტი დრო უნდა დაუთმოს და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირდეს.

"ჯანდაბა, მან თმა უნდა შეიჭრას, ტატუების გაკეთება შეწყვიტოს, თავს მიხედოს და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირდეს. თუ ის ამას გააკეთებს, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდება.

მუდრიკს სისწრაფე და ძალა არ აკლია, ბურთით დიდებულად თამაშობს, მაგრამ სწორად უნდა მოიქცეს და ჩვენთვის მატჩების მოგება დაიწყოს", - განაცხადა მიკელმა.

შეგახსენებთ, "ჩელსიმ" მუდრიკი 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 100
მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ახალგაზრდა შემტევმა "არისტოკრატების" რიგებში გამართულ 46 მატჩში თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altმუდრიკი სკანდალში გაეხვია - უკრაინელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, მოსკოვში მყოფ რუს გოგონას სიყვარულს ეფიცება და დაბადების დღეს მას ასე ულოცავს [PHOTO]

altმუდრიკი შეიძლება "ნაპოლის" შეტევაში კვარაცხელიას პარტნიორი გახდეს

alt"ნამდვილად "ჩელსის" ფეხბურთელია"? - მუდრიკის უცნაური რეაქცია გამარჯვების გოლზე [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
სიმართლე რომ ვთქვა,ამ ჩვენი ფეხბურთელების გართობის ვიდეოებიც ამოვიდა უკვე ყელში,ფეხბურთს უხდება როკ მუსიკა,ეს შოუ-ბიზნესური ტყლარწვა და მანჭვა-გრეხვა ამაზრზენი და გულის ამრევია!!!
sandrex
11:14 09-07-2024
2
ჯანდაბა, ირაკლი თმა შეიჭერი და ქვეყნის სამსახურში ჩადექი
zviadi
21:19 08-07-2024
12

სიახლეები პოპულარული