ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
3000 კაცი მაინც შეეშვათ რო რაღაცა დამატებითი მუხტი იქნებოდა... თითონ არ უტყდებათ სტადიონზე რო მივიდნენ თუ პრივილეგირებულ ხალხს კორონაც ცნობს და არ ავრცელებენ? რა პონტია შენ თითონ მაინც არ უნდა გაგიტყდეს?
ვერ გავიგე
12 ნოემბერი 2020 23:56
2
არარატი, ტირანა, კლაკსვიკი, მაკედონია, არ მოგერიდოთ მობრძანდით!!! აბა კიდევ ვისი ისტორია დავწეროთ!!! ვაისი არსად გაუშვათ ციკლი აქვს ჩასამთავრებელი!!!
ვინ იქნება შემდეგი
12 ნოემბერი 2020 23:42
1
რა არ გავუშვათ უნდა გავაგდოთ. ხვალვე
Roma
12 ნოემბერი 2020 23:52
1
ადრე ვწერდი აქ რომ ვაისს ყავს თავისი ლუბიმჩიკები ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, კაშია, რატომ არ ათამაშა ხოჭოლავა, სწრაფი ფეხბურთელები დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, მერე 89 ე წუთზე აკეთებ ცვლილებებს, ჩემი აზრით ვაისი სასწრაფოდ გასაშვებია
ბეღურა
12 ნოემბერი 2020 23:15
0
100%
Giorgi
12 ნოემბერი 2020 23:17
0
გასაშვები კი არა,მოსაშვებიც არ იყო.
gio
12 ნოემბერი 2020 23:28
1
ყველა ფედერაციის ხელმძღვანელის გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებია სასწრაფოდ შესასწავლი. არავის რომ არაფერს ვთხოვთ იმიტომ ვართ ამ სიტუაციაში ყოველთვის
kaxa
12 ნოემბერი 2020 23:40
1
დღეს ყველა ქართველს ჩააფურთხა კალაძემ და კობიაშვილმა თავიანთი ოჯახის და შვილების მიყვანით ფეხბურთზე..ჩვენებმა რაა დააშავეს?რითია ისინი უკეთესები? ეს არ იკმარეს და გულშემატკივრები დააჯარიმეს 2000-ლარით..აი კალაძე და კობიაშვილი..
ჯიჯი
12 ნოემბერი 2020 23:37
2
ეგ არის იმიდ ბრალი რომ ცხადაძე ტყუილა გაუშვეს და ვაისი მოიყვანეს რითი სჯობდა ერთი ვაისი ცხადაძეს. მის მერე გავიძახი აზრზე არ არის ვაისითქო და სულ დისლაიქებს უწერენ ჩემს კომენტარებს.საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ყავდეს
ტოტტი
12 ნოემბერი 2020 23:30
6
ორივე ერთია!! ვინმე ახალი გვინდა ახალი გამოცდილი!!
lelo
12 ნოემბერი 2020 23:38
3
კაი ვაისი რაც არის გავიგეთ მაგრამ რა გაახურეთ ამ ცხადაძეთი. საერთოდ რა გააკეთა ისეთი ან ნაკრებში ან თავის საკლუბო კარიერაში? რომელი მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა ნაკრებს? საერთოდაც კი არ გაუშევეს თვითონ წავიდა თავის სიხარბეს ვერ მოერია. 100 ათასი რომ ქონდა დანიშნული თვეში. უეჭველი ატკატს აძლევდა სიჭინავას თორე ისე ვინ მიცემდა ამხელა ხელფასს ასეთი უფერული სამწვრთნელო კარიერის კაცს.
h
13 ნოემბერი 2020 00:44
3
მე არ ვიცი თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ამ მომენტს ველოდებოდი!!!!
ცხარე ცრემლით ვტირივარ!!! ამდენი ყოფილი ფეხბურთელი პოლიტიკოსი გვყვავს თან მმართველი პარტიიდან და ყველამ ფეხზე დაიკიდა ნაკრები.
რას მერჩოდით!!!!
ზურს
13 ნოემბერი 2020 00:39
1
პირველ რიგში, ბოდიში და დიდ ქვეშა@ვიობა იყო კალაძის და კობის მხრიდან მაყურებლების პოზიციის არ დაცვა, საწყენია ,რომ ვერ მიხვდნენ რა მოყვებოდა წაგებას, ანუ სამართლიანი ძალიან დიდი უკმაყოფილება და გაღიზიანება ხალხში, რაც ისევ მათ მოუბრუნდებათ . ეს ისეთი თამაში იყო თუნდაც 10 000 კაცის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. თითქოს ისე ჩანს ,რომ მთავრობამ დაიკიდა და ვერ განსაზღვრა რამხელა სპორტული, მორალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის თამაში იყო, რაც მართლა გასაკვირია, პირველ რიგში კალაძის მხრიდან, რომელიც პარტიაში წონადი ფიგურაა.
ვაისი კი ძაან მშიშარა და უნიათო მწვრთნელია, რამდენი ერთი შეცდომა ჩამოვთვალო : პირველი კაშიას დაყენება, ხოჭოლავა უნდა მდგარიყო უეჭველი, მეორე თუ გახსოვთ ტაბიძე მარცხნივ რამდენჯერაც დადგა ძალიან მაგრად ითამაშა და დვალმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, თუნდაც საგოლე პასის დროს ეგ ჩარჩა , თორე ალბათ ოფსაიდი იქნებოდა... ყაზაიშვილის და გვილიას არ შეცვლა მაქსიმუმ მე-60-ე წუთისთვის, მათ მაგივრად საბა ლობჟანიძე ფლანგზე და რათქმა უნდა ზუკა დავითაშვილი, ორივე სწრაფები, მომტყუებლები, ვაისმა კი 1,5 წლის უთამაშებელი
პაპუნაშვილი შემოიყვანა, ისიც 82 -წუთზე და ზურიკი საერ\თოდ 92-ზე შემოიყვანა... სრული აბსურდი, ჩასვრა და დილეტანტიზმი მწვრთნელის მხრიდან.
მაკედონიის მწვრთნელმა პირველი ტაიმის მერე გაგვშიფრა და ფეხი ვერ გავანძრიეთ, მთელი მეორე ტაიმი...
ნამდვილად არ მინდა ნაცებმა ქულები დაიწერონ ამ სიტუაციით, მაგრამ პირველ რიგში კალაძემ დიდი მინუსი დაუწერა თავის თავსაც და მთლიანად ქვეყანას :(( გული მტკივა და მართლა ცუდად ვარ, ამ ყველაფრის გამო !!!
iolasha
13 ნოემბერი 2020 00:23
1
სრულად გეთანხმები ამას ნორმალური მწვრთნელი იზამდა? თან გუშინ კვარა და შენგელია მოქისტეს...რაღაცაშია საქმე მაგრამ ვინაა ამის გამომძიებელი
!!
13 ნოემბერი 2020 01:27
0
ვაისი უნდა წავიდეს და ბევრი უნდა მიყვეს კიდე ფედარაციიდან
irakli
12 ნოემბერი 2020 23:56
1
კობიაშვილს მივმართავ. ყველაფრის მკადრებელი მთავრობა ხართ და ალბათ ეს თამაში გაყიდეთ. მაინც რამდენად? ისე კვარაცხელიას კორონა არჩევნების პონტში გაჩითე? შენც და ვაისიც წადით ფეხბურთიდან ხვალვე. .............. მრავლის მთქმელი წერტილებია. ადმინ გამომიქვეყნე თუ არ გამოაქვეყნებ ამ საიტზე საერთოდ აღარ შემოვალ.
Roma
12 ნოემბერი 2020 23:14
10
მადლობა ადმინ
Roma
12 ნოემბერი 2020 23:17
0

სიახლეები პოპულარული