ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ნუ 0-0 რომ ჩაკეტილი თამაში იქნებოდა და გაჭირდებოდა მომენტების შექმნა გასაგებია, მაგრამ როდესაც უკვე აგებ, თან თითქმის მთელი ტაიმია წინ და შენ ამ დროის განმავლობაში ვერაფერს ვერ ქმნი შეტევაში, ესეიგი არა ხარ ევროპაზე თამაშის ღირსი და დაეტიე სახლში. პრინციპში ასეც მოხდა სამწუხაროდ
დუდუ
12 ნოემბერი 2020 23:42
1
მაგ სიტუაციაშია ზუსტად მწვრთნელი საჭირო. ვაისმა დროული შეცვლის ფასი ვერ ისწავლა და თავიდანვე არასწორად დააყენა გუნდი. ღომ ხედავ მთლი ტაიმი არც ერთი ვაკო არ ჩნდა ორივე შესვენებაზე უნდა გამოეცვალა...ეეჰ
niko
12 ნოემბერი 2020 23:52
0
მეორეც კიდევ უნდა ჰქონიდა დამუშავებული ის ვარიანტი: ვთქვათ და გაგვიტანეს, რას ვშვრებით?...
ერთიანად რომ მოიშალა გუნდიც და მწვრთნელიც!!!
buba
13 ნოემბერი 2020 00:35
1
მწვრთნელი არ გვყავს! არც მაშინ გვყოლია როცა ყაზახეთს მოვუგეთ! მაშინ ჩაკვეტაძე გვყავდა! არც მაშინ გვყოლია მწვრთნელი როცა ბელარუსს მოვუგეთ! მაშინ ხვიჩა გვყავდა! დღეს არც ერთი არ გვყავდა არც ხვიჩა არც ჩაკვეტაძე და არც მწვრთნელი!
ბასკი
12 ნოემბერი 2020 23:42
3
მე დავწერე ერთი წლის უკან, ვაისი ვერ გაიყვანს ნაკრებს ევროტურნირზე!
1. ჩაკვემ მიაგებინა გუნდს, მე ვაისის აზრები ვერ ვნახე მოედანზე მაშინ, ახლა კი კვარა ქაჩავდა!!
დღეს იყო ანტი ფეხბურთი!!!
ბევრი საერთოდ არაა აზრზე რას თამაშობენ!!
საქართველოში მოკვდა ფეხბურთი!!
ამტკვდა გული, !!
ვაის შენ ტაკტიკას შევ...ცი
Geo
12 ნოემბერი 2020 23:42
2
ახლა მაინც ხვდებით რამხელა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ სტადიონზე გულშემატკივარი, რომ არ დაუშვა?
თვითონ ხომ უყურეს ოჯახებიანად თამაშს სტადიონზე!
ნუთუ ეს ხდება ნორმალურ ქვეყანაში. მაგრად ვარ გულგატეხილი!
ქომაგი
12 ნოემბერი 2020 23:41
9
შენ ბურთის გაგორება და გაჩერება არ იცოდე რა მთავრობის ბრალი?
svanski
12 ნოემბერი 2020 23:52
25
მაია ცქიტიშვილი რო ტლიკინებდა მაყურებლების გარეშეც მაგრა ითამაშებენ ეჭვი არ მეპარებაო, ეხლა უნდა შეაგდო იმ მოედანზე და ოთხზე არბენინო.ნება დაგვრთეს რომ გულშემატკივრების მესამედი დავსწრებოდით, რა უფლებით უკრძალავ ხალხს შე მართლა ქოცო შენა
თბილისი
12 ნოემბერი 2020 23:40
7
ახლა ყველა არჩევნებზე. კობიაშვილს მადლობა გადავუხადოთ
ეჰჰ..
12 ნოემბერი 2020 23:06
19
არავითარი პირადული! ორმა 19 წლის ბიჭმა ათრია აქამდე ეს სამარცხვინო ჯგრო ეროვნული ნაკრები რომ ჰქვია!!! და რაც მთავარია!!! კობიაშვილი დეპუტატიც ხომ გახდება და მერე საკრებულოშიც ავირჩიოთ!!! ვაისი დავტოვოთ!!! ყაზაიშვილი, გვილია, და კაშია არსად დაგეკარგოთ!!! ხოჭოლავა და დავითაშვილი სკამზე გესხდეთ და 92 წუთზე შეიყვანეთ. კაჭარავაც არსად გაუშვათ იქნებ როგორმე ისწავლოს ჭიდაობს მაინც!!! წაგებაც არის და წაგებაც!!! სამარცხვინოები ხართ!!!
ფეოლა
12 ნოემბერი 2020 23:37
1
ვაისმა ჭააგო თამაში. გუნდი არასწორად დააყენა თავიდანვე და შეცვლებიც ისევ ბოლო წუთებში გააკეთა. რომ ხედავს, გვილია და ყაზაიშვილი არ ჩანან მთელი ტაიმი რატომ არ გამოყვანა დავითაშვილი რომელსაც თამაშის გამოცოცხლება შეუძლია და ბურთის დაჭერაც. ეეჰ გაუშვეს დიდი შანსი
Niko
12 ნოემბერი 2020 23:06
10
ამდენი იმედგაცრუება ესეთი პატარა ქვეყნისთვის აღარ არის საკმარისი?
გვეშველება რამე?
12 ნოემბერი 2020 23:43
1
მე ვცხოვრობ ისრაელში და გუშინვე იცოდნენ რო მაკედონია გავიდოდა ასე მითხრეს არ ინერვიულო თქვენებმა უკვე მოაგვარესო ვერ მივხვდი რა მოაგვარეს და რო გავიგე კვარაცხელია და შენგელია კორონათი დაინფიცირდნენო მაშინ მივხვდი რა მოაგვარეს ერთი მარცხენა და მეორე მარჯვენა შემტევი რომლებსაც მარტო შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა რაღა ესენი 29 კაცში? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ!
Lova
12 ნოემბერი 2020 23:41
10
კარგი ერთი თუ ძმა ხარ, გაეტანა ოქრიაშვილს სანტიმეტრებით რო ააცილა, მაშინ რა იქნებოდა მოგვარებული?
ლევანი
12 ნოემბერი 2020 23:54
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული